понедельник, 1 августа 2011 г.

სარწმუნოების მხურვალე აღმსარებლობა

მართლმადიდებელ სამღვდელოთა და მონაზონთა კრებისაგან სარწმუნოების მხურვალე აღმსარებლობა ეკუმენიზმის წინააღმდეგ. საეკლესიო ლიდერებს, რომლებიც მხარს უჭერენ ეკუმენისტურ უპასუხისმგებლობას, შფოთი შეაქვთ ხალხში და ამზადებენ განყოფასა და განხეთქილებას გაზეთი `ორთოდოქსოს ტიპოსი~, 2009 წლის 29 მაისი, ტექსტი `სარწმუნოების აღმსარებლობა ეკუმენიზმის წინააღმდეგ~ შეადგინეს და ხელი მოაწერეს სამღვდელოებმა და მონაზვნებმა აპრილში, ქ. ვოლოსში გამართულ კრებაზე. ეს დოკუმენტი წარუდგინეს წმ. მიტროპოლიებს იმ მიზნით, რათა მისთვის ყოვლადსამღვდელო მიტროპოლიტებსაც მოეწერათ ხელი. სარწმუნოების აღმსარებლობის ტექსტს უკვე მოაწერეს ხელი მიტროპოლიტებმა (პირეასის, კეთირიისა და ეტოლეაკარნანიისა), წმ. მონასტრების წინამძღვრებმა, მონაზვნებმა, სამღვდელოებმა, ღვთისმეტყველებმა, მართლმადიდებლური საზოგადოებრიობის წარმომადგენლებმა. `აღმსარებლობის~ ტექსტი ფრთხილია, მისი დასკვნები - ღვთისმეტყველურად აწონილ-დაწონილი, აქ მხილებულია მართლმადიდებელი ეკუმენისტების განდრეკა წმ. მამათა მართლმადიდებლური გარდამოცემისგან. `სარწმუნოების აღმსარებლობის~ ტექსტში ნათქვამია, რომ მართლმადიდებელი ეკუმენისტები მხოლოდ მცდარ გზაზე აყენებენ მართლმადიდებელ მრევლს, ეჭვს თესავენ მათ შორის და აიძულებენ მერყეობა დაიწყონ, რითაც განყოფასა და განხეთქილებას ამზადებენ. `ისინი, ვინც ამ ეკუმენისტური უპასუხისმგებლობისკენ უბიძგებენ ადამიანებს, იმის მიუხედავად, რა მდგომარეობაც არ უნდა ეკავოთ მათ ეკლესიაში, ჩვენს წმ. მამათა გარდამოცემას უპირისპირდებიან და, შესაბამისად, მათი წინააღმდგომნი არიან. ამიტომ მათი ეს პოზიცია დაგმობილი და უარყოფილი უნდა იქნეს ყველა იერარქისა და მთელი მორწმუნე ერის მიერ~. ქვემოთ წარმოგიდგენთ `სარწმუნოების აღმსარებლობის~ სრულ ტექსტს ხელმოწერებთან ერთად. 2009 წლის აპრილი. `ჩვენ, ვინც ღვთის მადლით, შევუდექით წმ. დოგმატებსა და ყველაფერს, რაც არის წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიაში, გვწამს: ერთადერთი გზა კაცთა ცხონებისა არის წმ. სამების, უფალ იესო ქრისტეს საქმისა და სწავლების რწმენა - ეს საქმე და ეს სწავლება გრძელდება მის სხეულში, წმ. ეკლესიაში. ქრისტე ერთადერთი ჭეშმარიტი ნათელია. არ არსებობს ჩვენი განმანათლებელი სხვა ნათელი, არ არსებობს ჩვენი მაცხოვნებელი სხვა სახელი. ყველა სხვა სარწმუნოებია, ყველა რელიგია, რომელიც არ აღიარებს ქრისტეს, ხორციელად მოსულს, კაცთა გამონაგონი და ეშმაკის საქმეა, მათ არ მივყავართ ღვთის ჭეშმარიტ შეცნობამდე და ნათლისღებით ღმერთში განახლებამდე, არამედ აცდუნებენ ადამიანებს და წარწყმედისაკენ მიუძღვიან მათ. ჩვენ, ქრისტიანებს, ვისაც გვწამს წმ. სამება, არა გვყავს იგივე ღმერთი, რაც სხვა რელიგიებს, ეს ეხება ეგრეთ წოდებულ მონოთეისტურ რელიგიებსაც - იუდაიზმსა და მაჰმადიანობას, რომლებიც არ აღიარებენ წმ. სამებას. ეკლესია, რომელიც ორი ათასი წლის წინ დააარსა ქრისტემ და რომელსაც სული წმიდა უძღვის წინ, მტკიცე და ურყვევი რჩება იმ მაცხოვნებელ ჭეშმარიტებაში, რომელიც ქრისტემ ასწავლა, მოციქულებმა გადასცეს და წმ. მამებმა დაიცვეს. ქრისტეს ეკლესია არ გატყდა სასტიკი დევნით, თავიდან იუდეველთაგან, შემდეგი სამი საუკუნის მანძილზე კი კერპთაყვანისმცემლებისგან რომ მოდიოდა. ეკლესიამ მრავალი მოწამე შვა და გამარჯვებული დარჩა, მან დაამტკიცა თავისი ღვთაებრიობა. შესანიშნავად ამბობს წმ. იოანე ოქროპირი: `არაფერია ეკლესიაზე ძლიერი... თუ კაცს ებრძვი, ან გაიმარჯვებ, ან დამარცხდები; ხოლო თუ ეკლესიას ებრძვი, აუცილებლად დამარცხდები, რადგანაც ღმერთი ყველაზე ძლიერია~. დევნის შეწყვეტისა და გარეშე მტრებზე (ანუ იუდეველებსა და კერპთაყვანისმცემლებზე) ეკლესიის გამარჯვების შემდეგ მომრავლდნენ და გაძლიერდნენ ეკლესიის შინაგანი მტრები. გაჩნდა მრავალრიცხოვანი მწვალებლობები, რომლებიც ცდილობდნენ შეერყვნათ და გაემრუდებინათ გადმოცემული სარწმუნოება. მათი მიზანი მორწმუნეთა შორის შფოთის შეტანა იყო, რათა მათში სახარებისეული ჭეშმარიტებისადმი ნდობა შერყეულიყო. მღვდელმთავარი ბასილი დიდი, აღწერს რა ეკლესიის მდგომარეობას არიოზის