суббота, 26 ноября 2011 г.

ეკუმენიზმი, მართლმადიდებლობა და ერესი

 

აღემართენით წმინდა მამებო, ქრიზოსტომოს, გრიგორი, გერმანუს, ნიკიფორე,ფოტი და დანარჩენები, ასევე კონსტანტინოპოლის ყოფილო და ამჟამინდელო წმინდა პატრიარქებო, რომელთაც თავი შესწირეთ თქვენი სამწყსოსთვის, აღემართენით, რათა იხილოთ, ვინ იკავებს თქვენს სამეუფო ტახტს. თქვენ როგორც პატიოსანმა მწყემსებმა მსხვერპლად შესწირეთ საკუთარი სულები თქვენს ცხვრებს, მაშინ როცა დღეს მოღვაწენი პირიქით სწირავენ ცხვრებს თავიანთ თავებს და ამ გზით ფართოდ უღებენ კარს მგლებს და ეპატიჟებიან სამწყსოს გასანადგურებლად.

როდის დაეცა პატრიარქი ისე რომ ის ნებაყოფლობით იბრძვის თავისი სამწყსო მგლებს გადასცეს დასაგლეჯად? მიზეზი არის სიამაყე, გამომწვევი ყველა ცოდვისა, ყოველივე ბოროტების, ერესებისა და უბედურებებისა, ასევე დიდი მწუხარებისა და უფრო მეტისაც ვიდრე შეიძლება უბედურება ან გასაჭირი იყოს, ეს არის ღმერთის დიდებულების მითვისება.

მგლების მწყემსები, ცრუ მასწავლებლები და ცრუ წინასწარმეტყველები, ცრუ ქრისტიანები, განდევნილ იქნებიან ქრისტეს სამწყსოდან და როგორც სინანულის არ მქონენი ისინი გადაეცნენ მუდმივ ანათემას წმინდა მამების მიერ, როემლებიც მთავარი მწყემსის ქრისტეს მიმდევრები იყვნენ, ისინი იყვნენ პატიოსანი, მართალი და ღვთიური მწყემსები და რაც მთავარია შვიდი მსოფლიო საეკლესიო კრების უბადლო მცველები.

მართლმადიდებლური ეკლესია არ არის ჩვეული სიახლეების დანერგვას, როგორც ამას დასავლელები და პროტესტანტები აკეთებენ. მართლმადიდებლური ეკლესიიდან გამოყოფის შემდეგ მათ არ შეუწყვეტიათ სიახლეების და რეფორმების შემოღება, იმდენად შეურაცხმყოფელ და შეურაცხად ზომებს მიაღწიეს რომ ქრისტიანულ საიდუმლოებებში და საღვთო ტრადიციებში შეიტანეს ცვლილებები, ასევე თავიანთი ნებით გააუქმეს მრავალი ტრადიცია.

არსებობს ორი მიზეზი, რომლებიც აიძულებენ ამჟამინდელი იერარქიის წარმომადგენლებს განაახლონ საეკლესიო რეფორმები:
1. ეს არის სიამაყე, თვისება რომელიც აფიქრიანებს იერარქებს(რამოდენიმე მათგანის გამოკლებით), რომ ისინი უფრო ჭკვიანები არიან ვიდრე წმინდა მამები.
2. არის გაუმაძღრობა და საკუთარი თავის სიყვარული. ბევრი მათგანი უკვე იქცა ხორცის მოტრფიალედ, ამიტომაც დატოვა ისინი სულიწმიდის მადლმა.

თუ პაპს ისევ ჩვენთან გაერთიანება სურს, მაშინ მან უნდა აღიაროს და მოინანიოს თავისი ტყუილები, ერესები და ინოვაციები, რომლებიც ჯერ კიდევ სხვა პაპებმა წამოიწყეს დიდი ხნის წინ და დროის განმავლობაში აგრძელებდნენ, რითაც დაშორდნენ მართლმადიდებელ ეკლესიას. პაპს მხოლოდ მაშინ მიიღებენ, როცა მოინანიებს, მწარედ იტირებს და თავს დაიმდაბლებს.

თუ პაპი და პატრიარქი არ განაგდებენ სიამაყეს და თავს არ დაიმდაბლებენ, კვლავ განაგრძობენ ღმერთის მიბაძვას, ისინი არამც თუ წარემატებიან, არამედ უფრო შეუწყობენ ხელს დედა ეკლესიიდან თავიანთი თავის გამოყოფას და ამითგამოიწვევენ ბევრ სკანდალს, დაბრკოლებას, დაბნეულობას, ასევე დიდ ზიანს მიაყენებენ მრევლს და დაკარგავენ სამწყსოს. მათ რომ ღმერთისთვის თავმდაბლურად მიებაძათ ჩვენი შეერძთება გამართლდებოდა. ისინი დიდ სარგებელს მოუტანდნენ საკუთარ თავსაც და მრევლსაც და ღვთის სახელიც განდიდებულ იქნებოდა მათ მიერ, როგორც ამას მოციქულები აკეთებდნენ, რადგანაც "ღმერთი უარყოფს ქედმაღლებს და აღაზევებს თავმდაბლებს".

პაპიზმი ანტიქრისტეს წინამორბედია.

მართლმადიდებლობა განამტკიცეს მოციქულებმა და იმ წმინდა მამებმა, რომლებიც შვიდი საეკლესიო კრების შედეგად იქნენ დადგენილნი. ისინი სულიწმიდის მადლით იყვნენ განბრძნობილნი.

პაპიზმი ანტიქრისტეს წინამორბედია, რადგანაც პაპი შეპყრობილია ქედმაღლობითა და პატივმოყვარეობით და სურვილი აქვს ჰქონდეს უზენაესი ძალაუფლება ეკლესიაშიც და სახელმწიფოშიც, მან დაანაწევრა ქრისტეს ეკლესია. პაპის თაყვანისმცემლები ჩაცვივდნენ მრავალ ცრუ სარწმუნოებაში და ერესში, რომელთა სწავლებითაც შეიცვალა მართლმადიდებლურიეკლესიის წმინდა საიდუმლოებები. ნათლობის ნაცვლად, ისინი მხოლოდ წყალს ასხურებენ, ზიარების საიდუმლოებაში პურის ნაცვლად ებრაულ ხმიადს იყენებენ. მათ თავი ანებეს მარხვასა და წმინდა ზეთის აღიარებას, ვერც ნაკურთხი წყლით დალოცვა შეუძლიათ, რადგანაც დაშორდნენ დედა ეკლესიას და მათი დალოცვა ვერ აღესრულება.

თავს არ შევიკავებ იმის მოყოლისგან, რისი მოწმეც გავხდი წმინდა მთაზე მოსალოცად წასული. როდესაც იმპერატორი კონსტანტინე მიქაელი და პატრიარქი ვეკომი(ისინი პაპის თაყვანისმცემლები იყვნენ) წმინდა მთაზე გაემგზავრნენ 1170-1200 წლებში, ისინი ძალდატანებით მოითხოვდნენ ბერებისაგან პაპიზმის მიღებას და პაპის თაყვანისმცემლებთან ერთად წირვა-ლოცვაში მონაწილეობას, იმ ბერების სხეულები ვინც თანხმობა განაცხადა და მონაწილეობაც მიიღო ლოცვაში, გარდაცვალების შემდეგ უხრწნელი დარჩა, მაგრამ მათი სხეულები გამოსცემს მყრალ სუნს. მათი წმინდა ნაწილები კი, ვინც უარი განაცხადა მწვალებლებთან ერთად ლოცვაზე და რომლებიც პაპისტებმა დახოცეს, საოცარ სურნელებას აფრქვევენ. მე ვისურვებდი სულიწმიდის მადლით ყველას მოგეცეთ ნათელი გონება და სიმტკიცე და უარყოთ ილუზიები ამ სულის წარმწყმედელ ტყუილზე და დაუბრუნდეთ ეკლესიის წიაღს.

,,თუ ამჟამინდელი იერარქები არ მიიღებენ და უარყოფენ იმ გადაწყვეტილებებს, საეკლესიო წესებს და ტრადიციებს, რომლებიც დაგვიტოვეს ქრისტეს მოციქულებმა და წმიდა მამებმა, მაშინ ვინღა დარჩება მათი პატივისმცემელი?"

ეკლესიას, სახელმწიფოსა და მის ლიდერებს ამ ავბედითი ჟამისა, ღრმად სძინავთ გულგრილობისა და სიზარმაცის ძილით, და თუ არ გამოიღვიძებენ, არა მარტო სამღვდელოება, არამედ მონანული ხალხი, რომელიც ეკლესიურად, ღვთის მცნებებზე დაყრდნობით ცხოვრობს და სავსეა სათნოებებითა და კეთილი საქმეებით, პასუხს აგებს დიდ სამსჯავროზე და დაისჯებიან.

ჩაებღაუჭეთ თქვენს სარწმუნოებას

ჩაებღაუჭეთ თქვენს სარწმუნოებას და იდექით შეურყევლად წმინდა მამების ტრადიციებზე, რადგანაც ჩვენ ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ, ყველაზე მტკიცენიც კი თავიანთ რწმენაში იღუპებიან.
ჩვენ დიდი შრომა უნდა გავწიოთ განუწყვეტელ სწავლით, რადგანაც ყველაფერი კარგი დიდი გარჯისა და ტანჯვის ფასად მიიღწევა. ჩვენ კი არაფრად ჩავთვალოთ სათნოებისათვის გაღებული შრომა, მაშინ როცა წამებულებს და წმინდანებს გავიხსენებთ, სამაგიეროდ მომავალში ჩვენ ამისთვის დავჯილდოვდებით.

როგორი დალოცვილები და ბედნიერები ვიქნებით, თუ პატარა შრომით ღირსეულად განვისჯებით და ღვთის სასუფეველში დავიმკვიდრებთ ადგილს. ამინ!

მოციქული პავლე, ქრისტეს პირი, ამბობს: ,,ნუ მიიღებთ მონაწილეობას არაფრისმომცემ შავბნელ საქმეებში, რომ სხვისი სამართავი არ გახდეთ. ისეთ შემთხვევებში, როცა ჩვენს მართლმადიდებლურ სარწმუნოებას უარყოფენ და აუგად იხსენიებენ, დასაშვებია , რომ შეამოწმო ისინი და გქონდეს გარკვეული მრისხანება, მაგრამ სიჩუმე (უმოქმედობა) დაუშვებელია. შემოწმებაც დიდი შორსმჭვრეტელობითა და სიფრთხილით უნდა გაკეთდეს, მრისხანება და შეწუხება არაფრის მომტანია. სიბრაზე მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, როცა იგი ღვთიური სიყვარულითაა განმსჭვალული. ღმერთი არასდროს ტოვებს თავის ეკლესიას, ისინი კი ვინც ამ უკანასკნელთან ბრძოლას გადაწყვეტენ, ღმერთისგან დამდაბლდებიან და როგორც თიხის სახურავი ისე დაიმსხვრევიან. სულ სხვა რამ ელით მართლმადიდებელ მორწმუნეებს, რომლებიც სიკვდილამდე ინარჩუნებენ აღმსარებლობას, ისინი კურთხეულ იქნებიან უფლისაგან.

მე გულით გლოცავთ და გაკურთხებთ, რომ არასდროს შეგრცხვეთ თქვენი ბრძოლის, მაშინაც კი, როცა დაინახავთ, რომ ეკლესიის მტრები ძლიერდებიან. მას ვინც მართლმადიდებლობისათვის და წმინდა ეკლესიისთვის იბრძვის შემწედ ყოვლისშემძლე უფალი ჰყავს. მას კი, ვინც ტყუილისათვის იბრძვის დამხმარედ ცბიერი ეშმაკი ჰყავს. ბნელეთის სუსტი ბატონი, ყოველგვარი ტყუილისა და ერესის, ბოროტებისა და ცდომილებების ავტორი. არაფერია უფრო პატივსაცემი, თავმდაბლური და წმინდა, როცა ადამიანი იბრძვის სარწმუნოებისათვის. და თუ ბრძოლის დროს მას მტრები მოკლავენ რწმენაში შეურყეველს, ის ბრწყინვალე გამარჯვებული იქნება და მიიღებს ჯილდოს ზეცაში და ღვთაებრივ გვირგვინს. ასე რომ, იბრძოლეთ რწმენისათვის სიკვდილამე, რათა მოიპოვოთ ღირსეული მემკვიდრის ადგილი სამოთხეში.

დღევანდელ ვითარებაში, როცა ეკლესიას ყოველი მხრიდან ყველა საშუალებით ესხმიან თავს სხვადასხვა მებრძოლები, შენი მცდელობა დაპირისპირებისა და ბრძოლისა ღმერთის დახმარებით წარმატებული იქნება და რამოდენიმეს მაინც გადაარჩენს, დღევანდელი ცოდვის მორევისაგან.

მე გილოცავთ, რომ ამხელა გულმოდგინებას იჩენთ ქრისტიანული ჭეშმარიტების გავრცელებაში, რისთვისაც დაჯილდოვდებით. უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი შრომისა და მზაობისათვის, სამაგიერო ჯილდო მოგვეცემა ქრისტესგან. სანამ ჯერ კიდევ დროა, მოდით ვიშრომოთ სულიერად, დავთესოთ შრომით, რათა მოვიმკათ (ყოფა) სიმშვიდეში.

                                                                                                წმიდა ფილოთეოსი (ზერვაკოსი)

среда, 14 сентября 2011 г.

არიან კი ჩვენი წმინდანები ეკუმენიზმის მომხრეები? (I ნაწილი)



     წმიდათა შორის მამაჲ ჩვენი სილიბისტრო, რომის პაპი (+335)

2 (15) იანვარი

   მღვდელმთავარმა სილიბისტრომ წმიდა წერილის ღრმა ცოდნითა და მართლმადიდებლური სარწმუნოების შეურყეველი ერთგულებით, იმპერატორ კონსტანტინე დიდის დროს, სარწმუნოებრივ დისპუტში დაამარცხა იუდეველი სწავლული რაბინები და ჯადოქარი ზამბრი. წმიდა პაპმა ძველი აღთქმის წიგნებზე დაყრდნობით დამაჯერებლად დაადასტურა, რომ ყველა წინასწარმეტყველი წინასწარ ჭვრეტდა იესო ქრისტეს შობას წმიდა ქალწულისაგან,  მის ნებსით ჯვარცმას, ვნებას და სიკვდილს დაცემული ადამის გამოსასყიდლად და ბრწყინვალე აღდგომას და ამით განაქიქა მათი ცრუ სწავლება, რომელთაც ცნეს-რა თავიანთი სარწმუნოების არარაობა ქრისტეს ძლიერება ირწმუნეს და მონათვლის სურვილი გამოთქვეს.