მწვალებლობის ორმოცწლიანი ბატონობის დროს, ამბობს: `მამათა დოგმატები უგულებელყოფილია, მოციქულთა გარდამოცემა ისპობა, ეკლესიებში ძალას იკრებს სიახლეების შემომტანთა მიერ დანერგილი გამონაგონი... ადამიანები მხოლოდ ცბიერი მეტყველებით არიან დაკავებულნი და არა ღვთისმეტყველებით... იმარჯვებს ამა სოფლის სიბრძნე და უარყოფილია ჯვარის მიერ ქება, ეკლესიის მწყემსები იდევნებიან, მათ ადგილს კი იჭერენ `მგელნი მძიმენი~ (საქმე, 20, 29), რომლებიც განაბნევენ ქრისტეს სამწყსოს~. რაც გარეშე მტრებთან, აღმსარებლობებთან დაკავშირებით მოხდა, იგივე მოხდა შინაგან მტრებთან, მწვალებლობებთან მიმართებაშიც. ეკლესიამ დიდი და წმინდა მამების პირით განსაზღვრა და დაამტკიცა მართლმადიდებელი სარწმუნოება ადგილობრივსა და მსოფლიო საეკლესიო კრებებზე - არა მარტო კონკრეტულ სადავო სწავლებებთან, არამედ მთელ რიგ სარწმუნოებრივ საკითხებთან მიმართებაშიც, მამათა თანხმობის (ცონსენსუს Pატრუმ) საფუძველზე. ჩვენ უფრო უსაფრთხო გზას ვადგავართ, როდესაც წმ. მამებს მივდევთ და არ ვშლით მათ მიერ დადგენილ საზღვრებს. `წმ. მამებთან თანხმობისა~ და `ჩვენი მამების მიერ დადგენილი საზღვრების~ არმოშლა - აი, ესაა სწორი გზა მართლმადიდებელი სარწმუნოების ხელშეუხებლობის დასაცავად. შესაბამისად, ჩვენი `აღმსარებლობის~ ძირითადი დებულებებია: ჩვენ უცვლელად და შეურყვნელად ვიცავთ იმას, რაც კრებებმა და წმ. მამებმა დაგვიდგინეს. ჩვენ ვიწყნარებთ ყველაფერს, რაც მათ შეიწყნარეს და ვგმობთ ყველაფერს, რაც მათ დაგმეს, ვერიდებით ყოველგვარ ერთობას სარწმუნოებაში სიახლის შემომტანებთან. ჩვენ არც არაფერს ვუმატებთ, არც არაფერს ვაკლებთ რომელიმე სწავლებას, არ ვცვლით მას. ჯერ კიდევ წმ. მღვდელმოწამე ეგნაე ანტიოქიელი, ღმერთშემოსილი, პოლიკარპე სმირნელის მიმართ ეპისტოლეში წერს: `ყოველი, ვინც რაიმე დადგინებულის საწინააღმდეგოს ამბობს, თუნდაც ეს იყოს კაცი ღირსეული თავისი რწმენით, მმარხველი, ქალწულების დამცველი, სასწაულთმოქმედი ან წინასწარმეტყველი, დაე იყოს შენთვის როგორც მგელი, ცხვრის ტყავში გამოხვეული, რომელიც ცხვრებს დაღუპვას უქადის~. წმ. იოანე ოქროპირი, განმარტავს რა პავლე მოციქულის სიტყვებს: `გინა თუ ჩუენ, გინა თუ ანგელოზი ზეცით გახარებდეს თქუენ გარეშე მისსა, რომელი-იგი გახარე თქუენ, შეჩუენებულ იყავნ~ (გალ. 1, 8), ამბობს: `მოციქულს არ უთქვამს, თუ ვინმემ სახარების საწინააღმდეგო გიქადაგათ ან ყველაფერი უარყოო, არამედ, თუ ოდნავ მაინც განსხვავებულს გამცნებთ იმისგან, რაც მიიღეთ, და თუნდაც შემთხვევით შეგირყევთ სარწმუნოებას, მაშინაც კი შეაჩვენებს~. VII მსოფლიო კრება, რომელმაც ხატმებრძოლთა საწინააღმდეგო განჩინება გამოიტანა, კონსტანტინეპოლის სასმღვდელო პირებს სწერს: `ამგვარად, ჩვენ კათოლიკე ეკლესიის გარდამოცემას მივდევთ და არც არაფერი მიგვიმატებია მისთვის, არც გამოგვიკლია, არამედ, მოციქულის სიტყვის თანახმად, ვიცავთ გარდამოცემას, რომელიც მივიღეთ; ვიწყნარებთ ყველაფერს და ვეამბორებით ყველაფერს, რაც ეკლესიამ ზეპირად თუ წერილობით მიიღო... ყველაზე ჭეშმარიტი და მართალი საეკლესიო სამსჯავრო იმაში მდგომარეობს, რომ არ დავუშვათ მასში სიახლეების შემოტანა და არც არაფერი გამოვაკლოთ. ამგვარად, მივყვებით რა მამათა კანონებს და მივიღეთ რა მადლი სულისა წმიდისა, ყველაფერი, რაც ეკლესიას ეხება, უცვლელად და უკლებლივ დავიცავით~. წმ. მამებსა და კრებებთან ერთად ჩვენ უარვყოფთ და შევაჩვენებთ ყველა მწვალებლობას, რომელიც ქრისტეს ეკლესიის ისტორიულ გზაზე აღმოცენდა. ძველი მწვალებლობებიდან, დღეს რომ ცოცხლდებიან, ვგმობთ არიანელობას (რომელსაც იეღოვას ცრუმოწმეები ქადაგებენ) და მონოფიზიტობას; ევტიქის უკიდურეს შეხედულებებსაც და ზომიერ სევეროსსა და დიოსკორესაც, ასე ვიქცევით ქალკედონის IV მსოფლიო კრებისა და დიდ წმ. მამათა და მოძღვართა ქრისტოლოგიის თანახმად - ისეთების, როგორებიც არიან ღირსი მაქსიმე აღმსარებელი, ღირსი იოანე დამასკელი, მღვდელმთავარი ფოტიოს დიდი და სხვანი. ჩვენ ვაცხადებთ, რომ პაპიზმი ყოველი მწვალებლობისა და ცთომილების დედაა: სწავლება `ფილიოკვე~-ს, ანუ იმის შესახებ, თითქოს სული წმიდა ძისაგანაც გამოდის, ეწინააღმდეგება ქრისტეს სწავლებას სული წმიდაზე. წმ. მამათა მთელი დასი, როგორც კრებებზე, ისე ცალ-ცალკე, პაპიზმს მწვალებლობად აღიარებს, რადგან `ფილიოკვე~-ს გარდა, მან შვა მრავალი მწვალებლობა, როგორიცაა პაპის პირველობის პატივი (პაპის პრიმატი) და პაპის უცთომელობა, ღვთისმსახურების აღსრულება უფუარ ცომზე, სწავლება განმწმენდელი ცეცხლის, ღვთისმშობლის უბიწო ჩასახვის, საღმრთო მადლის ქმნადობის, ინდულგენციების შესახებ, შეცვალა თითქმის მთელი სწავლება ნათლისღებაზე და მისი შესრულების პრაქტიკა; იგივე მოხდა მირონცხებასთან, წმ. ზიარებასთან და სხვა საიდუმლოებებთან მიმართებაში - ამრიგად, პაპიზმმა ეკლესია საერო სახელმწიფოდ აქცია. თანამედროვე პაპიზმმა თავის საეკლესიო სწავლებაში მნიშვნელოვნად გადაუხვია შუა საუკუნეების პაპიზმს, ამდენად, იგი აღარ გვევლინება დასავლეთის ძველი ეკლესიის მემკვიდრედ. პაპიზმმა შემოიღო უამრავი სიახლე `მარიოლოგიაში~, მაგალითად, სწავლება ღვთისმშობლის, როგორც კაცთა მოდგმის `თანაგამომსყიდველი~ (ცორრედემპტრიხ) შესახებ. პაპიზმმა მხარი დაუჭირა ორმოცდაათიანელთა `ქარიზმატულ მოძრაობას~, მის ორგანიზაციებს კი `სულიერი ცენტრები~ უწოდა. პაპიზმმა შეითვისა ლოცვისა და აზროვნების აღმოსავლური მეთოდები, შემოიღო სიახლეები ღვთისმსახურებაში, მაგალითად, ცეკვები და მუსიკალური საკრავები. რომის კათოლიკურმა ეკლესიამ შეამოკლა და, არსებითად, დაანგრია საღმრთო ლიტურგია. ეკუმენისტური მოძრაობის სფეროში ვატიკანის II კრებაზე მან მოამზადა მსოფლიო რელიგიის შექმნა, აღიარა რა სხვა რელიგიებში `სულიერი ცხოვრების~ არსებობა. დოგმატურმა მინიმალიზმმა რომის კათოლიკური ეკლესია მორალურ მოთხოვნათა უკიდურეს შემცირებამდე მიიყვანა, რამაც მაღალი საეკლესიო ჩინების ზნეობრივ დაცემას, სასულიერო პირთა შორის ჰომოსექსუალიზმისა და პედოფილიის მომძლავრებას შეუწყო ხელი. ეწევა რა უნიატობის, მართლმადიდებლობის ამ კარიკატურის პროპაგანდას, პაპიზმი მას ტროას ცხენივით იყენებს - აცდუნებს მორწმუნეებს და ავითარებს პროზელიტიზმს; ახდენს დიალოგის წაქეზებას და გაერთიანებისაკენ მიმართული ვითომდა გულწრფელი წინადადებებით იზიდავს ადამიანებს. ვატიკანის II კრების შემდეგ კარგად გამოჩნდა პაპიზმის არსებითი განსხვავებები და აშკარა გახდა მისი მიდრეკილება პროზელიტიზმისადმი, მაგალითად, ნიუ-ეიჯის სხვადასხვა `სულიერი~ მიმდინარეობების შეთვისება. წმ. სვიმეონ თესალონიკელის `მისტაგოგიის~ თანახმად, პაპიზმმა ეკლესიას უდიდესი ზიანი მიაყენა: მისგან იშვა ყველა მწვალებლობა და განხეთქილება. მართლმადიდებლებს აქვთ ერთობა სქიზმამდელ პაპებთან და ბევრი მათგანის, როგორც წმინდანის, ხსენებას დღესასწაულობს კიდეც. სქიზმის შემდეგ კი პაპები მწვალებლები არიან - მათ დაკარგეს უფლება, იყვნენ რომის კათედრის მემკვიდრეები, არ გააჩნიათ სამოციქულო მემკვიდრეობითობა, რადგანაც არ ფლობენ მოციქულთა და მამათა სწავლებას. ამიტომაცაა, რომ ჩვენ პაპთან `არა მარტო ერთობა არა გვაქვს, არამედ მწვალებლებსაც ვუწოდებთ მათ~. `ფილიოკვე~-ში გამოთქმული სული წმიდის გმობის გამო სული წმიდის ყველა მოქმედება მათთან უმადლოა. წმ. სვიმეონ თესალონიკელის თანახმად, მათი საეკლესიო საიდუმლოები ბათილად ცხადდება. `შესაბამისად, ღმერთს გმობენ ისინი, ვისაც სიახლეები შემოაქვს სული წმიდის სწავლებაში - ესაა უდიდესი ღვთისგმობა სული წმიდის მიმართ. მეტიც, მათ საერთოდ არა აქვთ სული წმიდა, რადგანაც მათში მადლს მოკლებულია ყველაფერი, რაც სული წმიდის მადლით არის დადგინებული; ისინი მას ამცირებენ, რადგანაც მათში სული არ არის წმიდა და მეტიც, საერთოდ არ გააჩნიათ სულიერება: საღმრთო გარდამოცემის წინააღმდეგ, იგი სრულიად გაუქმებული და განდევნილია მათი წიაღიდან~. ამავეს და უფრო დაჟინებითაც ვამტკიცებთ პროტესტანტიზმის შესახებ, რომელიც, იშვა რა პაპიზმისაგან, მრავალი მწვალებლობა მიიღო მემკვიდრეობად და კიდევ მეტი დაუმატა. პროტესტანტიზმი უარყოფს გარდამოცემას, ღებულობს მხოლოდ წმ. წერილს, რომელსაც სხვაგვარად განმარტავს, აუქმებს მღვდლობას, როგორც განსაკუთრებული საიდუმლო მადლით აღჭურვილს, აუქმებს წმინდანებისა და ხატების პატივისცემას, აკნინებს ღვთისმშობლის პიროვნებას, უარყოფს მონაზვნობას. წმ. საიდუმლოთა შორის პროტესტანტები მხოლოდ ნათლისღებას და საღმრთო