წმიდა ახალმოწამე გიორგი გურჯი (ივერიელი) (+1770)

2 (15) იანვარი

   გიორგი გურჯს მოხუცებულობაში გაეღვიძა სინდისი და გადაწყვიტა ქრისტეს რწმენაზე დაბრუნება. მან თურქ მსაჯულს განუცხადა: ,,დავიბადე ქრისტიანთა ოჯახში, ობოლი ბიჭი ბატონმა მაიძულა გავმხდარიყავი მუსულმანი. ახლა ვაცხადებ, რომ მსურს მოვკვდე, როგორც ქრისტიანი". მას ვერაფრით ვერ გადაათქმევინეს განზრახვა. წამებისას კისერში წაუჭირეს მარყუჟი და აძალებდნენ, რომ წარმოეთქვა სიტყვა ,,სალავათი", რაც მუსულმანობის აღიარებას ნიშნავს, მაგრამ ნეტარს ერთი სიტყვა ვერ ათქმევინეს. ბოლოს კი შერცხვენილებმა წმიდა მოხუცი ჩამოახრჩვეს.

ღირსმოწამე ექვთიმე, ვათოპედის მონასტრის იღუმენი 
და მასთან ერთად 12 მონაზონი (+1275-1281)

4 (17) იანვარი

   ღირსმოწამე ექვთიმე, ვატოპედის მონასტრის იღუმენი და მასთან ერთად 12 ბერი 13-ე საუკუნეში მოსაგრეობდნენ ათონის მთაზე. ისინი პირუთვნელად ამხელდნენ ლათინთა ერესისაკენ მიდრეკილ პატრიარქებს - მიხეილ პალეოლოგს (1261-1281) და იოანე დეკს (1275-1282), რისთვისაც წამებით ამოხადეს სული - იღუმენი ზღვაში ჩაახრჩვეს, ბერები კი - ჩამოახრჩვეს.

ღირსი ონოფრე (+1818)

4 (17) იანვარი

   ღირსმოწამე ონოფრე ბულგარელი მოღვაწეობდა მონასტერში მანასეს სახელით. იგი ათონზე მიიყვანა დიდმა სინანულმა, რომელიც გამოწვეული იყო მის მიერ ბავშვობაში ნათქვამი სიტყვით ,,გავთურქდები", რომელიც მამისაგან დასჯილმა წამოიძახა. ვერ დააკმაყოფილა-რა ათონელ ბერთა ცხოვრების მკაცრმა წესმა, აღეძრა ქრისტესთვის წამების სურვილი და თავისი გულისნადები გამოცდილ მოძღვარ ნიკიფორეს გაუმხილა, რომელმაც მოშურნე ბერი სქემით შემოსა, უწოდა სახელი ონოფრე და თურქების კუთვნილ კუნძულ ხიოსზე გაგზავნა, სადაც წმიდანმა გმო ყურანის ცრუ-სიბრძნე და აშკარად აღიარა ქრისტე, რისთვისაც სასტიკად აწამეს და თავმოკვეთილი ზღვაში ჩააგდეს.

ფოსტერი მეუდაბნოე და მინა მონაზონი (VI)

5 (18) იანვარი

      ღირსმა ფოსტერი მეუდაბნოემ, რომელიც გამოირჩეოდა წმიდა ცხოვრებით და სასწაულქმედების ნიჭით მრავალი დაიცვა ერეტიკოსთა მომწამვლელი სწავლებისაგან.

ღირსმოწამე რომან კარპენისელი (+1694)

5 (18) იანვარი

      ღირსმოწამე რომან კარპენისელი ათონელი ბერი იყო. იგი მოწამეობრივად აღესრულა კონსტანტინეპოლში - ქრისტეს აღიარებისთვის თურქებმა თავი მოჰკვეთეს.

ღირსი მამაჲ ჩვენი თეოდოსი დიდი - ზოგადცხოვნებულთა თავი (+529)

11 (24) იანვარი

    ღირსი თეოდოსი დიდი(კაბადოკიელი), რომელიც გამოირჩეოდა მკაცრი მარხვითა და გამუდმებული ლოცვით, უცხოთა გამასპინძლებით და გლახაკთ მოყვარეობით იყო მკაცრი დამცველი მართლმადიდებლური სარწმუნოების და მამხილებელი ევტიხისა და სევეროსის მწვალებლობების, რომლებიც უთავოებად ანუ ,,აკაფალებად" იწოდებოდნენ საღმრთო საიდუმლოებების და სამღვდელო მადლის უარყოფის გამო. როდესაც იმპერატორი ანასტასი მიემხრო ერეტიკოსებს და ქრისტიანთა სასტიკი დევნა დაიწყო, ღირსმა თეოდოსიმ შეკრიბა ყველა მონასტრის წინამძღვარი და მეფეს მისწერა წერილი სადაც დაგმო მსოფლიო კრებებზე შეჩვენებული ერესები და განუცხადა: ,,ბერები არ მიერჩდებიან შეწყნარებასა სევეროსისასა და არცა სხვისა ვის მწვალებელთაგანისა, ვიდრემდის ყოველთა სისხლი დაითხიოს". იმპერატორი ცოტა ხნით დაცხრა, მაგრამ შემდეგ კვლავ განაახლა დევნა. მაშინ საღმრთო შურით აღძრული წმიდა მამა იერუსალიმში ჩავიდა და დიდი ტაძრის ამბიონიდან შეაჩვენა მწვალებლობა.

წმიდა პეტრე აბესალომელი (+309-310)

12 (25) იანვარი

   წმიდა მოწამე პეტრე აბესალომელი ქრისტიანთა დევნისას შეიპყრეს და მმართველს წარუდგინეს. მსაჯული და ხალხი წმიდანს ურჩევდა, რომ შეეწყალებინა საკუთარი თავი და თაყვანი-ეცა კერპებისთვის. ნეტარი მარტვილი კი პასუხობდა: ,,მე მაშინ შევიწყალებ თავს, თუ სახარებას არ უარვყოფ და ცრუ-ღმერთებს კერპს არ შევწირავ!" ქრისტეს აღსარებისთვის წმიდა პეტრე ცეცხლში დაწვეს.

წმიდა მარკოზ ეფესოს მთავარეპისკოპოსი (+1457)

19 (01.02) იანვარი

    წმიდა მარკოზ ეფესელის ცხოვრება არის გამორჩეული, როგორც პაპიზმის მწვალებლობის მამხილებელის, რომელიც ჭეშმარიტად განდიდდა ფოტი დიდსა და გრიგოლ პალამასთან ერთად უფლის მიერ.

ღირსი და ღმერთშემოსილი მამაჲ ჩვენი ექვთიმე დიდი (+473)

20 (02.02) იანვარი

     431 wels efesosi gaimarTa III msoflio kreba, mimarTuli nestoris eresis winaarmdeg. eqvTime Sehxaroda marTlmadidebluri sarwmunoebis ganmtkicebas da swuxda antioqiel mtavarepiskopos ioaneze, romelic nestors miemxro.
   Rirsma mamam miiRo da marTlmadideblurad scno   451 wels qalkedonSi gamarTuli IV msoflio krebis dadgenileba, romelmac SeaCvena dioskores eresi, romelic nestoris sawinaaRmdegod amtkicebda,rom qristeSi mxolod RvTaebrivi bunebaa. saocrad mkacri asketuri cxovrebisa da marTlmadideblobis mtkice arsarebisaTvis eqvTimes eklesiam ,,didi" uwoda.

წმიდა მოწამე ზაქარია (+1782)

20 (02.02) იანვარი

   wmida mowame zaqaria qristes aRsarebisaTvis Turqebma awames Zvel patrebSi (peloponesSi) 1782 wels. man jer uaryo qriste da gamahmadianda, magram Semdeg Seinana da daubrunda WeSmarit sarwmunoebas. wmindani xeze dakiduli aResrula.

ღირსი მაქსიმე ბერძენი (+1556)

21 (03.02) იანვარი

   Rirsi maqsime berZeni moRvaweobda moskovSi, igi eweoda literaturul-mTargmnelobiT saqmianobas. werda werilebs mahmadianebis, papistebis da warmarTebis winaaRmdeg.

იოსები თესალონიკელი მთავარეპისკოპოსი (+830)

26 (08.02) იანვარი

   Rirsi iosebi iyo Rirsi Teodore studielis Zma da erTguli TanamoRvawe. wmida episkoposi ilaSqrebda xatmebrZolTa eresis winaaRmdeg, aseve amxila imperatori konstantine usjulo qorwinebaSi, am yovelives gamo mravali tanjva, damcireba da gadasaxleba daiTmina.

gamoyenbuli literatura: wmindanTa cxovreba t-I;
                            gaz: ,,sapatriarqos uwyebani"

понедельник, 5 сентября 2011 г.

წერილი ათონის მთის მონასტრების წმიდა იღუმენებსა და წმიდა კინოტის წევრებს

ჩვენი ეს წერილი შეეხება კინოტის მიმართვას (რომელიც მან გაუგზავნა პატრიარქ ბართლომეს -ავტ.) და მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს ანტიმართლმადიდებლურ და ერეტიკულ ქმედებებს. წმიდა კინოტის მიმართვა არ არის პირდაპირ მიმართული ეკუმენისტური მწვალებლობის მთავარი მოღვაწეების _ პატრიარქ ბართლომესა და მთავარეპისკოპოს ქრისტოდულოსის მიმართ. 
     მიმართვაში თქვენ აღნიშნავთ, რომ მსოფლიო საპატრიარქო იღვწის იმისათვის, რომ მთელს მშოფლიოში ისმოდეს მართლმადიდებლობის ხმა. მოგვიტევეთ, მაგრამ ეს სრული ფუჭსიტყვაობა და სიცრუეა, რაღა თქმა უნდა თუ ამაში არ გულისხმობთ ერეტიკოსებთან ერთობლივ ლოცვებსა და მათი საიდუმლოებების აღიარებას. 
     აღნიშნავთ, რომ თქვენ იცავთ წმიდა მამათა სწავლებას და ახსენებთ წმ. გრიგოლ პალამას სახელს, რომელიც თვლიდა, რომ ვისაც არ უპყრია ჭეშმარიტება, იგი არ ეკუთვნის ეკლესიას, იქნება იგი მონაზონი, იღუმენი, ეპისკოპოსი თუ პატრიარქი. როგორ შეიძლება ჭეშმარიტ ეკლესიას ეკუთვნოდეს პატრიარქი, რომელმაც პაპის წინაშე კონსტანტინოპოლში წმ. ანდრია მოციქულის დღესასწაულზე გაითამაშა ეს სპექტაკლი (საუბარია მწვალებლებთან ერთობლივ ლოცვასა და ზიარებაზე-ავტ.) და რომელიც თვლის, რომ შეცდომა დაუშვეს ჩვენმა წინაპრებმა და წარმოშვეს სქიზმა პაპისტებთან? როგორ შეიძლება მართლმადიდებელი ეწოდოს მას, ვინც ეკუმენისტური მწვალებლობის ავანგარდშია და მონაწილეობას იღებს ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს საქმიანობაში? . . . ბართლომე, რაც სწამს პაპის თაობაზე, იმას ახორციელებს. პაპს ქრისტესმიერ ძმად აღიარებს, ცნობს მათ (პაპისტების) საიდუმლოებებს, ეშმაკის მსხვერპლად მიიჩნევს მათ, ვინც დაგვიცვა პაპიზმის ერესისაგან (წმ. გრიგოლ პალამა, წმ. მარკოზ ეფესელი, წმ. ფოტი კონსტანტინეპოლელი და სხვები-ავტ.) და აქედან გამომდინარე წმიდა ლიტურგიისას პაპი უმაღლეს ტახტზე დააბრძანა. მეტი რაღა უნდა გააკეთოს, წმიდა მამებო, იმისათვის, რომ პაპი რომის კანონიერ ეპისკოპოსად იქნეს მიჩნეული? ეკლესიის გადმოცემით და მამათა სწავლებით, ყველა, ვინც ასეთი რწმენის მქონე პატრიარქს იხსენიებს, არსობრივად იმავე რწმენის თანაზიარია . .  
     აღნიშნავთ, რომ ,,მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა გაავრცელეს არასწორი ინფორმაცია, თითქოს პაპისადმი სპეციალურად დაწერილი ტროპარის ავტორი ათონელი ბერები იყვნენ". გასაოცარია, მამებო, რომ ტროპარის შექმნის ანონიმ ბერზე დაბრალებამ აღგაშფოთათ და არაფერს ამბობთ თავად ტროპარის შინაარსზე, რომელიც პაპს ცოცხალ წმინდანივით მოიხსენიებს. როგორ უნდა გაებედა პატრიარქს მიემართა პაპისათვის სიტყვებით: ,,კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა", რომელიც ქრისტესთვის ითქვა? ეს არის ან ფორმალური ლექსიკა, ან წარმოაჩენს პატრიარქის აზროვნების ღრმა რღვევას. ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერნი, ამ ბოლო აზრს ვემხრობით. ამ აზრში გვამტკიცებს ის, რომ ამ სიტყვებით მთელი მსოფლიოს დასანახად მიმართეს საუკუნეების მანძილზე მართლმადიდებლობის ყველაზე დიდ მტერს _ პაპს. მას, ვინც ათი საუკუნეა ებრძვის მართლმადიდებლობას, მას, ვინც უამრავი მართლმადიდებელი გააკათოლიკა უნიის საშუალებით, მას, ვინც თავისი თავი მიწიერ ღმერთად გამოაცხადა. 
      წმიდა კინოტი ასევე აცხადებს, რომ ,,ფანარისა და ათენის მთავარეპისკოპოსის პაპის ვიზიტებისადმი ამგვარი თბილი დამოკიდებულება, ერთი მხრივ, ქმნის ერთიანობის მცდარ შთაბეჭდილებას, ხოლო, მეორე მხრივ, მრავალ მორწმუნეს აცდუნებს და კეთილმორწმუნე მართლმადიდებლებს ეკლესიის სხეულისაგან განაშორებს და ახალი განხეთქილებების შექმნისაკენ უბიძგებს". ნუთუ, მამებო, ერეტიკოს ეპისკოპოსთან ან მიტროპოლიტთან ან პატრიარქთან ურთიერთობის გაწყვეტას ეკლესიის სხეულში განხეთქილების შექმნად მიიჩნევთ? თუ ასე მიგაჩნიათ, მაშინ უნდა დაგმოთ და ეკლესიიდან განკვეთოთ უთვალავი წმიდანი აღმსარებელი, რომელთაც კავშირი გაუწყვეტიათ ერეტიკოს ეპისკოპოსებთან და პატრიარქებთან, და პირველ რიგში, ის ათონელი წმიდა მოწამენი, რომლებმაც კავშირი გაწყვიტეს ლათინმოყვარე პატრიარქ იოანე ვეკომთან. ასევე უნდა დაგმოთ ისინიც, ვინც შეწყვიტა პატრიარქ ათინაგორას მოხსენიება უკანონოდ ანათემის გაუქმების ცნობილი ფაქტის გამო და თანამედროვე ეპოქისეული თეოლოგიის შესაბამისად მოიხსენიოთ პატრიარქი ვეკომი, ათინაგორა, ბართლომე, ქრისტოდულოსი და სხვ. მამებო, ეს რომ ეკლესიის სწავლება ყოფილიყო, მაშინ ეკლესია ანთროპოცენტრისტული იქნებოდა და საფუძვლად არა ჭეშმარიტება, არამედ ეპისკოპოსის აზრი ექნებოდა, როგორც ეს პაპიზმში ხდება, მაშინ აღარ იქნებოდა საჭირო სარწმუნოებისათვის ამდენი სისხლის დაღვრა, რადგან სარწმუნოებას გამოხატავდა უპირატესი და ყველა მას დაემორჩილებოდა . . . 
     ფაქტია, რომ, რაც უფრო შეუერთდება ათონის მთა ევროპულ პროგრამებს, აითვისებს მის ეკონომიკურ პროგრამებს და ექნება ევროპული ორიენტაცია, მით უფრო შეუძლებელი იქნება პროტესტისას მართლმადიდებლურად გამართული სიტყვები წარმოთქვათ და იძულებული იქნებით თქვენს სპონსორს დაემორჩილოთ. სამწუხაროა, რომ მონასტრების აღდგენისას და გარემონტებისათვის ზურგი ვაქციეთ ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მზრუნველობას და ევროპის ცოდვილ და იოლ თანხებს დავეწაფეთ, დავარღვიეთ ის საზღვრები, რომლებიც წმიდა მამებმა დაადგინეს. ყველამ ვიცით, რომ არავინ არაფერს სამაგიეროს გარეშე არ მოგვცემს. 
     ასევე სამწუხაროა, მამებო, რომ ერეტიკოსებთან ორმოცწლიანი დიალოგის შედეგად ვერ გაგიგიათ მისი მიზანი. ვერ დარწმუნდით იმაში, რომ არც პაპისტებმა გააცნობიერეს თავიანთი მწვალებლობა და ჩვენც ვიხრჩობით მათ მხეცურ საცეცებში? ვერ ხვდებით, რომ ამ დიალოგების ერთადერთი შედეგი, ისევე, როგორც ფლორენცია-ფერაროს დროს, მართლმადიდებლების დანაწევრებაა? 
     დასასრულს აცხადებთ, რომ ,,ათონის მთა ღვთის მადლით წმიდა მოციქულებისა და წმიდა მამების სარწმუნოების მიმდევრად რჩება". ამას დავიჯერებთ, თუკი ათონის მთა განეშორება ერეტიკულად მოაზროვნე და მოქმედ დღევანდელ პატრიარქს. ის გზა, რომელსაც ასეთ შემთხვევაში წმიდა მამები გვიჩვენებენ, მოხსენიების შეწყვეტაა.
     ყოველივე ცუდი მსოფლიო პატრიარქის 1920 წლის ცირკულარით დაიწყო, გაგრძელდა საეკლესიო კალენდრის შეცვლით და შემდგომ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში შესვლით. შემდეგ სიმსივნე გაიზარდა ანათემების (უკანნონო-ავტ.) მოხსნით და თეატრალიზებულად დადგმული თეოლოგიური დიალოგებით.  განგრენა განვითარდა კონსტანტინოპოლის მიერ 1990 წელს, შამბეზში მონოფიზიტების, 1993 წელს ბალამანდში პაპისტების, შემდეგ კი ლუთერანების ერეტიკული საიდუმლოების აღიარებით. და ბოლოს დასრულდა საზეიმო ლიტურგიით ერეტიკოსთა ლიდერის თანდასწრებით მართლმადიდებლობის ოფიციალური დამორჩილებით ,,ახალი ეპოქისადმი". ეს გზა სულიერი დაღუპვისაკენ მიემართება, ე.ი. ყველა იმის მოკვეთისაკენ ეკლესიის სხეულიდან, რომელიც ქმედებით ან უმოქმედობით ანტიქრისტიანულ განდგომილებას უერთდება. ვინაიდან მსოფლიო პატრიარქმა გააგრძელა სულიერი დაცემა, წმიდა კინოტმა უნდა შეწყვიტოს მისი მოხსენიება, რათა იყოს უსაფრთხოდ და გააგრძელოს მარადიულ ეკლესიასთან კავშირი, როგორც ამას აკეთებდნენ ისინი, ვინც თავის დროზე იოანე ვეკომისა და პატრიარქ ათინაგორას მოხსენიება შეწყვიტა. ათონის მთა არ უნდა გაებას ევროპელი სპონსორების მახეში: ერთი მხრივ, ბერებმა უნდა იცხოვრონ სიღარიბეში და უბრალოებით, მეორე მხრივ, უნდა ილაპარაკონ თავისუფლად და პირდაპირ ყოველივე ცუდზე, რაც შინ და გარეთ ხდება. ათონის მთის ეკონომიკური დამონება არის სასიკვდილო დარტყმა მისი დოგმატური სინდისისადმი. მთელს ათონის მთას უნდა ჰქონდეს ერთიანი წინააღმდეგობა მწვალებლობისადმი, რათა არ მოხდეს მთელი მსოფლიოს თვალწინ ბერებს შორის დაპირისპირება და განხეთქილება. 
     ჩვენ ქვემორე ხელისმომწერნი, ვფიქრობთ, რომ წმიდა კინოტს ეძლევა გამოფხიზლების შანსი, რომ შეწყვიტოს უმოქმედობა ფანარაში (კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ადგილსამყოფელი-ავტ.) დადგმული თეატრალური წარმოდგენის მიმართ, რათა დამშვიდდნენ ათონის მთის პოზიციით შეშფოთებული მონაზვნები. გაცნობებთ, რომ თუკი მართლმადიდებლურ ღირსეულ პასუხს არ გასცემთ მსოფლიო პატრიარქის მიერ წმიდა კანონების უგულებელყოფას და ზღვარს გადასულ ქმედებებს, ჩვენ დავფიქრდებით წმიდა კინოტთან და მსოფლიო პატრიარქთან ეკლესიოლოგიური კავშირის შეწყვეტაზე. 
     იმის გამო, რომ არ არის შესაძლებელი ათონის მთაზე შეგროვილი ხელმოწერების სრულად გამოქვეყნება, ამიტომ ვბეჭდავთ მხოლოდ პირველ ხელმოწერებს: 
  გერონდა ილარიონი (დოქიარის მონ. პლატანის კელია);
  ბერი გაბრიელი (წმ. ქრისტოდულეს კელია, კუტლუმუში);
  გერონდა მელეტი (ღვთისმშობლის შობის კელია, სტავრონიკიტა);
  გერონდა საბა (მთავარანგელოზთა კელია, ჰილანდარი);
  არქიმანდრიტი კირილე (იღუმენი, მელისიხორის ისიხასტიონი, თესალონიკი, პანტოკრატორი);
  იოანე კორნარაკისი (ათენის უნივერსიტეტის პროფესორი)