ზიარებას ღებულობენ, მაგრამ მათთან მიმართებაშიც ცვლიან ეკლესიის სწავლებასა და პრაქტიკას. პროტესტანტიზმი ასწავლის აბსოლუტურ წინასწარგანსაზღვრულობას (კალვინიზმი) და მხოლოდ სარწმუნოებით გამართლებას, ბოლო ხანებში, კი, როგორც რაღაც `პროგრესული~, შემოიღო ქალთა მღვდლობა და ჰომოსექსუალისტების ქორწინება, ასევე უშვებს ამ უკანასკნელთა მღვდლობასაც. თუმცა მთავარი, რასაც პროტესტანტიზმი თავისი ეკლესიოლოგიით ამტკიცებს, ისაა, თითქოს არ არსებობდეს ეკლესიის ცნება იმ სახით, როგორითაც მას მართლმადიდებლური გარდამოცემა იმარხავს. მწვალებლებთან ჩვენი ურთიერთობის აღდგენის ერთადერთი გზაა მათ მიერ თავიანთი ცთომილების უარყოფა და სინანული, რათა გაჩნდეს ნამდვილი ერთობა და მშვიდობა, მშვიდობა ჭეშმარიტების და არა ცთომილებისა და მწვალებლობის წიაღში. იმისათვის, რომ მწვალებლები ქრისტეს ეკლესიას შეუერთდნენ, კანონიკური აკრიბია მოითხოვს, რომ მათ ნათელ-იღონ. მათი უწინდელი `ნათლისღება~, რომელიც ეკლესიის გარეთ, არა სპეციალური ლოცვებით ნაკურთხ წყალში, არა მართლმადიდებელი მღვდლის მიერ შესრულდა, მოკლებულია სული წმიდის მადლს: ეს მადლი არ არის არც მწვალებლობებში, არც განხეთქილებებში, შესაბამისად, არ არსებობს არაფერი, რაც ჩვენ გაგვაერთიანებდა, როგორც წმ. ბასილი დიდი ამბობს: `...მაგრამ ეკლესიისაგან განდგომილებს უკვე აღარ ჰქონდათ სული წმიდის მადლი, რამეთუ დაიშრიტა მადლის გადაცემა, შეწყდა სჯულიერი მემკვიდრეობა... განდგომილები იქცნენ ერისკაცებად, რომლებსაც არ გააჩნდათ არც ნათლობის, არც ხელდასხმის უფლება და არ შეეძლოთ სხვებისთვის მიენიჭებინათ სული წმიდის მადლი, რომელსაც თვითონვე განუდგნენ~. ამიტომ სრულიად უსაფუძვლო და ამაოა ეკუმენისტების მცდელობა ამტკიცონ, თითქოს ჩვენ და მწვალებლებს საერთო ნათლისღება გვაქვს. ეკლესიაში შემოსვლა და მის წევრად ქცევა ადამიანს შეუძლია არა რომელიღაც ნათლისღების, არამედ ერთადერთი ნათლისღების გზით, რომელიც სრულდება იმ ეკლესიის მღვდლის მიერ, რომელსაც ეკუთვნის მღვდლობა. ვინაიდან მწვალებლები კვლავაც რჩებიან თავიანთ ცთომილებაში, ჩვენ ვერიდებით მათთან ურთიერთობას, განსაკუთრებით კი ერთობლივ ლოცვას. წმ. კანონები გვიკრძალავენ არა მარტო ერთობლივ ღვთისმსახურებას და ერთობლივ ლოცვას ტაძრებში, არამედ ერთობლივი ლოცვის ყველაზე უბრალო სახეებსაც კი სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში. ეკლესიის მკაცრი პოზიცია მწვალებლებთან მიმართებაში განპირობებულია ჭეშმარიტი სიყვარულით და მათი ცხონების გულწრფელი სურვილით, ასევე მოძღვრების ზრუნვით, რომ მორწმუნენი მწვალებლობისკენ არ გადაიხარონ. ვისაც უყვარს, ის სხვებსაც ჭეშმარიტებას უცხადებს და არავითარ შემთხვევაში არ ტოვებს სიცრუის ტყვეობაში. სხვაგვარი სიყვარული, სხვაგვარი თანხმობა და ერთობა ყალბია და მოჩვენებითი. არსებობს კეთილი ომი და ბოროტი მშვიდობა. `რამეთუ სანაქებო ომი (ბრძოლა) სჯობს მშვიდობას, რომელიც ღმერთისგან განგვაშორებს~ (წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი? (მიეთითოს გამოთქმის ავტორი). წმ. იოანე ოქროპირიც გვარიგებს: `... თუ დაინახავ, რომ ღვთისმსახურება ირღვევა, თანხმობას ჭეშმარიტებაზე მაღლა ნუ დააყენებ. მტკიცედ იდექი, ვიდრე სიკვდილამდე... ოღონდ მცირედშიც კი ნუ უღალატებ ჭეშმარიტებას~. სხვა ადგილას იგი განსაკუთრებული სიცხადით გვირჩევს, რომ `არ მივიღოთ სიყვარულის სახით მოვლენილი ცრუ სწავლება~. წმ. მამათა ეს პოზიცია შეითვისა ლათინთა წინააღმდეგ დიდმა მებრძოლმა, მართლმადიდებელი სარწმუნოების აღმსარებელმა მარკოზ ეფესელმაც (ევგენიკოსმა), რომელიც ფლორენციაში წარმოთქმულ თავის სიტყვაში ამბობს: `ეკლესიის ყველა მოძღვარი, ყველა კრება და მთელი წმ. წერილი გვამცნებს, გავექცეთ სხვაგვარად აღმსარებლებს და განვეშოროთ მათთან ერთობას. მაშ, ნუთუ ყველა ეს აზრი უნდა უგულებელვყოთ და შევუდგეთ მათ, ვინც ცრუ ერთიანობის სახელით გვთავაზობს უნიის შეკვრას იმ ადამიანებთან, რომლებმაც ხელყვეს წმინდა და ჭეშმარიტი სიმბოლო, რომლებიც ქადაგებენ, რომ სული წმიდა ძისაგანაც გამოდის? ხოლო სხვა უაზრობებს - მათგან ერთ-ერთიც საკმარისი იქნებოდა ამ ადამიანებისგან გამოსაყოფად - ამჯერად აღარც კი შევეხები. ნუ იყოფინ, ჰოი,

ნუგეშინისმცემელო სახიერო! ნუ იყოფინ, ამ ზომამდე ვუღალატო საკუთარ თავსა და საღ აზრს, არამედ, მაქვს რა შენი და შენი სული წმიდით შემოსილი მამების სწავლება, დაე შევერთო მამათა ჩემთა, რათა, ამა სოფლით გასულმა, სხვა თუ არაფერი, კეთილმსახურება (ანუ მართლმადიდებლობა) მაინც გავიყოლო თან~.

XX საუკუნემდე ეკლესია მტკიცედ და უცვლელად იცავდა უარყოფით დამოკიდებულებას ყველა მწვალებლობის მიმართ და გმობდა მათ, როგორც ეს მართლმადიდებლობის სინოდიკონი, რომელიც მართლმადიდებლობის ზეიმის კვირიაკეს იკითხება. მასში ანათემასაა გადაცემული მწვალებლობები და მწვალებლები, ყოველგვარი განყოფა, და რათა არც ერთი მათგანი არ იქნეს გამოტოვებული, ბოლოს მთავარი ანათემატიზმა ცხადდება: `შეჩვენებულ იყოს ყველა მწვალებელი~. სამწუხაროდ, ეს გაგება, ეკლესიის ეს მტკიცე და ურყევი პოზიცია XX საუკუნიდან თანდათან შეირყა. ეს მოხდა მსოფლიო საპატრიარქოს მიერ გამოცემული საზოგადო ეპისტოლეს შემდეგ: `ქრისტეს ყველა ეკლესიას მსოფლიოს ყველა კუთხეში~. აქ ოფიციალურად პირველად ეწოდა მწვალებლობებს ეკლესიები, რომლებიც ეკლესიისთვის უცხონი კი არა, მისი მსგავსნი არიან. ეს ეპისტოლე რეკომენდაციას იძლევა, რომ `პირველ ყოვლისა დავნერგოთ და განვამტკიცოთ სიყვარული ეკლესიებს შორის, არ მივიჩნიოთ სხვა ეკლესიები უცხოდ და სხვად, არამედ ქრისტეს მიერ მონათესავეებად, როგორც თანამკვიდრნი და ეკლესიის ერთი სხეულის წევრები~. ყოველივე ამან გზა გაუხსნა მართლმადიდებლობის მიერ პროტესტანტული სულისკვეთების შეთვისებას, პაპის აღიარებას, ეკუმენიზმის, ამ საყოველთაო მწვალებლობის აღიარებას, რომელიც იწყნარებს და აკანონებს ყველა მწვალებლობას, როგორც ეკლესიას, და ამით შეურაცხყოფს ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის დოგმატს. პატრიარქები და ეპისკოპოსები კიდევ უფრო ავითარებენ და ნერგავენ ახალ დოგმატს ეკლესიის შესახებ, ახალ ეკლესიოლოგიას. ამ დოგმატის თანახმად, არც ერთ ეკლესიას არა აქვს უფლება ჰქონდეს განსაკუთრებულობის პრეტენზია, არა აქვს უფლება განიხილავდეს თავის თავს მსოფლიო, კათოლიკე, სამოციქულო, ჭეშმარიტ ეკლესიად; ყოველი მათგანი რაღაც ნამსხვრევად, ნაწილად გვევლინება, ოღონდ არა ეკლესიად, და მხოლოდ ყველა ერთად შეადგენს ეკლესიას. ამით იშლება წმ. მამათა მიერ დადგენილი ყველა ზღვარი, ქრება რეალური მიჯნა მწვალებლობებსა და ეკლესიას, ჭეშმარიტებასა და ცთომილებას შორის. გამოდის, რომ მწვალებლებიც ეკლესიები არიან და, ცხადია, პაპისტური ეკლესიაც, ყველა მათგანს ეწოდება და-ეკლესია და, ჩვენს ეკლესიასთან ერთად, ღმერთმა ყველას კაცთა ცხონებაზე ზრუნვა დააკისრა. ამავე ეკლესიოლოგიის თანახმად, სული წმიდა მწვალებლობებშიც მყოფობს, ამიტომ მათი ნათლისღება, ისევე როგორც სხვა საიდუმლოებები, ჭეშმარიტია; ვინც მონათლულია, რომელ მწვალებლობასაც არ უნდა ეკუთვნოდნენ ისინი, ქრისტეს სხეულის, ეკლესიის წევრები არიან. კრებათა წყევლებს და ანათემატიზმებს დღეს ძალა ვითომდა დაკარგული აქვთ და აუცილებელია საღვთისმსახურო წიგნებიდან მათი ამოღება. `ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს~ ჭერქვეშ შეფარებულნი, ჩვენი იქ ყოფნით, არსებითად, ვღალატობთ ჩვენს ეკლესიოლოგიურ თვითშემეცნებას; ვაუქმებთ დოგმატს ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის შესახებ, სარწმუნოების დოგმატს `ერთი უფლის, ერთი სარწმუნოების, ერთი ნათლისღების~ შესახებ.