пятница, 2 сентября 2011 г.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის განჩინება 1998 წლის 8 ოქტომბერი


საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა განაჩინა:
I. მიუღებელია 1990 და 1993 წლებში შამბეზში (შვეიცარია) მართლმადიდებელ ეკლესიასა და არაქალკედონურ (ორიენტალურ) ეკლესიებს შორის არსებული საღვთისმეტყველო დიალოგის გაერთიანებული საღვთისმეტყველო კომისიის დოკუმენტები (ე. წ. „შამბეზის შეთანხმებები”).
II. მიუღებელია 1991 წლის, ანტიოქიის მართლმადიდებელ ეკლესიასა და ანტიოქიის არაქალკედონიტ (ორიენტალურ) ეკლესიას შორის მიღებული წინასწარი შეთანხმების პროექტი.
III. მიუღებელია 1993 წლის 23 ივნისს ბალამანდში (ლიბანი) მართლმადიდებელთა და კათოლიკეთა ერთობლივი კომისიის მიერ მიღებული დოკუმენტი: „უნიატობა როგორც მეთოდი გაერთიანებისა წარსულში და ძიება სრული ერთობისა დღეს” (ე. წ. „ბალამანდის შეთანხმება”).
IV. მიუღებელია ფინეთის ავტონომიური ეკლესიის მიერ აღდგომის დღესასწაულის გრიგორიანული პასქალიით აღნიშვნა, რომელიც არ შეესაბამება ნიკეის I მსოფლიო კრების დადგენილებას აღდგომის დღესასწაულის თარიღის შესახებ. მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საერთო მართლმადიდებლური პოზიციიდან გამომდინარე ეს არის კანონიკური დარღვევა, და არა მწვალებლობა. ამასთანავე მნიშვნელოვანია, რომ კონსტანტინეპოლის საპატრიარქო (რომლის იურისდიქციაშიც შედის ფინეთის ავტონომიური ეკლესია) უარყოფითადაა განწყობილი ამ კანონიკურ დარღვევისადმი და მიაჩნია, რომ აღდგომის დღესასწაული უნდა აღინიშნოს ნიკეის I მსოფლიო საეკლესიო კრების დადგენილების შესაბამისად (იხ. კონსტანტინეპოლის პატრიარქის წერილი N 1214/1997).
V. მიუღებელია არამართლმადიდებლური, მოდერნისტული თეოლოგიის წიაღში ჩამოყალიბებული ეკლესიოლოგიური მწვალებლური სწავლება მაცხოვნებელი მადლის ეკლესიის კანონიკური საზღვრების გარეთ არსებობის შესახებ და მისი უკიდურესი გამოვლინება ე. წ. „განშტოებათა თეორია”, რომლის მიხედვითაც დღეს არსებული სხვადასხვა ქრისტიანული მიმდინარეობები განიხილება, როგორც ქრისტეს ჭეშარიტი ეკლესიის სხვადასხვა თანაბარზომიერი განშტოებები, რომელნიც ერთნაირად ფლობენ ღვთაებრივ მადლსა და ჭეშმარიტებას.
VI. მიუღებელია არამართლმადიდებლებთან თანალოცვა და თანაზიარება, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ყოველთა მართლმადიდებელთა შეკრებაზე (ქ. თესალონიკი, 1998 წლის 29 აპრილი – 2 მაისი) მიღებული საბოლოო დოკუმენტით, რომლის მე-13-ე მუხლის ბ) პუნქტში წერია: „მართლმადიდებელი დელეგატები არ მიიღებენ მონაწილეობას ეკუმენურ მსახურებაში, საერთო ლოცვებსა და ღვთის თაყვანისცემაში და ასამბლეის სხვა რელიგიურ ცერემონიებში”.

четверг, 25 августа 2011 г.

კათალიკოს ბესარიონ ბარათაშვილ-ორბელიშვილის წერილი

მეფეო! რომ ჩამოვთვალოთ საეკლესიო და ღვთაებრივ გარდამოცემათა და განგებულებათა ყველა ის დარღვევა, რომლებიც ლათინთა მიერ არის ჩადენილი, მაშინ ჩვენი საუბარი გაგრძელდება და შენს სამეფო სმენას გადაღლის. ეს რომ თავიდან ავიცილოთ აღარ მოვიყვანთ ჩვენი წმიდა პატრიარქებისა და მღვდელმთავრების ვრცელ ნაწერებს მათ წინააღმდეგ, სადაც ისინი ამხილებენ მათ; არამედ მოკლედ მოგწერთ შემდეგს. მათ, მეფეო, ცვლილებისა და დამახინჯების გარეშე არ დაუტოვებიათ სარწმუნოების უმთავრესი დოგმატები. ამიტომაც არა მხოლოდ განვარდებიან ქრისტეს სხეულის სიმშვენიერიდან, არამედ გადაეცემიან სატანას. მთელი სახარებისეული სწავლების ბეჭდად მოციქული იმდენად გალატელებს როდი მიმართავს, რომლებიც მხოლოდ ერთ პუნქტში ასწავლიდნენ სხვაგვარად, არამედ იტალიელებს, რომლებმაც თითქმის მთლიანად დაამახინჯეს სახარებისეული, სამოციქულო, კანონიკური და წმიდა მამათამიერი გარდამოცემა: ”დაღათუ ჩუენ, გინა ანგელოზი ზეცით გახარებდეს თქუენ გარეშე მისსა, რომელი იგი გახარეთ თქუენ, შეჩვენებულ იყავნ!” (გალ. 1,8-9). ასევე მეექვსე მსოფლიო წმიდა კრება თავის I კანონში ამბობს: ”ხოლო უკუეთუ ვინმე ყოველთაგანი არა პირველთქმულთა ამათ კეთილად მსახურებისა სჯულთა შეიტკბობდეს და შეუდგეს და ესრეთ აღიარებდეს და ქადაგებდეს, არამედ წინაუკმო გარდაქცევასა ამათსა ხელყოფდეს, იყავნ შეჩვენებულ წინასწარ განჩინებულისა მისებრ საზღვრისა პირველმოხსენიებულთა მიერ წმიდათა და ღმერთშემოსილთა მამათა და ქრისტეანეთა კრებულისაგან, ვითარცა უცხოით განიხადენ და განვარდინ, რამეთუ ჩვენ არცა შემატებასა რასმე და არცა დაკლებასა თავს-ვიდებთ რაითურთით პირველ განჩინებულთა მათ სარწმუნოებისა საზღვართასა, ანუ გარდავხდებით რომელსაცა სიტყვასა”. ასე ღაღადებს ეს კანონი. და განა კანონიკურ ანათემას არ გადაეცემიან ისინი, ვინც საჯაროდ ქადაგებენ სიახლეს და აშკარად მიდიან საღმრთო დოგმატთა წინააღმდეგ, ანუ აკლებენ ანდა ამატებენ რაიმეს მამათა სწავლებას. ხოლო ”რომელთა უწინარეს საკრებო განჩინებისა განაშორნეს თავნი თვისნი ზიარებისაგან ეპისკოპოსად სახელდებულისა მის, რაჟამს მან მწვალებლობაი იგი საეროდ ქადაგოს და დაუბურველითა თავითა ეკლესიასა შინა ასწავოს, ეგევითარნი იგი არა ხოლო კანონთამიერისა განკანონებისაგან თავისუფალ არიან, არამედ ვითარცა მოშურნენი მართლმადიდებლობისანი პატივისაცა ჯეროვნისა ღირს იქმნენ, რამეთუ არა ეპისკოპოსი, არამედ ცრუ ეპისკოპოსი და ცრუ მოძღვარი განიკითხეს და არა განხეთქილებითა განჭრეს ერთობაი ეკლესიისაი, არამედ განხეთქილებათა და განყოფათაგან ხსნაი ეკლესიისაგან ისწრაფეს”. ამას ბრძანებს წმიდა და დიდი ორგზისი კრების მე-15 კანონი.
რამდენად დასაშვებია და ღვთივსათნოა ჩვენი გაერთიანება მათთან, რომელთაც სამართლიანად და კანონიერად განვეშორეთ და რომელნიც კვლავაც მწვალებლობაში არიან? თუკი ჩვენ ამას მართლმადიდებლურად მივიჩნევთ, მაშინ მხოლოდ ამით დავაქცევთ და წავშლით ყველაფერს ჭეშმარიტს. რამეთუ ღვთაებრივი კანონები ღაღადებენ: ”უკუეთუ ვინმე უზიარებელსა სახლსაღა თუ შინა თანამლოცველ ექმნეს, უზიარებელ იქმენინ იგიცა~”(მოც. 10; ანტიოქ. 2) და კიდევ: ”ვინც მწვალებელთან ერთიანდება იგივე სასჯელს იმსახურებს, რასაც მწვალებელი”. შესაბამისად რა დანაშაულისთვისაც არიან ისინი სასჯელის ქვეშ, ჩვენც მათთან ერთად დავისჯებით საღმრთო კანონებით, რომლებიც სული წმიდამ განაჩინა. არ შეიძლება ამის დაშვება, არ შეიძლება!
არც კი ღირს იმის ხსენება (ვგულისხმობთ ცრუ-პატრიარქ იოანე ვეკკას), ვინც სიბნელეა და თავი სინათლედ მოაქვს, ვინც მთავარი მაცთუნებელია ამ საქმეში, ვინც მათთან გაერთიანების საბაბით ცდილობს მზაკვრული და სასიკვდილო დარტყმა მიაყენოს მთელს სხეულს, ვისაც არ ძალუძს ღიად დაარწმუნოს ვინმე და ამიტომაც ფარულად მოქმედებს, კერძოდ კი ცდილობს, უეცრად გაუღოს სამწყსოს კარიბჭე მგლებს და ბოლომდე მიიყვანოს ბოროტი საქმე. თუ ვინმეს შემოერთების სურვილი აქვს, დაე აზრები შეიცვალოს და ისე შემოგვიერთდეს; ხოლო თუ გაერთიანება საკუთარი ბოროტებისა და სიცრუის შენარჩუნებით სურთ, მაშინ ამას ვერ შესძლებენ.
მეფეო, მოისმინე ყოვლაწმიდა სულის მიერ დამოწმებული სიტყვები, რომელთაგან ერთი იოტაც არა წარხდეს (ლკ. 16, 17). უფლის დიდი მოციქული და მახარებელი იოანე ღვთისმეტყველი ამბობს: ”რომელ მოვიდეს თქუენდა და ესე მოძღვრებაი არა მოაქუნდეს, ნუ შეიწყნარებთ სახლთა თქუენთა და ”გიხაროდენ” ნუ ეტყვით მათ, რამეთუ რომელმან ჰრქუას მას ”გიხაროდენ” ეზიარების საქმეთა მისთა ბოროტთა” (2 ინ. 1, 10-11).
თუკი ჩვენ მათთვის უბრალოდ გზაზე მისალმება გვეკრძალება, თუკი არ შეგვიძლია მათ სახლში შესვლაც კი, მაშინ როგორ მივიღებთ მათ ტაძარში, თვით საკურთხეველში, ძე ღმრთისას საშინელ და საიდუმლო ტრაპეზზე, სადაც თავად უფალი შეიწირება უსისხლო მსხვერპლად? რომელიც უმანკო კრავივით დაიკვლის, რათა შეგვარიგოს მამასთან და თავად მასთან, და ჩვენი ცოდვები საკუთარი სისხლით განწმიდოს. რომელი გონებადაბნელებული გაბედავს წამოსცდეს მოხსენიება იმის სახელისა, ვინც სული წმიდის მიერ არის განკვეთილი, როგორც ღმერთზე და წმიდანებზე აჯანყებული, და ამით თავად გახდეს ღმერთის მტერი? იმიტომ, რომ თუკი მხოლოდ მისალმება გვხდის ჩვენ მათი მზაკვრული საქმეების თანამონაწილედ, მაშ რაოდენ უფრო მეტია ხმამაღალი მოხსენიება მისი (ცრუპატრიარქის), როდესაც წინ საღმრთო, საშინელი საიდუმლონი გვაქვს დაგებული. თუკი ჩვენს წინ დაგებული თავად არის ჭეშმარიტება, მაშ როგორ დაუშვებს იგი ამ უდიდესი ტყუილის სიმართლედ გასაღებას _ ანუ მის მართლმადიდებელ პატრიარქად გამოცხადებას? ნუთუ საშინელ საიდუმლოთა აღსრულების დროს, როგორც სცენაზე, ისე უნდა ვიხუმროთ? როგორ მოითმენს ამას მართლმადიდებელი სული? განა უმალვე არ განეშორება იგი იმათ, ვინც მას მოიხსენიებს? როგორ არ ჩათვლის ასეთებს სიწმიდის გამყიდველებად? მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმსახურებისას ეპისკოპოსის სახელის ღვთაებრივ მოხსენიებას ყოველთვის სრული ერთობის უპირობო ნიშნად მიიჩნევდა. წმ. გერმანე კონსტანტინოპოლელის მიერ დაწერილ საღმრთო ლიტურგიის განმარტებაში ვკითხუ¬ლობთ: ”მღვდელმოქმედი აღამაღლებს ეპისკოპოსის სახელს, წარმოაჩენს რა უპირატესისადმი მის მორჩილებას, სრულ ერთობას მასთან, და მისი სარწმუნოების მემკვიდრეობას და ერთგულებას”.
ასევე ჩვენი დიდი მამა და აღმსარებელი თეოდორე სტუდიელი თავის ძვირფას წერილში გვასწავლის: ”შენ მწერ, რომ შეგეშინდა პრესვიტერისთვის გეთქვა _ არ მოეხსენებინა მწვალებელი ეპისკოპოსის სახელი, ერთს გეტყვი მხოლოდ _ მარტო მოხსენიებისმიერი ერთობა ბეჭედივით ასვამს ლაქას, თუნდაც მომხსენებელი მართლმადიდებელი იყოს”. ასე გვმოძღვრავს ეს წმიდა მამა, მასზე ადრე კი თავად ღმერთი: ”და მღვდელთა მისთა შეურაცხ-ყვეს შჯული ჩემი” (იეზეკ. 22, 26). როგორ? ”შორის წმიდისა და ბილწისა არ განარჩევდეს” (იეზეკ. 22; 26) განურჩევლად იქცეოდნენ და სულ ერთი იყო მათთვის. რა შეიძლება იყოს ამაზე ნათელი და ჭეშმარიტი?
მაგრამ იქნებ შესაძლებელია კეთილგონიერი შემგუებლობა (იკონომია)? როგორ შევეგუოთ იმას, რაც ბილწავს ღვთისმსახურებას, საღმრთო სულის გარეშე ტოვებს მღვდელმოქმედებას და ამიტომ მორწმუნეებიც ცოდვათა მოტევებისა და ღმერთთან შეთვისების გარეშე რჩებიან? შეიძლება კი იყოს რაიმე ამგვარი იკონომიაზე უფრო მავნე? სულიერი ერთობა თუნდაც ერთ პუნქტში მთელი სიმართლის დარღვევის ტოლფასია. რადგანაც მწვალებელთან ერთობის მქონე იგივე სასჯელის ღირსია, როგორც საეკლესიო კანონთა დამრღვევი. ხოლო ამგვარი იკონომიის მქადაგებელნი, უგულებელყოფენ რა საეკლესიო კანონებს, შედიან ლოცვით კავშირში იუდეველებთან, სომხებთან, იაკობიტებთან, ნესტორიანელებთან, მონოთელიტებთან და საერთოდ ყველა ჯურის მწვალებლებთან და მხოლოდ ამიტომ არ იმსახურებენ არანაირ იკონომიას და თანაზიარნი არიან ყველა ღვთისმბრძოლი მწვალებლობისა, რადგანაც საეკლესიო კანონთა და უზენაესი საღმრთო სჯულის მიხედვით არ განარჩევენ მწვალებლებს მართალთაგან და თავად ივსებიან ყოველგვარი ერესით.
ვის მივცეთ ქრისტეს მართლმადიდებელ ეკლესიაზე წინამოძღოლობის უფლება, კაცს, რომელიც მწვალებელია? ეს ხომ სრული ღალატია და არა იკონომია. იგი უკანასკნელი ადგილის ღირსიც კი არ არის. რამეთუ დიდი მამა ჩვენი გრიგოლ ღმრთისმეტყველი ამბობს: ”თუკი ნოვატი არ ღებულობდა მათ, ვინც არ შეინანეს დაცემის შემდეგ, არც მე ვღებულობ ასეთებს, თუკი ისინი ქედს არ მოიდრეკენ ან ჯეროვნად არ დამდაბლდებიან, და უჯერი საქმის გამო გამოსწორების პირობას არ დადებენ. აი, მაშინ კი მივიღებ და სათანადო ადგილსაც მივუჩენ”.
ვინ შეამჩნია მასში (პატრიარქში) ანდა მასთან ერთობაში მყოფთა შორის გამოსწორების სურვილი? სად არის სინანული ავი საქმეების გამო? რა თქმა უნდა, ისინი უკანასკნელ ადგილსაც კი არ იმსახურებენ, მაშინ როგორღა იქნებიან წინამძღვარნი? დაე თუნდაც მოახერხონ რომელიმე ეკლესიაში ძალაუფლების ხელში ჩაგდება, ტფუ! ფურთხის ღირსნი არიან მხოლოდ! ”ნუ ხელეწიფების ბრმასა ბრმისა წინა-ძღუანვად? არა-მეა ორნივე ჯურღმულსა შთაცვივენ?” (ლუკ. 6,39) და ”უკუეთუ თუალი შენი ბოროტ იყოს, ყოველი გვამი შენი ბნელ იყოს. უკუეთუ ნათელი იგი შენ შორის ბნელ არს, ბნელი იგი რაოდენ-მე?” (მათე 6,23). როგორც დიდი ღმრთისმეტყველი გრიგოლი ბრძანებს, ყოველი ქვეშევრდომი თავის წინამძღოლს ემსგავსება.
წმიდა კრებათა ღვთაებრივი კანონები მათ მიერ მთლიანად უარყოფილია, სულიერი ცხოვრების კვალი და სუნიც კი არ გააჩნიათ, მხოლოდ ერეტიკოსობენ და ეკლესიას შფოთითა და საცდურით ავსებენ. რამეთუ შეუძლებელია შეუთავსებელთა ერთად ყოფნა, არც შეუერთებელთა შეკავშირება. ”რამეთუ არა მოყვსობა არს სიმართლისა და უსჯულოებისა, ანუ რა ზიარება არს ნათლისა და ბნელისა”. (2 კორ. 6,14). ანუ რა საერთო აქვთ მართლმადიდებლებსა და მწვალებლებს, რომელთაც უნდა განვეშოროთ, როგორც ამას თავად ღმერთი გვასწავლის: ”აღიხოცენ უკეთურებანი იგი თქუენ შორის” (2 სჯ. 13.5). და ”უკუეთუ თუალი შენი გაცთუნებდეს შენ, აღმოიღე იგი და განაგდე შენგან” (მათე. 18,9). აგრეთვე დიდი პავლე, უფრო სწორედ თავად უფალი პავლეს ბაგით გვიბრძანებს: ”მწვალებელსა კაცსა შემდგომად ერთისა და ორისა სწავლისა განეშორე” (ტიტ. 3, 10) და კვალად _ ”გამცნებ თქუენ ძმანო სახელითა უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესითა, განშორებად თქუენდა ყოვლისავე მისგან ძმისა, რომელი უწესოდ ვიდოდეს და არა მოძღვრებისა მისებრ, რომელი ისწავა ჩუენგან” (2 თეს. 3; 6). სხვაგან კი გვამცნებს ”ნუ თანააღერევით მათ” (2 თეს. 3,14). მსგავსად ამისა გვმოძღვრავს ღმერთშემოსილი დიდი მამა ჩვენი ეგნატე, რომელიც გვაფრთხილებს მოვერიდოთ ადამიანის მსგავს მხეცებს _ მწვალებლებს, რომელნიც არა მხოლოდ არ უნდა მივიღოთ, არამედ მათთან შეხვედრასაც კი უნდა ვერიდოთ.