ეს უკვე ისტორიული ხასიათის სინკრეტიზმია, იგი დღეს რელიგიათაშორის სინკრეტიზმში გადაიზარდა, რომელიც ყველა რელიგიას ათანაბრებს და ქრისტეს მიერ მონიჭებული კეთილმსახურების, ღვთის შემეცნებისა და ქრისტესმიერი ცხოვრების მქონედ აღიარებს. შესაბამისად, ისპობა არა მარტო დოგმატი ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის შესახებ, არამედ ფუნდამენტური დოგმატი მსოფლიოში უნიკალური გამოცხადებისა და კაცთა ცხონებისა იესო ქრისტეს მიერ. ესაა უსაზარლესი ცთომილება, ყოველი დროის უდიდესი მწვალებლობა. ჩვენ გვწამს და ვაღიარებთ, რომ მხოლოდ ქრისტეშია ცხონების შესაძლებლობა. მართლმადიდებელი ეკლესია არის არა მარტო ჭეშმარიტი ეკლესია. მხოლოდ მასშია სახარებისეული სარწმუნოება, კრებებისა და წმ. მამების მიერ გადმოცემული, და შესაბამისად, მხოლოდ იგი წარმოადგენს ქრისტეს ჭეშმარიტ ეკლესიას.

ღირსი იუსტინე პოპოვიჩის თანახმად, ეკუმენიზმი დასავლეთ ევროპის ცრუეკლესიათა საერთო სახელია, და ესაა საყოველთაო მწვალებლობა. და ეს საყოველთაო მწვალებლობა შეიწყნარა მრავალმა მართლმადიდებელმა პატრიარქმა, ასევე მთავარეპისკოპოსებმა, ეპისკოპოსებმა, სასულიერო პირებმა, მონაზვნებმა და ერისკაცებმა. მას, ამ `უთავო~ მწვალებლობას, ასწავლიან, იყენებენ და პრაქტიკულადაც ნერგავენ ისინი, ვინც მწვალებლებთან ერთობას ამყარებს ერთობლივი ლოცვებით, ერთმანეთთან ვიზიტებით, სამღვდელმსახურო თანამშრომლობით, რითაც საკუთარ თავს ეკლესიის გარეთ აყენებენ. ჩვენი პოზიცია გამომდინარეობს საეკლესიო კრებათა კანონიკური განჩინებებიდან და წმინდანთა მაგალითებიდან, და იგი სრულიად ნათელია. ყოველმა ადამიანმა თვითონ უნდა იტვირთოს თავისი პასუხისმგებლობა. a) თუმცა, ცხადია, არსებობს კოლექტიური პასუხისმგებლობაც. უმთავრესად ეს ეხება ეკუმენისტურად მოაზროვნე ჩვენს იერარქებსა და ღვთისმეტყველებს, რომლებსაც პასუხისმგებლობა ეკისრებათ მართლმადიდებლურ სავსებასა და საკუთარი სამწყსოსთან მიმართებაში. b) ამიტომ შიშითა ღვთისათა და სიყვარულით ვაცხადებთ, რომ მათი ამგვარი პოზიცია და ეკუმენისტური საქმიანობისათვის მზადყოფნა ყოველმხრივ დასაგმობია, რამეთუ: g) არსებითად ისინი სადავოდ ხდიან წმ. მამათა გარდამოცემასა და სარწმუნოებას; ეჭვს თესავენ მორწმუნეთა გულებში და მრავალს აიძულებენ მერყეობა დაიწყონ, რაც განყოფასა და სქიზმას (განხეთქილებას) იწვევს; მრევლის ნაწილს აცდუნებენ და ამით სულის წარწყმედას უმზადებენ. ამრიგად, ვაცხადებთ, რომ ზემოთ მოყვანილ მიზეზთა გამო, ისინი, ვინც ამ ეკუმენისტური უპასუხისმგებლობისკენ უბიძგებენ ადამიანებს, იმის მიუხედავად, რა მდგომარეობაც არ უნდა ეკავოთ მათ ეკლესიაში, ჩვენს წმ. მამათა გარდამოცემას უპირისპირდებიან და, შესაბამისად, მათი წინააღმდგომნი არიან. ამიტომ მათი ეს პოზიცია დაგმობილი და უარყოფილი უნდა იქნეს ყველა იერარქისა და მთელი მორწმუნე ერის მიერ. `სარწმუნოების აღმსარებლობას~ ხელი მოაწერეს მისმა ერთგულმა მომხრეებმა. `სარწმუნოების აღმსარებლობას~ ბევრმა უკვე მოაწერა ხელი და ძალიან ბევრიც შემდგომში მოაწერს.

Last update: 15 OCTOBER 2009

   Metropolitan Panteleimon of Antinoes
  Metropolitan Seraphim of Kythira and Antikythira
  Metropolitan Kosmas of Etolia and Akarnania
  Metropolitan Seraphim of Piraeus
  Metropolitan Artemios of Raskas and Prizrenis, Kossovo and Metohia
  Bishop George (Schaefer) of Mayfield, Abbot of Holy Cross Monastery, Wayne, West Virginia

Archim. Christodoulos, Abbot of the Holy Monastery of Koutloumousiou, Holy Mountain
Archim. Joseph, Abbot of the Holy Monastery of Xeropotamou, Holy Mountain
Archim. Philotheos, Abbot of the Holy Monastery of Karakalou, Holy Mountain
Archim. Agathon, Abbot of the Holy Monastery of Constamonitou, Holy Mountain.
Archim. Nikodemos, Abbot of the Holy Monastery of Filotheou, Holy Mountain