როგორ ვაღიაროთ მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრებად და უმაღლეს მსაჯულებად ისინი, ან როგორ მოვიხსენიოთ ხმამაღლა მათი სახელები ეკლესიაში თვით საიდუმლო ტრაპეზის წინ, ისე რომ ტრაპეზი არ წაიბილწოს და კურთხეული დარჩეს.
ნუ დაუშვებ ამას შენი სულისთვის, მეფეო წმინდაო და ღვთივარჩეულო, თვითმპყრობელო, ქრისტესმოყვარეო! არამედ ”დაადგერ მას ზედა, რომელიცა გისწავიეს და გრწმენა, უწყი ვისგან გისწავიეს” (2 ტიმ. 3,14), რამეთუ ქრისტეს მადლით გისწავიეს. ”კეთილი იგი ვედრი დაიმარხე სულითა წმიდითა” (2 ტიმ. 1,14) და ქრისტეს დიდი მოციქულის სწავლებით ”განეშორე ბილწთა მათგან ცუდთთა ხმათა, და სიტყვის-გებათა მათგან ტყუილით სახელის მეცნიერებისათა რომელსა იგი ვიეთნიმე აღუთქმიდეს, და სარწმუნოებისაგან ცუდნი განვარდეს” (1 ტიმ. 6, 21-22)! რათა შენს მიერ და შენთან ერთად ჩვენც, მთელი ქრისტიანული სავსება, მართლმადიდებლობითა და სიყვარულით დაცულნი უბიწოდ წარვსდგეთ ”ვიდრე გამოჩინებამდე უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესა” (1 ტიმ. 6,15) და გავხდეთ მონაწილენი მისი საუკუნო მეუფებისა. ”სარწმუნო არს ღმერთი”(1 კორ. 1,9), რომელიც ამის ღირსად გვყოფს, თუკი მის მცნებებს დავიმარხავთ ქრისტეს მადლით ყოვლადწმიდა საღმრთო სულში. ამინ.
ხოლო წმიდისა და განუყოფელისა ერთღმრთეებისა სამებისა საიდუმლო რაი აღვწერეთ, აწ კუალად ცხოველსმყოფელისა სულისა წმიდისათვის ვიტყვით: თუ რაი არს მიზეზი მათისა (ლათინთა) ესრეთ უწესოდ აღსარებისა, ვითარმედ სული წმიდა მამისა და ძისაგან გამოვალსო, რომელი ესე უცხო არს ქადაგებისაგან წმიდათა მოციქულთა და ღმერთშემოსილთა კაცთასა. ხოლო ჩუენ არა ვიტყვით სულსა წმიდასა ძისაგან გამოსლვით, არამედ მამისაგან, მოძღვრებისაებრ წმიდათა მოციქულთასა და ღმერთშემოსილთა მამათასა. რამეთუ, ვითარცა ძე იშვა მამისაგან პირველ ყოველთა საუკუნეთა და უწინარეს ჟამთა, ეგრეთვე სული წმიდა გამოვიდა მისვე მამისაგან უწინარეს ჟამთა და პირველ ყოველთა საუკუნეთა. რამეთუ ერთი არს არსება და ბუნება მამისა და ძისა და სულისა წმიდისა, სიტყვისაებრ საღმრთოთა წერილთასა, მოციქულთა და წინასწარმეტყუელთა და მოძღვრებისაებრ წმიდათა ღმრთის მეტყუელთასა. რამეთუ არცა ერთსა ვის წმიდათაგანსა უთქუამს სული წმიდა ძისაგან გამოსლვით, ვითარცა ძე არა თქმულ არს სულისაგან შობილად, არამედ მხოლოდ მამისაგან. ეგრეთვე არცა ითქუმის სული წმიდა ძისაგან გამოსლვით, არამედ მამისგან. რამეთუ რაოდენნი ღმრთისმეტყუელნი არიან წმიდათა მამათა მიერ აღწერილნი და უმეტეს დიდისა ღმრთისმეტყუელისა გრიგოლისნი, რომელმან ერგასისნი თავნი ღმრთისმეტყუელებანი აღწერნა ვრცელად და უნაკლოდ. რამეთუ ყოვლად ღმრთისმეტყუელისა და მახარებელისა იოანესა ამას მიხუდა სახელი ღმრთისმეტყუელებისა და ყოველივე თქმული მისი ღმრთისმეტყუელებითა აღსავსე არს და არცა ერთსა თქმულთა მისთა შინა იპოების, თუმცა ეთქუა ძისაგან გამოსლვით, არამედ მხოლოდ მამისაგან. არცაღა დიდსა და ზეცით გამობრწყინვებულსა ბასილის, არცა წმიდასა და ყოვლისა სოფლისა მნათობსა ოქროპირსა, არცა დიდსა ათანასის, არცა გრიგოლი საკვირველთმოქმედსა, რომელსა ცხადად წარმოუდგა წმიდა ღმრთისმშობელი და ღმრთისმეტყუელი იოანე და გამოუცხადეს წმიდისა სამებისა საიდუმლოი და მყის აღწერა მათსავე მუნ ყოფასა შინა მათითავე ბრძანებითა მოკლითა სიტყვითა და დიდითა სიბრძნითა და აღწერილი იგი ჰგიეს დღეინდელად დღედმდე, ხოლო მე განვრცელებისათვის არა აღვწერე აქა, და ვისცა ენებოს, იგი წარიკითხოს და ყოველივე ცხადად ეუწყოს. და არცა სხუასა სადა ვის ღმრთისმეტყუელთაგანსა უთქუამს ესე, არცა უკადრებიეს, თუ მამისაგან და ძისა გამოვალს, და თუმცა ყოფილიყო ესე ცილობაი და ამისი თქუმა, მრავალნიმცა აღწერნეს ამის პირისათვის ნეტართა მათ წინა აღსადგომელი უთქუმელისა ამის სიტყუისა, არამედ ნეტარსა იოანე დამასკელსა, რომელსა ეწოდა ოქრონექტარი თვით დედუფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა მიერ, ამასა წინათვე ეუწყა სულისაგან წმიდისა წვალება ესე და მან აღწერა ცხადად და ჭეშმარიტად თქმულთა შინა თვისთა ღმრთისმეტყუელებათა. და იტყვის ესრეთ: არა ვიტყვითო სულსა წმიდასა ძისაგან გამოსლვითა, რომელი არასადა გვიპოვნიეს საღმრთოთა წერილთა შინაო. არამედ მამისაგან. და სულად ძისა და სულად ქრისტესაო, ვითარცა წერილ არს, გამოავლინა ღმერთმან სული ძისა თვისისა გულთა შინა ჩუენთა. და კუალად იტყვის, რომელსა სული ქრისტესი არა აქუნდეს, იგი არა არს ქრისტეანიო.
ხოლო ძისაგან გამოსლვით არა თქუმით არს, არცა ვის აღწერით დაუტევებიეს, არამედ მამისაგან ვითარცა შობა ძისა, ეგრეთვე გამოსლვა სულისა მისგანვე მამისა, რამეთუ მამა არს მიზეზი შობისა და გამოსლვისა, ვითარცა თავადი ჭეშმარიტება და ცხოვრება ჩუენი ქრისტე ბრძანებს: სული იგი ჭეშმარიტებისა, რომელი მამისაგან გამოვალს, მან წამოს ჩემთვის და თქუენცა მოწამე ხართ (იოანე 12.26), რომლისათვის (რაისათვის) არა თქუა სული იგი ჭეშმარიტებისა, რომელი მამისაგან და ჩემგან გამოვალს; ანუ ვერ დაიდუმეს დიდი ესე საიდუმლო წმიდათა მოციქულთა და შემდგომთა მათთა ღმრთისმეტყუელთა.
ხოლო იტყვიან ლათინნი, კაცობრივ იტყვისო და არა ღმრთაებრო. ქრისტემან მეუფემან ჩუენმან ვიდრეღა ხორცითა ქუეყანასა ზედა იქცეოდა, თავისა თვისისა ღმრთეება ცხადად და გამოჭეშმარიტებით არასადა გამოაცხადა, არამედ იგავით და მიფარულადრე. და ოდეს ამაღლდა მამისა, მერმე უკანასკნელ მოწაფემან მისმან და მოციქულმან იოანე ღმრთისმეტყუელმან ცხადად და მზისა უბრწყინვალესად და ყოვლისა საყდრისა უმაღლესად ღაღადყო ღმრთეება მისი და იტყვის.
პირველითგან იყო სიტყუაი და სიტყუაი იგი იყო ღმრთისათანა და ღმერთი იყო სიტყუაი იგი, ესე იყო პირველითგან ღმრთისა თანა: (იოანე 1.1-2.) ესრეთ გამოაცხადა ღმრთეება ძისა და თანასწორება მამისა, ეგრეთვე სხუანი მოციქულნი იტყვიან ღმრთეებასა მისსა და არღარა დაფარვენ, ვითარცა პავლე მიუწერს ტიმოთეს.
ღმერთი გამოჩნდა ხორცითა და განმართლდა სულითა, ეჩუენა ანგელოზთა, იქადაგა წარმართთა შორის, ჰრწმენა სოფელსა, და ამაღლდა დიდებით (1ტიმოთეს მიმართ3,16;) და კუალად ტიტეს მიუწერს.
და მოველოდით ნეტარსა მას სასოებასა და გამოჩინებასა დიდებასა დიდისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა, რომელმან იგი მისცა თავი თვისი ჩუენთვის (ტიტეს მიმართ 2, 13-14) ვინაითგან ესრეთ ღუთაება ქრისტესი ცხადად თქუეს და არღარა დაჰფარნეს, ვითარ დიდი ესე საიდუმლოი სულისა წმიდისა ძისაგან გამოსლვა რაისათვის დაიდუმეს? და უკუეთუ ქრისტემან ესე არა დაფარა, რაჟამს ეტყოდა მოწაფეთა: რაჟამს მოვიდეს ნუგეშინისმცემელი იგი, რომელი მე მოვავლინო თქუენდა მამისა ჩემისა მიერ (იოანე 15,26) და კუალად ჩემგან მიიღოს და გითხრას თქუენ. ესენი არა დაფარნა და არცა დაერიდა კაცობრიობასა, ვითარმედ მე მოვავლინო და ჩემგან მიიღოს და გითხრას თქუენ. ამისა უმეტესი სიტყვა რაიღა იყო და საიდუმლოსა გამოცხადება. უკუეთუ ესე არა დაეფარა მას რა(ი)დღა დაუტევებდა მამისაგან და ჩემგან გამოვალსო ანუ წმიდანი მისნი მოციქულნი ვითარ არღარა გამოაცხადებდეს(?) ანუ წმიდანი ღვთისმეტყველნი ვერღა დაჰფარვიდენ. ესრეთ არასადა თქმულ არს მათისაებრ სიცბილისა, არამედ ყოველნივე ესრეთ აღიარებდეს, ვითარცა ჩუენ გურწამს და აღვიარებთ, ვითარცა მხსნელისა ჩუენისა ქრისტესაგან გვისწავლიეს, და ვითარცა ესე რა გუესმის.
რამეთუ პირველად თქუა: მე ვჰკითხო მამასა ჩემსა და სხუა ნუგეშინისმცემელი მოგივლინო, აჰა თანასწორება და ერთპატი(ვ)ობა მამისა და ძისა და არა წინააღდგომა ძისაგან მამისა. მერმე იტყუვის: უკუეთუ არა წარვიდე, იგი არა მოვიდეს, და მე მოვავლინო იგი თქუენდა, და ჩემგან მიიღოს და გითხრას თქუენ: აჰა ხელმწიფება ძისა და თანასწორება სულისა, და ერთ პატიობა. და მერმე იტყვის: ოდეს მოვიდეს სული იგი ჭეშმარიტებისა, გიძღოდეს თქუენ ჭეშმარიტებასა შინა. აჰა ხელმწიფება და უფლება სულისა და არა უდარესობა მამისაგან არცა ძისა.
რამეთუ პირველად იტყვის მე ვჰკითხო მამასა ჩემსა თქუენთვის და სხუაი ნუგეშინის მცემელი მოგივლინო თქუენ. მერმე იტყვის: უკეთუ მე არა წარვიდე, იგი არა მოვიდეს (და ჩემგან მიიღოსა თქუენ.) და მერმე თქუა: ოდეს მოვიდეს სული იგი ჭეშმარიტებისაი გიძღოდეს თქუენ ჭეშმარიტებასა შინა.
აჰა ერთობაი და ერთი პატივი და ერთი ხელმწიფებაი და ერთი ღმრთეებაი და სწორი მეუფებაი და სწორი უფლებაი და სწორი განზრახვაი მამისა და ძისა და სულისა წმიდისა, განუყოფელობაი და შეურევნელი ერთობაი.
ხოლო უკუეთუ ვთქუათ მამისა და ძისაგან გამოსლვა სულისა, ორნივე იქმნებიან მიზეზნი სულისა წმიდისა გამოსვლისანი: ვითარცა მამა, ეგრეთვე ძეცა და სული წმიდა დაკლებულ იქმნეს ერთ პატიობისაგან, რამეთუ მამა და ძე გამოავლენს სულსა, ხოლო სული წმიდა ვერღარას მოქმედებს. უმჯობეს არს რაითა ესეცა თქუან, ვითარმედ მამისაგან და სულისა იშუა ძე და იქმნნეს თვითებათა და გუამთა შერეულება მსგავსად საბელიოზის გმობისა, ანუ განყონ არიოზისებრ უსჯულოსა, ანუ შერევნა და შერწყმა თქუან, ვითარცა ვთქუ გუამთა და თВთებათა, რაჟამს ითქუას მამისა და ძისაგან გამოსვლა სულისა, ანუ განყოფა ითქუას არსებათა და ბუნებათა, რაჟამს ძესა მისცენ მიზეზობაБ სულისა წმიდისა გამოსვლისა, და სულსა წმიდასა არარაБ მიზეზობა; და დაკლებულ ყონ მისვე არსებისა და ბუნებისაგან. იხილეთ სადა მიიწევის გმობაი ესე: ანუ არიოზ იქმნენ ანუ საბელიოზ. ანუ შეარწყუან და შერიონ, ანუ განყონ და განაშორონ ურთიერთას, და დაკლებულ ყონ სული წმიდა სწორ პატივისაგან მამისა და ძისა. გულისხმაყავთ ძმანო, თუ ვითარ საკრძალველ არს სარწმუნოებაი ჩუენი, რომელი მოციქულთა დაჰბეჭდეს და წმიდათა კრებათა დაამტკიცეს, და ვერვის ხელეწიფების იოტა ერთი გინა რქა ერთი შემატებად ანუ დაკლებად. და უკუეთუ იქმნეს მცირედცა რაიმე ანუ დაკლებაი, ანუ შემატებაი, მერმე კუალად სხუაი იქმნების კუალად სხუაი და ესრეთ მცირედ მცირედ დაიხსნას და განირყვნას ყოველივე, ვითარცა ქმნულ არს მათ შორის და არღარა არს საზღვარი დადებული მოციქულთა და ღმერთშემოსილთა მამათა მათ შორის, არამედ ყოველივე განრყუნილ არს და შეცვალებულ, ხოლო ჩუენ დაგვიცვნეს ღმერთმან ყოვლისაგან წვალებისა და საცთურისა მთესველისა მისგან ღუარძლისა და ღირს მყუნეს სასუფეველსა თვისსა ყოველთა წმიდათა მისთა თანა ამინ.

(სიტყვისგებაი ლათინთა მიმართ ჩვენ მართლმადიდებელთა მიერ, თუ რაი არს ჩუენგან მათი განყოფილება. თქმული უნდოსა და გლახაკისა ხუცეს-მონაზონისა ბესარიონის მიერ.
რომელი იყო უდაბნოით გარესჯით მრავალმთისაით, მონასტერსა წმიდისა იოანე ნათლისმცემელისა, ხოლო წიგნსა ამას ეწოდების ”გურდემლი”
)

вторник, 9 августа 2011 г.

მიმართვა საბერძნეთის ეკლესიის იერარქებს ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს მისიონერობისა და ევანგელიზაციის საერთაშორისო კონგრესის თაობაზე



საბერძნეთის ეკლესიის უნეტარეს მთავარეპისკოპოსს
და ყოვლადუსამღვდელოეს მიტროპოლიტებს

უნეტარესნო მეუფენო,
ყოვლადუსამღვდელოესნო წმინდანო მღვდელმთავარნო,



    მწუხარებას, გაკვირვებასა და აღშფოთებას იწვევს ჩვენს სულებში საბერძნეთის ეკლესიის  მიერ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს (ემს) მისიონერობისა და ევანგელიზაციის საერთაშორისო კონგრესის მასპინძლობა და ორგანიზება. ამის გამო, ნება მოგვეცით, მართლმადიდებელი ეკლესიის გულშემატკივრებმა თავმდაბლად, ჩვენი სულიერი შვილების წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, მოგმართოთ ამ წერილით, რადგან შეუძლებელია, ღვთიური ჭეშმარიების ერთადერთი მფლობელი _ მართლმადიდებელი ეკლესია შეუერთდეს ამგვარ ქრისტიანთაშორის საქმიანობას და არ შეცვალოს ეკლესიოლოგიური თვითშეგნება, არ უღალატოს საკუთარ რწმენას და არ აცდუნოს კეთილმორწმუნე მრევლი. სამწუხაროდ, ჩვენი სამშობლო პირველი მართლმადიდებელი ქვეყანაა, რომელმაც ამგვარი კონგრესის მასპინძლობა გაბედა და ჩვენი ღრმა რწმენით, ეს ფაქტი წარმოადგენს არა სიამაყის საბაბს, როგორც ამას კონგრესის ორგანიზატორები აცხადებენ, არამედ იგი კიდევ ერთი შავი ფურცელია საბერძნეთის ეკლესიის უახლოეს ისტორიაში.
    დღეს, გამოჩენილი მართლმადიდებელი ღვთისმეტყველები, სასულიერო და საერო პირები კატეგორიულად საუბრობენ თავდაპირველი მიზნებიდან ემს-ს დაცილების, მისი დეგრადირებისა და ტრანსფორმირების შესახებ; ამბობენ, რომ იგი "რელიგიურ ადამიანთა კლუბად გადაიქცა, სადაც მხოლოდ ქრისტიანების ყოფნა აღარ არის აუცილებელი". ამასთან, საეჭვოა კონგრესის როლი, მაშინ როდესაც ყველა რელიგია და აღმსარებლობა ერთმანეთშია გადახლართული და "ახალი ეპოქის" შემქმნელთა მიზნებს ემსახურება. ასე მაგალითად, დღემდე არ უარყოფილა ცნობა იმის შესახებ, რომ "ემს-ს ერთ-ერთი პრეზიდენტი მჭიდროდ თანამშრომლობს კორეელი ცრუმესიის სან მიუნ მუნის " გაერთიანების ეკლესიასთან".
    ფაქტები ადასტურებენ, რომ ძლიერი პოლიტიკური და ეკონომიკური ცენტრების იძულებით, ეკუმენიზმი სულ უფრო და უფრო ვითარდება გათანაბრების გლობალიზაციისეული პრინციპით და მიზნად ისახავს არა ქრისტიანთა ერთობას, არამედ იღვწის ზერელიგიის ჩამოყალიბებისათვის. იგი სწორად ხასიათდება არა მხოლოდ ზემწვალებლობად, არამედ _ "ზემწვალებლობაზე გაცილებით უარესად" (პროფ. ანდრია თეოდორუ).
    გარდა ამისა, მართებულად ვკითხულობთ: რა მიზანს ემსახურება და საით მიემართება ჩვენი ერთობლივი საქმიანობა ემს-ს მრავალრიცხოვან მწვალებლურ განშტოებებთან?
    წარმოიდგენს ვინმე, რომ ეკლესიის წმინდა მამები,  _ წმ. ათანასე დიდი, წმ. მარკოზ ეფესელი, წმ. გრიგოლ პალამა, წმ. ნექტარიოს პენტაპოლელი და სხვები მწვალებელთა და ცრუმადიდებელთა ათენის ამ მისიონერულ კონგრესს შეერთებოდნენ? ან თუ ოდესმე მიიწვევდნენ მწვალებლებს საკუთარ ეპარქიებში და ნებას დართავდნენ თავიანთი ცდომილებები ექადაგათ ან მისიონერული გამოცდილებების ურთიერთგაცვლა მოეწყოთ და თანაც ყოველივე ეს ღირსეულ საქმედ ჩაეთვალათ? როგორც ღირსი მამა იუსტინე პოპოვიჩი ამბობდა, მართლმადიდებელი ეკლესიისათვის უბრლო ურთიერთობაც კი "ემს-ს მწვალებლურ, ადამიანის გამაკერპებელ და დამღუპველ გაერთიანებასთან" - "მონურ დამცირებას წარმოადგენს"; მაშ, როგორღა შეიძლება დახასიათდეს ემს- საერთაშორისო კონგრესის მიღება და მასპინძლობა?
    ზოგიერთები ჯიუტად ამტკიცებენ, ეკუმენისტური საქმიანობით მართლმადიდებლობის დამოწმებას ვახდენთ და ემს-ელ ჩვენს ძმებს ჭეშმარიტებასთან მიახლოებაში ვეხმარებითო. ვწუხვართ, ამას რომ ვწერთ, მაგრამ ვფიქრობთ, რომ მსგავსი განცხადებები ეძღვნება გულუბრყვილო, მიწიერი და არაეკლესიური აზროვნების ადამიანებს, რომელთაც ეკლესიის ისტორიის ელემენტარული ცოდნაც კი არ გააჩნიათ და არც ემს-ში არსებულ საიდუმლო ინტრიგებზე აქვთ წარმოდგენა.
    ჩვენ, რაღა თქმა უნდა, დიალოგის არ გვეშინია და არც თვითიზოლაციითა ვართ დაავადებულნი, როგორც ემს-ს მხარდამჭერნი გვაკრიტიკებენ, მაგრამ უფალი ადამიანებთან ყოველთვის სხვაგვარად საუბრობს. მართლმადიდებელი ეკლესიაც ნებისმიერ ეპოქაში ღიაა ყოველი ადამიანისათვის და ყოველი ერისათვის. ეს ეკუმენურობა_საყოველთაობა  _ ეკლესიის შემადგენელი ნაწილი და მისი ბუნებრივი თვისებაა, იგი ქრისტეში ადამიანის ხსნისა და ცხონებისაკენაა მიმართული; იგი გარეგნული ფაქტორებიდან არ გამომდინარეობს და არც ემს-ს ტენდენციურ გარემოში მოითხოვს აღიარებას. უფრო მეტიც, იგი [ეკუმენურობა] ამქვეყნიურ მიზნებსა და ჰუმანიტარულ პრინციპებს არ ემსახურება.
    ასევე, ეკლესიის ისტორია მაკაფიოდ ადასტურებს, რომ მწვალებლები, დაახლოების ამგვარი მეთოდების გამოყენებისას, არასოდეს იცვლიან თავიანთ შეხედულებებს. თავად ეკუმენისტები გულწრფელად აცხადებენ, რომ "ეკუმენისტურ მოძრაობაში მართლმადიდებლების ერთსაუკუნოვანი და ემს-ში ორმოცდაათწლიანი მონაწილეობის შემდეგ..., მართლმადიდებლებსა და პროტესტანტებს შორის უფსკრული კიდევ უფრო გაღრმავდა". ეს კი რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი არამართლმადიდებელი ძმები მართლმადიდებლური ჭეშმარიტებით კი არ ინტერესდებიან, არამედ მიისწრაფიან იმისკენ, რომ "ჩვენ, მართლმადიდებლები, ემს-ს სისტემაში ვყავდეთ მომწყვდეულნი, სადაც საჭიროების შემთხვევაში "გამოგვიყენებენ" და როდესაც ჩვენით შეწუხდებიან _ უგულვებელგვყოფენ".
   დღემდე ემს-ში ჩვენმა მონაწილეობამ წარმოაჩინა, რომ:
)      მართლმადიდებლობა, რომლის წარმომადგენლებიც ეკუმენისტურ საბჭოში უმცირესობას შეადგენენ, პროტესტანტიზმის მხრიდან იგნორირებული და დამცირებულია. მხედველობაში მისაღებია ისიც, რომ მართლმადიდებელი წარმომადგენლები უძლურნი არიან თავიანთი ურთიერთშეუთანხმებლობისა  და თეოლოგიური მოუმზადებლობის გამოც.
)            მართლმადიდებლობა უარყოფს თავის ეკლესიოლოგიურ თვითშეგნებას, როდესაც, საბჭოს წესდების მიხედვით, ვალდებულია, ერთი მხრივ, უარყოს, რომ  წარმოადგენს  ერთ, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიას, ხოლო მეორე მხრივ, აღიაროს "და-ეკლესიებად" ყველა ის არამართლმადიდებლური აღმსარებლობა, რომელთა უმრავლესობა ფეხქვეშ თელავს წმიდა სახარებისეულ მცნებებს და ქალთა მღვდლობისა და ჰომოსექსუალთა ქორწინებებს აღიარებს.
)        საბჭოს შიდა მოწყობის მიხედვით, მართლმადიდებლებსა და მწვალებლურ პროტესტანტულ მცირე ჯგუფებსა და გაერთიანებებს თანაბარი ძალისა და გავლენის საარჩევნო ხმის უფლება აქვთ. სამწუხაროდ, სწორია ერთი მართლმადიდებელი ღვთისმეტყველის შენიშვნა, რომ "ემს-ს ცენტრალურ კომიტეტში თანაბარი ხმის უფლება აქვთ წმიდა ღვთისმეტყველების საუკუნოვანმატარებელ ალექსანდრიისა და ანტიოქიის საპატრიარქოებს და ერთ ანტიალკოჰოლიკურ "ეკლესიას" _ "ხსნის არმიას", რომლის წარმომადგენლებიც ევქარისტიის ბარძიმის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას გამოხატავენ, რადგან ანტიალკოჰოლიკები არიან და იგი საკუთარ კრებაზე აქვთ უარყოფილი".
    განა ზღაპარს არა ჰგავს მართლმადიდებლობის დამოწმება ემს-ს ამ საშინელ გარემოში? გარდა ამისა, ეჭვგარეშეა, რომ ათეულობით წლების მანძილზე, დაახლოების ამდენი უშედეგო ცდებით, მართლმადიდებლები ჯიუტად ვარღვევთ ღვთის ნათელ მცნებას: "მწვალებელსა კაცსა შემდგომად ერთისა და ორისა სწავლისა განეშორე" (ტიტ.3,10).
     თავად ემს-დან მისიონერობისა და ევანგელიზაციის საერთაშორისო კონგრესის შესახებ შევიტყვეთ შემდეგი:
     კონგრესის თემაა: "მოდი, წმიდაო სულო, განვგკურნე და შეგვარიგე"! მისი ძირითადი მიზანია "მონაწილეთა ზნეობრივი განმტკიცება, რათა ერთობლივად უპასუხონ მისიონერულ გამოწვევას და ქრისტეში შერიგებისა და განკურნებისათვის იღვაწონ". მასში მონაწილეობას მიიღებს 500 ადამიანი, რომელთა შორისაც 400 იქნება კონგრესის წევრი (ემს-ს, კათოლიკეთა, ორმოცდაათიანელთა და ევანგელისტთა წარმომადგენლები), ხოლო 100 _ სპეციალური კონსულტანტი. კონგრესის მონაწილენი თემების გასავითარებლად და მიზნების მისაღწევად, პროგრამის თანხმად, მონაწილეობას მიიღებენ შემდეგ შეკრებებში:
) Home Groups, ე.ი. “ეკლესიათა” და აღმსარებლობათა წარმომადგენლების მცირე, 10 ადამიანისაგან შემდგარ "ოჯახურ" ჯგუფებში, რომელთა მუშაობასაც თითო კონსულტანტი უხელმძღვანელებს. ამ ჯგუფების მიზანია მისივე წევრებს შორის არსებული წინააღმდეგობების დაძლევა, რათა "ცოცხლობდეს კურნება და შერიგება, რომლებიც ადამიანთა ტრანსფორმაციისაკენ მიისწრაფვიან".
) Plenaries, ე.ი. პლენარულ სხდომებში, რომლებიც ყოველდღე ჩატარდება, აქ განხილული იქნება თემები, რომელთაც კავშირი აქვთ ქრისტიანულად წოდებულ ყველა გაერთიანების ერთობლივ მისიონერობასა და ევანგელიზაციასთან, რათა "კონგრესი განკურნებისა და შერიგებისაკენ მიმართულ ცოცხალ ერთობად იქცეს". 
  ) worksheeps, ე.ი. შეკრებებში, რომლებიც შუადღით ჩატარდება და რომლებიც ყველა მონაწილისათვის ვიზუალური და აუდიო საშუალებებით (ფილმები, თეატრალური წარმოდგენები, მუსიკა და ა.შ.), საუბრებით მრგვალ მაგიდასთან, მეგობრული შეხვედრები  და სხვ., განამტკიცებენ განსახილველ თემებს. მიზანი კვლავ ის არის, რომ: "კონგრესი ეკლესიათა შერიგებისა და კურნების ნიმუშად იქცეს, ხოლო მისმა მონაწილეებმა ქრისტეში ერთობა და ღვთისაგან ბოძებული თავისებურებები გამოხატონ".
) ერთობლივ მსახურებებში. პროგრამის თანახმად, "კონგრესს ექნება მდიდარი ლიტურგიკული ცხოვრება. ყოველ დილითა და შუადღით ჩატარდება ლოცვები, სადაც შესვლა ყველასათვის თავისუფალი იქნება. კონგრესის განმავლობაში შედგება ხუთი საკურნებელი მსახურება, რომელიც ტრადიციისამებრ ღია იქნება ყველა აღმსარებლობისათვის". გარდა ამისა, იარსებებს სამლოცველო ღია ცის ქვეშ, სადაც სხვადასხვა აღმსარებლობების მიერ, იმ დროს, როდესაც კონგრესი არ იმუშავებს, ჩატარდება ლოცვები. კვირას, 15 მაისს, კონგრესის მუშაობის ბოლო დღეს, მონაწილეებს ბერძნული ოჯახები ადგილობრივ საეკლესიო შეკრებებზე მიიწვევენ.    
     ვინც კონგრესის პროგრამას გაეცნობა, იკითხავს:     
  ა)              ისეთ სერიოზულ თემაზე საუბრისას, როგორიცაა მისიონერობა, როგორ გადაილახება წინააღმდეგობები კონგრესის მონაწილე წევრთა შორის, ან როგორ აევლება გვერდი იმ დოგმატურ განსხვავებებს, რომლებიც მათ აღმსარებლობებს შორის არსებობს? კვლავ ხომ არ იქნება გამოყენებული დოგმატური მინიმალიზმის კარგად აპრობირებული მეთოდი, რომელსაც დოგმატების უპატივცემულობამდე მივყავართ? ხომ არ იქნება გამოყენებული საერთო კრებების ორმხრივი დიპლომატიური ენა, რომელიც ხაზს უსვამს იმ უმცირესს, რაც აკავშირებს და უარყოფს იმ არსებითს, რაც განყოფს, ე.ს. ქმნის სარწმუნოებაში ერთობის ცრუ შეგრძნებას?
  ბ)            რას ნიშნავს "ღვთისაგან ბოძებული მრავალფეროვნება", რომელიც მონაწილეებმა საზეიმოდ უნდა წარმოაჩინონ? განა ეს სხვადასხვა ჯურის პროტესტანტული ჯგუფების "ეკლესიებად" აღიარებას და მათი მწვალებლური სწავლებების საზეიმო დადასტურებას არ ნიშნავს? არ ნიშნავს, რომ მართლმადიდებელი მონაწილენი კიდევ ერთხელ უარყოფენ ეკლესიის ერთადერთობას და ამგვარად აითქვიფებიან ემს-ს 340-ზე მეტ აღმსარებლობაში? განა ეს _ ადამიანის ეგოიზმისა და სატანის ქმედებით მიღებულ სქიზმათა და მწვალებლობათა სიმრავლე (ჰოი, მკრეხელობა) _ "ღვთისაგან ბოძებული" მრავალფეროვნებაა? 
  გ)           რა სახის იქნება ეს "ხუთი საკურნებელი მსახურება, რომელიც კონგრესის განმავლობაში შედგება და ღია იქნება ყველა მონაწილისათვის"? იქნებ ეს კონგრესის "გამოცდილებათა გაცვლის" მოწოდებას უკავშირდება და ორმოცდაათიანელების ე.წ. "ქარიზმატული ეფექტის"  მსგავსია; ან იქნებ ის უხამსობა უნდა განმეორდეს, რაც ემს-ს მე-7 გენერალურ ანსამბლეაზე მოხდა კანბერაში?
   როგორც წმ. სინოდის ბეჭდვითი ორგანო გვამცნობს (17.05.2005), კონგრესთან დაკავშირებით  გამართულ პრესკონფერენციაზე მასმედიის წარმოამდგენლებს დაუდასტურეს, რომ "კონგრესის მსვლელობისას ერთობლივი ლოცვები არ იქნება". თუმცა, როგორც ჩანს, ეს ინფორმაცია მცდარია. ვერავინ დაგვარწმუნებს, რომ მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლები უარს იტყვიან დაგეგმილ საკულტო მსახურებებში მონაწილეობაზე, რადგან, დღემდე არსებული გამოცდილებით, ყოველთვის სწორედ რომ საწინააღმდეგო ხდებოდა. საკმარისია გაგვახსენდეს თუნდაც ის, რომ მართლმადიდებელ ეკუმენისტებს გარკვევით აქვთ განცხადებული, მხოლოდ ერთობლივი ევქარისტიული ლოცვებია მკაფიოდ აკრძალულიო, რითაც ფეხქვეშ თელავენ ჩვენი ეკლესიის ლიტურგიკულ-კანონიკურ ტრადიციას. კონგრესზე ეკუმენისტების მიერ კიდევ ერთხელ შეილახება ეს უმთავრესი ტრადიცია, რადგან კვირას, 15 მაისს, 8.15-სთ-ზე, პროგრამის თანახმად, კონგრესის მონაწილენი გადავლენ ადგილობრივ მართლმადიდებლურ ტაძრებში, სადაც აღესრულება საღმრთო ლიტურგია. ასევე, იმავე დღის საღამოს, ყველა მონაწილე თავს მოიყრის არეოპაგის ბორცვზე, რათა გამოსამშვიდობებელი მსახურება აღასრულონ. მართლაც რომ, კონგრესის ძირითად საკითხს ერთობლივი ლოცვა წარმოადგენს. მთელი კვირის მანძილზე ყოველი მონაწილის გულსა და გონებაში გამეფებული იქნება საერთო ლოცვა: "მოდი, წმიდაო სულო, განგვკურნე და შეგვარიგე!" რა საერთო აქვს ემს-ს მრავალრიცხოვანი მწვალებლების "წმიდა სულს" მასთან, რომელიცაა "სულიწმიდაჲ, უფალი და ცხოველსმყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს, მამისა თანა და ძისა თანა თაყუანის-იცემების და იდიდების, რომელი იტყოდა წინაჲსწარმეტყველთა მიერ" და რომელსაც მართლმადიდებელი ქრისტიანები ორი ათასი წელია აღიარებენ და მოუხმობენ?
     საყოველთაოდ ცნობილია, რომ ემს-ს მრავალრიცხოვან აღმსარებლობებს შერყვნილი აქვთ მართლმადიდებლურ-ქრისტიანული სწავლება სულიწმიდის შესახებ. ეკლესიაში დამკვიდრებული სულიწმიდა დღეს გათანაბრებულია და, უფრო უარესიც, გაიგივებულია  სხვა რელიგიებში არსებულ "სულთან". "ემს-ში სულიწმიდის შესახებ კერპთაყვანისმცემლური და ანიმისტური შეხედულებები ბატონობენ", _ აცხადებდა ათენის უნეტარესი მთავარეპისკოპოსი ქრისტოდულოსი.
    ვინაიდან ემს-ში არსებობს "სულიწმიდის ერთი "კერძო", ამქვეყნიური, ან სხვა სულებით ჩანაცვლების ტენდენცია", ამიტომ ზოგიერთი მონაწილე მოუხმობს "დედამიწის, ჰაერის, წყლის და ზღვის ქმნილებათა სულებს", _ აღიარებდნენ ემს-ს მე-7 გენ. ანსამბლეის (კანბერა, ავსტრალია) მართლმადიდებელი მონაწილენი.
   ემს-ს ბოლო ცნობით, ჰონგ-კონგის რელიგიათაშორის კონფერენციაზე დაუფარავად განცხადდა, რომ ყოველი რელიგია ეთაყვანება ერთ ღმერთს, რომელიც სხვადასხვა სახელით იწოდება და "საუბრობს განსხვავებული ფორმითა და ტრადიციებით: იუდეველებში_სეხინა, ქრისტიანებში_წმიდა სამების სულიწმიდა, ინდუისტებში_ატმანი, მუსულმანებში_რუახი".
   ყოვველივე ამის შემდეგ ბუნებრივად იბადება კითხვები: რომელი "წმიდა სული" იმოქმედებს იმისათვის, რომ კონგრესის მონაწილეები, "ეკლესიები", ერები და მთელი მსოფლიო განკურნოს და შეარიგოს? განა არარეალისტები, ფანატიკოსები და ფუნდამენტალისტები არიან ისინი, ვინც დაჟინებით ამტკიცებს, რომ ემს-ს მიზანია რელიგიური სინკრეტიზმი და ზერელიგიის გამეფება? როგორ უნდა ვუმასპინძლოთ ამ ღვთისმგმობ და ცრუმადიდებელ კონგრესს ჩვენს სამშობლოში, რომელიც ჩვენი სარწმუნოებისათვის თავდადებული მოწამეებისა და აღმსარებლების სისხლითა და ოფლითაა მორწყული? განა რა გულით მივლენ ამ კონგრესზე მართლმადიდებელი წარმომადგენლები, რომლებიც საკუთარ თვითშეგნებას უფრთხილდებიან? რატომ ხდება კვლავ უფლის სიტყვების უგულვებელყოფა: "ნუ იქნებით თანა-მეუღლე ურწმუნოთა, რამეთუ რაჲ მოყუსობაჲ არს სიმართლისა და უსჯულოებისაჲ? ანუ რაჲ ზიარებაჲ არს ნათლისა და ბნელისა? ანუ რაჲ შეტყუებაჲ არს ქრისტესი ბელიარის თანა? ანუ რაჲ ნაწილ-უცს მორწმუნესა ურწმუნოჲსა თანა? ანუ რაჲ სწორებაჳ არს ტაძრისა ღმრთისა კერპთა თანა? რამეთუ თქუენ ტაძარნი ღმრთისა ცხოველისანი ხართ"(2 კორინ. 6, 14-16). 
         კონგრესის ორგანიზატორები ამტკიცებენ, რომ მათი ძირითადი მიზანია ერთობლივი მისიონერული მოძრაობა. და, მართლაც, დოგმატებისადმი გულგრილი არამართლმადიდებლებისათვის ამგვარი სანახაობა შესაძლოა სწორედაც, რომ ეფექტური იყოს, მაგრამ როგორ შეიძლება მართლმადიდებელი სასულიერო და საერო პირები ამგვარ პერსპექტივას შეეგუონ?
   ემს-ს მწვალებრული მიმდინარეობები განუწყვეტლივ სცილდებიან ბიბლიას და წმიდამამებისეულ შეხედულებას წმიდა სამებაზე და ეკლესიაზე. ამასთან, ბევრი მათგანი არ აღიარებს, რომ ხსნა მხოლოდ ქრისტეშია. ეს "ეკლესიები" ქრისტეს ღმერთკაცობრივ სხეულს არ შეადგენენ და შესაბამისად არ არიან მადლმოსილნი სულიწმიდის მოსახმობად. ისინი დაკნინებული არიან ამაქვეყნიური, უტილიტალური და საზოგადოებრივი ხასიათის გაერთიანებებამდე. მათი "ღმერთი" არ არის ქრისტეში გამჟღავნებული წმიდა სამება, რომელმაც სიკვდილისა და ხრწნისაგან გვიხსნა. მათი "წმიდა სული" _ გაიგივებული ცრუ რელიგიების სულთან _ არის სული სიცრუისა, ბოროტებისა, სული დემონისა, რომელიც ადამიანებს კი არ კურნავს და შეარიგებს, არამედ განყოფს და აშფოთებს. მათ "ქრისტიანულ ზნეობაზე" კი საკმარისია ითქვას, რომ "ემს-ში ისეთი ზნეობრივი კანონები (მამათმავლობა, ლესბოსელობა, აბორტები) დამკვიდრდა, რომლებიც აშკარად ეწინააღმდეგებიან სახარებას და მთლიანად უკუაგდებენ ქრისტიანულ, ბიბლიურ და ტრადიციულ ზნეობას".
     განა რა სახის ქრისტიანობის დამოწმება შეუძლიათ მისცენ ერთობლივად ემს-ს წევრებმა თანამედროვე მსოფლიოს? რელიგიური სინკრეტიზმის მიღებით და განვითარებით ხომ ქრისტიანული მისიონერული მოვალეობის თვითლიკვიდაცია ხდება? თანაც როგორ განამტკიცებენ მართლმადიდებლობას ეკუმენისტი იერარქები, თუ ყველა აღმსარებლობა "ღვთისაგან დადგენილ ხსნის სხვადასხვა გზას" წარმოადგენს და ყველა რელიგია ერთ ღმერთს ემსახურება"?
     უპირველესად, ჩვენი ემს-ელი ძმები საჭიროებენ მართლმადიდებლურ-ქრისტიანულ მრწამსზე მოქცევასა და სახარების ქადაგებას, რადგან მას შემდეგ, რაც მათ ქრისტიანული სარწმუნოება დაამახინჯეს, ერთადერთი ჭეშმარიტი ეკლესიის გარეთ იმყოფებიან და ღვთისათვის უცხოდ ითვლებიან. "ის, ვინც კათოლიკე (საყოველთაო) ეკლესიის ტრადიციებს არ მისდევს, ურწმუნა" (წმ. იოანე დამასკელი); "ღვთისათვის უცხოდ და მტრად მივიჩნევთ მათ, ვინც მოუნათლავი ან მცდარად მორწმუნეა" (წმ. იოანე სინელი).
        წმ. სინოდის პრესკონფერენციაზე აღინიშნა, რომ ეკლესიის მრევლი სწორად არ არის ინფორმირებული კონგრესზე საბერძნეთის ეკლესიის მონაწილეობის შესახებ; და ის, რომ ჩვენს ხალხს მიზანმიმართულად არ მიაწოდეს სწორი ინფორმაცია, მისი უპატივცემულობაა და უაღრესად სამწუხაროა.
         2003 წლის 13 თებერვალს, როდესაც წმ. სინოდის მუდმივმოქმედმა კომისიამ მიიღო კონგრესის მასპინძლობის გადაწყვეტილება, ლაკონური განცხადება ამის შესახებ სხვა მრავალ სინოდალურ გადაწყვეტილებაში იყო "ჩამალული". მას შემდეგ, 2005 წლის 17 იანვრამდე, ე.ი. თითქმის ორი წლის მანძილზე, ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესიისა და ქვეყნისათვის მნიშვნელოვნად აღიარებულ ამ მოვლენაზე არც ერთი სერიოზული ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა. ვინმეს მორწმუნე ხალხის რეაქციის ხომ არ შეეშინდა?
       ეჭვგარეშეა, რომ კონგრესის ორგანიზება "მცირე სამწყსოს", ეკლესიის სულისა და გულის _ კეთილმორწმუნე მრევლის ჩარევის გარეშე გადაწყდა და მოკლებულია ყოველგვარ საღვთისმეტყველო საფუძველს. მიზეზი, როგორც ეს ცხადად გამოჩნდა, აბსოლუტურად მიწიერი იყო" "ოლიმპიადის შემდეგ საბერძნეთის პოზიციების განმტკიცება მსოფლიოში". ეს არის დასტური იმისა, რომ "ეკლესიას აქვს საბერძნეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან ჰარმონიული თანამშრომლობის თვისება". ვშიშობთ, რომ ამ გადაწყვეტილების უკან  პიროვნული სიამაყისა და ანგარების მიზნები იმალება. ამ გადაწყვეტილების მიმღებნი, ჩანს, შიშის ქვეშ იმყოფებიან: ვაითუ ჩვენი ეკლესია საკუთარ თავში ჩაკეტილად და ფუნდამენტალისტურად დახასიათდეს. ამიტომ აირჩიეს, რომ ამასოფლისათვის სათნონი გამხდარიყვნენ . . . ახლა რა, ყველანი უნდა შევეწიროთ მიწიერების სამსხვერპლოს? ნუთუ მართლა დავკარგეთ უფლისმიერი სიქადული ჩვენი სარწმუნოებისადმი? ნუთუ დაგვავიწყდა მოციქულის სიტყვები: "არა უწყითა, რამეთუ სიყუარული სოფლისაჲ ამის მტრობაჲ არს ღმრთისაჲ? აწ უკუე, რომელსა უნდეს მეგობარ ყოფად ამის სოფლისა, მტერად ღმერთსა აღუდგების" (იაკობ 4,4). დაგვავიწყდა უფლის საშინელი სიტყვები მათდამი, ვინც მის მცირე ძმებს აცდუნებს: "და რომელმან დააბრკოლოს ერთი მცირეთა ამათგანი ჩემდა მომართ მორწმუნეთაჲ, უმჯობეს არს მისა, დამო-თუ-იკიდოს წისქვილი ვირით საფქველი ქედსა და დაინთქას იგი უფსკრულსა ზღვისასა" (მათე 18,6)?