Protopr. George Metallinos, Peer Professor, School of Theology, University of Athens
Protopr. Theodoros Zisis, Peer Professor, School of Theology, University of Thessaloniki
Archim. Markos Manolis, Spiritual Head of "Pan-Hellenic Orthodox Union"
Archim. Athanasios, Abbot of the Holy Monastery of Stavrovouniou, Cyprus.
Archim. Timotheos Sakkas, Abbot of the Holy Monastery Paraklhtou, Oropos
Archim. Kyrill Kehagioglou, Abbot of the Holy Monastery of Pantokratoros Melissohoriou Langada
Archim. Sarantis Sarantos, Priest of the Dormition of the Theotokos,Amarousio, Attica.
Archim. Maximos Karavas, Abbot of the Holy Monastery of Saint Paraskevi, Milohoriou, Ptolemaidas
Archim. Gregory Hadjinikolaou, Abbot of the Holy Monastery of the Holy Trinity, Ano Gatzeas Volou.
Archim. Athanasios Anastasiou, Abbot of the Hily Monastery of Great Meteorou.
Archim.Theoklitos Bolkas, Abbot of Holy Isihastirio of Saint Arsenio the Kapadocian, Halkidiki
Archim. Chrysostomos, Abbot of the Holy Community of Saint Nikodemos, Pentalofos, Goumenitcha.
Archim. Theodore Diamantis, Abbot of the Holy Monastery of the Theotokos, Molyskepastou, Konitsa.
Archim. Palamas Kyrillidis, Abbot of the Holy Monastery of the Nativity of the Theotokos, Kallipetra, Veria.
Archim. Eudokimos, Spiritual Father of the Holy Lavra of Savva the Sanctified, Jerusalem.
Archim. Chrysostomos, Abbot of the Holy Monastery of Saint Gerasimos the Jordanian, Jerusalem.
Archim. Laurentios Gratsias, Holy Metropolis of Florina, Prespon and Eordeas.
Archim. Meletios Vadrahanis, Holy Metropolis of Florina, Prespon and Eordeas.
Archim. Paul Demetracopoulos, Holy Monastery of the Transfiguration of the Lord, Moutsialis, Veria.
Archim. Ignatios Kalaitzopoulos, Holy Monastery of Saint Paraskevi, Melohoriou, Ptolemaidas.
Archim. Symeon Georgiadis, Holy Monastery of the Holy Trinity, Ano Gatzeas, Volos
Archim. Augustine Siarras, Holy Monastery of the Holy Trinity, Ano Gatzeas, Volos
Archim. Ambrosios Gionis, Holy Monastery of the Holy Trinity, Ano Gatzeas, Volos
Archim. Benedict, Abbot of the Holy Monastery of the Holy Archangels, Prizreni, with following.
Archim. Gerasimos, Abbot of the Holy Monastery of Saint George, Jourgevi Stoupovi, with following.
Archim. Nicholaos, Abbot of the Holy Monastery of the Holy Archangels, Mavropotami, with following.
Archim. Romylos, Abbot of the Holy Monastery of the Entry of the Theotokos, Doumboki Potok, with following.
Archim. Symeon, Abbot of the Holy Monastery of Saint Stephen, Baniska, with following.
Archim. Stephanos, Abbot of the Holy Monastery of the Saints Anargyron Zotsitse, with following.
Archim. Ioannikios Kotsonis, Abbot of the Holy Monastery of the Transfiguration of the Lord, Sohos, Thessaloniki
Archim. Paul Danas, Hieropreacher of the Holy Monastery of Etolias and Akarnanias.
Archim. Constantine Paleologopoulos, retired priest of the Holy Monastery of Kalavriton and Egalias Egio.
Archim. Paisios Papadopoulos, Abbot of the Holy Monastery of Saint Gregory Palamas, Filota, Metropolis of Florina.
Archim. Epiphanios Hadjigiagou, Head Metropolitan of the Church of Florina, Florina.
Archim. Athanasios Siamakis, Hieropreacher of the Holy Monastery of Florina
Archim. Anargyros Afthonidis, Military Priest, Florina
Archim. Augustine Andritsopoulos, Abbot of the Holy Monastery of Myrtias of the Holy Monastery of Etolia and Akarnania.
Archim. Theodosis Kyprianou, Holy Monastery of Saint Filotheou, Skete Saint George, Karyes, Holy Mountain.

წმ.იუსტინე პოპოვიჩი.მართმადიდებლობა და ეკუმენიზმი

ყოვლადუსამღვდელოესო მეუფენო!

მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია მწვალებელთა მიმართ - ანუ ყველა იმათ მიმართ, ვინც მართლმადიდებელი არ არის - ერთხელ და სამუდამოდ არის დადგენილი წმ.მოციქულთა და წმ.მამათა, ანუ ერთი და უცვალებელი ღმრთივსულიერი გარდამოცემის მიერ. ამ განჩინების თანახმად, მართლმადიდებლებს ეკრძალებათ მონაწილეობა რაიმე საერთო ლოცვასა თუ ღმრთისმსახურებაში მწვალებლებთან ერთად, "რამეთუ რაი მოყუსობა არს სიმართლისა და უსჯულოებისა? ანუ რაი ზიარება არს ნათლისა და ბნელისა? ანუ რაი შეტყუება არს ქრისტესი ბელიარის თანა? ანუ რაი ნაწილ უც მორწმუნესა ურწმუნოსა თანა?" (2კორ. 6,14-15).

მოციქულთა 45-ე კანონი ღაღადებს: "თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ანდა დიაკონი მწვალებელთან ერთად ილოცებს, აეკრძალოს მღვდლობა, თუ ნებას მისცემს მათ (მწვალებლებს), რომ შეასრულონ რაიმე სამღვდელო წესი, განიკვეთოს"! წმ.მოციქულთა ეს წმიდა კანონი არ მიგვითითებს, მაინც რომელი ლოცვა ან მსახურება გვეკრძალება, პირიქით, გვიკრძალავს ყოველგვარ ერთობლივ ლოცვას მწვალებლებთან - თვით კერძო ლოცვასაც კი.
ეკუმენურ ლოცვებში კი განა უფრო შორსმიმავალი, გაბედული ცვლილებები არ ხდება? ლაოდიკიის კრების ოცდამეთორმეტე კანონი მიგვითითებს: "მწვალებლებისაგან, რომლთა კურთხევა უფრო ამაოდ მეტყველებაა ვიდრე კურთხევა, კურთხევის მიღება არ შეიძლება."