        უნეტარსნო მეუფენო,
    ყოვლადუსამღვდელოესნო წმინდანო მღვდელმთავარნო
  წარმოუდგენელი კმაყოფილებითა და გულწრფელი სიხარულით მოისმინა ჩვენმა მართლმადიდებელმა ხალხმა ყოველივე ის, რაც ეკუმენიზმის მიმართ, 1998 წელს, მთავარეპისკოპოსის ტახტზე აღსაყდრებიდან სულ ცოტა ხანში, ჩვენი ეკლესიის წინამძღოლმა თავის რადიოინტერვიუში გამოხატა. განსაკუთრებით აღსანიშნავია მთავარეპისკოპოსის შენიშვნა: ". . . რადგან ჩვენ ერთი ეკლესია ვართ, ჩვენს სამწყსოსთან ერთად, ჩვენთვის მრევლი ერთგვარ მაკონტროლებელს წარმოადგენს. ამიტომ, დადგენილებამ, რომელიც მიიღება, მრევლის კრიტიკას უნდა გაუძლოს და თუ ვერ გაუძლებს, არ დადგინდება და მასთან ერთად არც ჩვენ დავუჭერთ მხარს". ჩვენდა სამწუხაროდ, დღეს ვრწმუნდებით, რომ იმით, რაც ხდება, მწყემსისა და მრევლის ერთობის რღვევის საფრთხე უკვე რეალურია.
     ჩვენი კეთილმორწმუნე ხალხი, რომელსაც საეკლესიო კრიზისის მთელი სიმძიმე და ტკივილი საკუთარ თავზე გადააქვს და რომლის ხმაც ხშირად დამამცირებლად არის უგულვებელყოფილი, ამ სააღდგომო სიხარულის შემდეგ კვლავ შესვამს სიმწარისა და იმედგაცრუების ბარძიმს. თუმცა როდემდე აიტანს? მოთმინებასა და იკონომიას ხომ თავისი საზღვრები აქვს. ჩვენი ეკლესიის კანონიკური, წმიდამამებისეული და ისტორიული ტრადიცია მიგვითითებენ ცხონებისათვის აუცილებელ პოზიციაზე იმ ეპისკოპოსთა მიმართ, რომლებიც ეკუმენისტური მწვალებლობის თანამონაწილედ და თანამმგრძნობად რჩებიან. . . . მართლაც, დღეს, ბერძენი ხალხისათვის ჩვენს ეკლესიაში ერთიანობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სარწმუნოების საკითხებში დაუშვებელია როგორც პრაგმატიზმი,  ასევე სულ მცირე კომპრომისიც.
     ვიმედოვნებთ, რომ პატივცემული იერარქების უმრავლესობა,, რომელმაც გვიჩვენა, რომ ჩვენი წმიდა ტრადიციების ერთგული რჩება, შეწყვეტს საეკლესიო პროცესების ჩუმად და პასიურად მიდევნებას, პროცესებისა, რომლებიც ხშირად უმცირესობის მიერ იმართებიან, და, თუნდაც ბოლო წუთში, ღვთის შეწევნით, ჭეშმარიტების რწმენითა და კეთილმორწმუნე ხალხის იმედით, თავის თავზე აიღებს პასუხისმგებლობას.
     ველოდებით ისეთ ქმედებას, რომელიც გადარჩენს საბერძნეთის ეკლესიას იმ მოსალოდნელი შედეგებისაგან, რომელსაც ემს-ს კომპილაციური ზემწვალებლობის მიერ, "მისიონერობისა და ევანგელიზაციის საერთაშორისო კონგრესი" ეწოდა. ველოდებით მართლმადიდებლური აღმსარებლობის თუნდაც ერთ დამამშვიდებელ სიტყვას, გამიწიერების საცდურისადმი ერთ "არას".
 
  მხურვალე ლოცვითა და უფლისადმი რწმენით, რომ სულიწმიდამ აუწყოს ყოველი თქვენგანის გულს _ უცვლელი დარჩეს მართლმადიდებლური ტრადიცია და შენარჩუნდეს ჩვენი ეკლესიის ერთობა, თქვენდამი ღრმა პატივისცემით:

1.         პროტოპრ. გიორგი მეტალინოსი, ათენის უნივერსიტეტის ღვთისმეტყველების ფაკულტეტის დეკანი
2.            პროტოპრ. თეოდორე ზისისი, თესალონიკის არისტოტელეს უნივ. პროფ.
3.     არქიმ. სევასტიანოს ამანატიდისი, წმ. პარასკევას მონასტ. (კასტორიის მიტროპოლია) იღუმენი
4.       არქიმ. მაქსიმე კირიტისი, წმ. დიონისე ოლიმპ. მონასტ. იღუმენი
5.       არქიმ. თეოკლიტე ბოლკასი, წმ. არსენ კაპადოკილეის მონასტ. იღუმენი
6.      არქიმ. კირილე კეჰაგიოღლუ, პანტოკრატორის მონასტ. იღუმენი
7.       არქიმ. პაისი პაპადოპულოსი, წმ. გრიგოლ პალამას მონასტ. იღუმენი
8.       არქიმ. ტიმოთე საკასი, პარაკლიტის მონასტ. იღუმენი
9.       არქიმ. მაქსიმე კარავასი, წმ. პარასკევას მონასტ. (ფლორინის მიტროპოლია) იღუმენი
10.    არქიმ. სტეფანე რინოსი, დრიოვუნის მონასტ. იღუმენი
     სულ 261 სასულიერო პირის ხელმოწერა.

  ინტერ. ჟურნალი Ορθόδοξος Λόγος   3 მაისი 2005 წელი
  ახალბერძნულიდან თარგმნა ზ. ალასანიამ

                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                

понедельник, 1 августа 2011 г.

ათონის წმინდა მთის მემორანდუმი ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს მიმართ

დასკვნა ყოველივე იმის საფუძველზე, რაც აქამდე გვითქვამს და, ცხადია, იმ ცნობების გამო, რომელთა იგნორირებაც შეუძლებელია, აშკარა ხდება, რომ 1. ეკლესიათა მსოფლიო საბჭო წარმოადგენს ორგანიზაციას, რომლის მიზანიცაა დანერგოს ქრისტიანული ეკლესიებისა და აღმსარებლობების გაერთიანების იდეა ორი პრინციპით: ა) როგორც საერთო პასუხისმგებლობა ურთიერთცნობისათვის, ურთიერთპასუხისმგებლობისათვის, ერთობლივი გზისათვის ისტორიაში, პრაქტიკულ დონეზე თანამშრომლობისა და ერთობლივი მოწმობისათვის. ბ) როგორც მოწოდება ერთ სარწმუნოებაში, ერთ ევქარისტიასა და განუყოფელი ეკლესიის ერთობლივ ცხოვრებაში ერთიანობისკენ. როგორც უკვე ნათელი გახდა, არც ერთი სახე წარმოადგენს ჭეშმარიტ ერთიანობას, არც მეორეა საკმარისი საფუძველი ერთიანობისათვის, რადგან პროტესტანტული აღმსარებლობები არ აღიარებენ, რომ სამოციქულო სარწმუნოება სწორედ იმ სარწმუნოებას წარმოადგენს, რომელსაც დღეს ფლობს კონკრეტული ისტორიული მართლმადიდებელი ეკლესია. 2. ემს-ს წევრ ეკლესიებს ერთიანობის ფორმის გამოვლინებაში ესმით ნათლისღების ურთიერთცნობა, სამწუხაროდ, ზოგიერთი მართლმადიდებელი ეკლესია კიდევ უფრო შორს წავიდა და სცნო ანტიქალკედონიტებისა და გერმანიის პროტესტანტული აღმსარებლობების ნათლისღება. მაგრამ სხვა აღმსარებლობების ნათლისღების ცნობა დოგმატური ერთიანობის გარეშე არ არის ეთანხმება მართლმადიდებელი ეკლესიის ეკლესიოლოგიას. პროტესტანტული ეკლესიები ინარჩუნებენ ყველა იმ მწვალებლურ სწავლებას, რომლებზეც XVI საუკუნიდან მოყოლებული მართლმადიდებელი პატრიარქები მიუთითებდნენ. 3. ერთობლივი ლოცვები და ლიტურგიკულ შეკრებებში მონაწილეობა ემს-ს ეკუმენისტური მოძრაობის ჩვეულებრივ პრაქტიკას წარმოადგენს. მხოლოდ 1998 წელს, მართლმადიდებელთა პროტესტის შემდეგ შემუშავდა გარკვეული ცვლილებები, თუმცა ისინი არ ცვლიან ერთობლივი ლოცვების აღსრულების დადგენილ პრაქტიკას. ასეთი ერთობლივი ლოცვები მართლმადიდებელი ეკლესიის კანონებით იკრძალება და ისინი არ უნდა გაგრძელდეს. 4. ემს-ს მიზანი - სრულიადქრისტიანული ხილული ერთიანობის შექმნა - მიიღწევა პროტესტანტული ეკლესიოლოგიის საფუძველზე "უხილავი" ერთიანი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიისა და მისი ისტორიული ხილული ფორმების აგება, რომელთაგანაც არც ერთი არ ფლობს სამოციქულო სარწმუნოების სავსებას, საყოველთაობას და მადლისმიერ ცხოვრებას. ამიტომ ემს-ს მიერ დასახული მიზანი - ხილული ერთიანობის შექმნა - ვერ თავსდება მართლმადიდებელ ქრისტიანთა ცნობიერებაში, რომლებიც აღიარებენ, რომ სამოციქულო სარწმუნოებისა და მადლისმიერი ცხოვრების სავსება მართლმადიდებელ ეკლესიაშია. სრულიადქრისტიანული ერთიანობა მართლმადიდებლური მნიშვნელობით უცხო აღმსარებლობის კუთვნილი ყველა ადმიანის მართლმადიდებლობის წიაღში დაბრუნებას გულისხმობს. 5. ემს-ში არსებობს ტენდენცია, რომ ქრისტიანული ერთიანობის საზღვრები გაფართოვდეს და მასში მსოფლიოს ყველა რელიგია მოთავსდეს იმ მიზეზით, თითქოს ცხონებისაკენ ყველა ადამიანია მოწოდებული და ჩვენთვის უცნობია, რა სახით და რა საშუალებებით გამოვლინდება ღვთის კაცთმოყვარება. მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ასეთი ერთიანობა სრულიად მიუღებელია, რადგან მართალია, ცხონება ყველა ხალხს მიეცა, მაგრამ ადამიანები თვითონ უარყოფენ მას, მისდევენ რა ცხონებასთან შეუთავსებელ გზებს. გარკვეული პროტესტანტული ჯგუფები ემს-სგან მოითხოვენ ოფიციალურად გადადგას ზნეობრივი თვალსაზრისით მიუღებელი ისეთი ნაბიჯები, რომლებიც სრულიად საწინააღმდეგოა სახარების სწავლებისა (ჰომოსექსუალიზმი და ა. შ.). ეს მოთხოვნები ჯერჯერობით არ არის შეწყნარებული, მაგამ არსებობს იმის დამამტკიცებელი საბუთები, რომ ადამიანის უფლებების დაცვის სახელით გაიმართება ან უკვე იმართება მსჯელობა, სადაც ყველა მიმდინარეობის თანასწოუფლებიანად ცნობის საკითხს განიხილავენ. მართლმადიდებელ ეკლესიას არ შეუძლია სახარების სწავლების არად ჩაგდება და უსჯულოების გზით სიარული (ეს. 52, 11); 2 კორ. 6, 14). ქალთა ხელდასხმა, რომელიც მრავალი პროტესტანტული ეკლესიის პრაქტიკაში დასაშვებადაა მიღებული, კიდევ ერთი სერიოზული დარღვევაა მოციქულთა და მამათა წმ. გარდამოცემისა. 7. მთლიანობაში ემს არ იწონებს მართლმადიდებელი ეკლესიის მოწმობას, რაც აშკარა გახდა ემს-ს სამოცწლიანი არსებობის შემდეგ, მართლმადიდებლებლურ- პროტესტანტული კონტაქტების საკმაოდ ხანგრძლივი ისტორიის გამოცდილებით. ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ემს-ს მიზანი მისი წევრი ეკლესიების გაურკვეველ ერთიანობად გადაქცევაა, რაც ხანგრძლივი დროის მანძილზე ერთმანეთთან შერევით მიიღწევა. 8. მართლმადიდებელთა (ემს-ში მონაწილე ღვთისმეტყველთა და სხვათა) აზროვნების შეცვლა არის ფაქტი, რომელიც დიდ საფრთხეს უქადის მართლმადიდებელ ეკლესიას. ერთობ მნიშვნელოვანია ასევე შიდამართლმადიდებლური განხეთქილებების საშიშროებაც. 9. ემს-ს გავლენით მართლმადიდებლები და ანტიქალკიდონიტები ამ ორგანიზაციაში მონაწილეობენ, როგორც ემს-ს მართლმადიდებლური ფრთა, ანუ ერთმანეთს მართლმადიდებლებად სცნობენ. ასეთმა სულისკვეთებამ იქამდე მიგვიყვანა, რომ კეთდება მართლმადიდებლური თვალსაზრისით მიუღებელი ერთობლივი განცხადებები: არაოფიციალურ დიალოგებში მართლმადიდებელი და ანტიქალკიდონიტი ღვთისმეტყველებისა, ხოლო ოფიციალურ დიალოგებში - მართლმადიდებელ და ანტიქალკიდონიტ ღვთისმეტყველებს შორის. 10. მომავლის პერსპექტივა პასექის ერთობლივი დღესასწაული და მსოფლიო კონფერენციების მოწვევა დოგმატური ერთიანობის გარეშე) დამაიმედებელი არ არის - საჭიროა ყურადღების მოკრება და სიფხიზლე. 11. მართლმადიდებელი ეკლესიების მხრიდან ემს-სთან კავშირის გაწყვეტა ერთადერთი საკითხია, რომელიც დღესაც აქტუალურია, რადგან აშკარაა, რომ პროტესტანტული ეკლესიები არ იტყვიან უარს თავიანთ ეკლესიოლოგიურ საფუძველზე. მართლმადიდებელი ეკლესიები ემს-ში თავიანთი მონაწილეობით პრაქტიკულად ამტკიცებენ, რომ ისინი უარს ამბობენ თავიანთ ეკლესიოლოგიურ იდენტურობაზე. რომის კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლებს ფორმალურად შორს უჭირავთ თავი ემს-სგან: ისინი უფრო თანმიმდევრულნი არიან თავიანთ ეკლესიოლოგიაში, ვიდრე ჩვენ, მართლმადიდებლები. 12. მართლმადიდებლებისთვის არავითარი სარგებლობა არ მოაქვს ემს-ში მონაწილეობას - პირიქით, ეს მხოლოდ ზიანსა და ლპობას იწვევს. ჩვენი მისია იმაში მდგომარეობს, რომ უცხო აღმსარებლობის წარმომადგენლებს მართლმადიდებლობა ვუქადაგოთ. მაგრამ ეს საქმე წარუმატებლობისთვისაა განწირული: პროტესტანტებს არ სურთ მართლმადიდებლებლობის მიღება, ისინი თანახმანი არიან ჩვენთან თანაარსებობაზე და ეკლესიების სრულ ურთიერთცნობას ესწრაფვიან. ასეთი ორიენტაცია სავსებით ეთანხმება მათ ეკლესიოლოგიას. მაგრამ ჩვენ, მართლმადიდებლები, ნუთუ უნდა ვმონაწილეობდეთ რაღაც ორგანიზაციაში (ემს-ში), რომლის შემადგენლობაც, სტრუქტურაც და მსახურებაც მთლიანად პროტესტანტულ ეკლესიოლოგიას ეფუძნება - ჩვენი ყოველგვარი მონაწილეობის გარეშე, რითიც ხაზგასმულია, რომ ისინი უარყოფენ ჩვენს ეკლესიოლოგიას? წინადადებები ყოველივ ზემოთქმულის საფუძველზე მართლმადიდებლური პოზიცია ემს-სთან მიმართებაში შემდეგი დებულებების სახით შეიძლება გადმოვცეთ: მართლმადიდებელთა მონაწილეობას ემს-ში არავითარი სარგებლობა არ მოაქვს არც მართლმადიდებლებისთვის, არც სხვა აღმსარებლობის კუთვნილი ადამიანებისთვის. ყველა ქრისტიანის სანუკვარი ერთიანობა ჭეშმარიტი სამოციქულო სარწმუნოებისა და ეკლესიის წიაღში ამ გზით არ მიიღწევა. შესაძლოა, დროთა განმავლობაში მართლმადიდებელმა ეკლესიებმა გაწყვიტონ კავშირი ემს-სთან. თუ ამ მიზეზთა გამო ზოგიერთი სწორად მოაზროვნე და ღვთისმოყვარე ეკლესია, რომელიც კარგად არის გათვითცნობიეებული, კრიტიკულად აფასებს ემს-სთან თანამშრომლობის ყოველგვარ ფორმას, მაშინ "ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს" სახელწოდება უნდა გადაერქვას და ეწოდოს "მსოფლიო ქრისტიანული საბჭო", მასთან კი ზერელე კავშირები დამყარდეს უბრალო დამკვირვებლების მეშვეობით - ყოველგვარი ბორკილებისა და პასუხისმგებლობის გარეშე, ესოდენ რომ ეწინააღმდეგებიან მართლმადიდებელი ეკლესიის ეკლესიოლოგიას. ამ შემთხვევაში ერთობლივი ლოცვები და ღვთისმსახურება აღარ აღსრულდება. "მსოფლიო ქრისტიანულ საბჭოში" მონაწილეობა მხოლოდ აკადემიურ დონეზე დარჩება, მართლმადიდებელთა პოზიცია კი მკაფიოდ გამოითქმება ცალკეული განცხადებების სახით, როგორც ეს ხდებოდა ნიუ-დელის გენერალურ ასამბლეამდე (1961). ერთიანობა, თუკი ის ოდესმე განხორციელდა, აღრევის კი არა, ლოცვისა და ჩვენი მართლმადიდებლური ცნობიერებისადმი ერთგულების ნაყოფი უნდა იყოს, უმთავრესად კი - ყოვლადსახიერი ღმერთის მიერ ბოძებული მადლი. ათონის წმინდა მთა, 2007 წლის 18 თებერვალი. კომისიის წევრები: ვატოპედის წმ. მონასტრისგან წინამძღვარი, იღუმენი ეფრემი; ფილოთეოზის წმ. მონასტრისგან ბერი ლუკა.