ამ ეკუმენურ კრებებისა და მსახურებების დროს კი განა მწვალებლები არ იძლევიან კურთხევას? რომაული კათოლიციზმის ეპისკოპოსები, მღვდლები, პროტესტანტი პასტორები და თვით ქალებიც კი. წმ.მოციქულთა და მამათა ეს კანონები მარტო ძველად კი არა, დღესაც მოქმედებენ და უდავოდ აუცილებელნი არიან ჩვენთვის, დღევანდელი მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის. ასევე უდავოდ ქმედითნი რჩებიან ისინი ჩვენი პოზიციისთვისაც რომის კათოლიკეებისა და პროტესტანტების მიმართ, რამეთუ რომის კათოლიციზმი პლურალისტური მწვალებლობაა, პროტესტანტიზმზე კი რაღა გვეთქმის? აჯობებს საერთოდ აღარაფერი ვთქვათ. განა წმ.საბა ჯერ კიდევ შვიდ საუკუნეზე მეტი ხნის წინ არ ლაპარაკობდა "ლათინურ მწვალებლობაზე?" მას შემდეგ კიდევ რამდენი ახალი მწვალებლობა გამოიგონა და "უცთომელი" დოგმატის ხარისხში აიყვანა პაპმა! სრულიად აშკარაა, რომ პაპის უცთომელობის დოგმატის მეშვეობით რომაული კათოლიციზმი პან-ერესი გახდა, და ვატიკანის მეორე, ქებულმა კრებამაც ეს საზარელი მწვალებლობა კი არ შეცვალა, პირიქით, კიდევაც განამტკიცა.

ამიტომ, თუ ჩვენ მართლმადიდებლები ვართ და გვინდა ასეთებად დავრჩეთ, შეგვფერის წმ.საბას, მარკოზ ეფესელის, კოზმა ეტოლიელის, იოანე კრონშტადტელისა და მართლმადიდებელი ეკლესიის სხვა წმ.აღმსარებელთა, მოწამეთა და ახალმოწამეთა პოზიციაზე ვიდგეთ რომაულ კათოლიკეებსა და პროტესტანტებთან მიმართებაში, რომელთაგან არავინ არის მართლმადიდებელი ორ ძირითად ქრისტიანულ დოგმატში, ანუ დოგმატებში წმ.სამებისა და ეკლესიის შესახებ.

2

თქვენო უწმიდესობავ და სინოდის წევრებო!

როდემდე განვაგრძობთ ჩვენი წმიდა მართლმადიდებლობისა და წმ.საბას ეკლესიის შეურაცხყოფას იმ სამწუხარო და საზარელი, წმ.გარდამოცემის საწინააღმდეგო პოზიციით, რომელიც გვიჭირავს ეკუმენიზმისა და ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს მიმართ?

ყოველი გულწრფელი მართლმადიდებელი, წმ.მამათა ხელმძღვანელობით აღზრდილი, სირცხვილით იწვის, როდესაც კითხულობს, რომ ჟენევის მე-5 სრულიადმართლმადიდებლური კონფერენციის (1968 წ., 8-16 ივნისი) მართლმადიდებელმა წევრებმა ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში მართლმადიდებელთა მონაწილეობის თაობაზე განაცხადეს: "მართლმადიდებელი ეკლესია თავის თავს ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს ორგანულ ნაწილად მიიჩნევს".
ეს დადგენილება აპოკალიფსურად საზარელია თავისი არამართლმადიდებლობით და ანტიმართლმადიდებლობით. არსებობდა კი აუცილებლობა მართლმადიდებელი ეკლესიისათვის ამ უწმინდესი ღმრთაებრივ-კაცობრივი ორგანიზმისათვის, იმდენად დამცირებულიყო, რომ მისი ღმრთისმეტყველი წარმომადგენლები - ზოგი ეპოსკოპოსი და ზოგიც ერისკაცი - "ორგანულ მონაწილეობას" თხოულობდეს ემს-ში, რომელიც, ასე და ამნაირად, ხდება ახალი საეკლესიო "ორგანიზმი", ახალი "ეკლესია", და მასში მართლმადიდებელი და არამართლმადიდებელი ეკლესიები მხოლოდ ნაწილებს წარმოადგენენ ("ერთმანეთთან ორგანულად დაკავშირებულებს")? ვაი, რა გაუგონარი მუხთლობა და ღალატია!

ჩვენ უარვყოფთ მართლმადიდებელ სარწმუნოებას, ამ ორგანულ კავშირს ღმერთკაცსა და მის უწმიდეს სხეულთან - წმ.მოციქულების, მამებისა და მსოფლიო კრებების მართლმადიდებელ ეკლესიასთან და გვსურს გავხდეთ "ორგანული ნაწილი" მწვალებლური, ჰუმანისტური და კაცთა თაყვანისმცემელი საზოგადოებისა, რომელიც 263 ერესისაგან შედგება და თითოეული მათგანი სულიერი სიკვდილია!

როგორც მართლმადიდებლები, ჩვენ ვართ "ასონი ქრისტესნი". "აღ-უკვე-ვიხუნეა ასონი იგი ქრისტესნი და ვყვნე ასო მეძვის? (1 კორ.6,15). მაგრამ სწორედ ამას სჩავდივართ ჩვენი "ორგანული" შეერთებით ეკლესიათა მსოფლიო საბჭოსთან, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა ათეისტური, კაცთა თაყვანისმცემელი წარმართობის აღორძინება.
ბოლოს და ბოლოს, დადგა დრო, რომ ჩვენმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ, წმ.მამებისა და წმ.საბას ეკლესიამ, მოციქულთა და აღმსარებელთა, მოწამეთა და ახალმოწამეთა ეკლესიამ შეწყვიტოს ეკლესიური, ლოცვითი და იერარქიული აღრევა ე.წ. ეკლესიათა მსოფლიო საბჭოსთან და სამუდამოდ უარი თქვას ერთობლივ ლოცვასა და ღმრთისმსახურებაში მონაწილეობაზე (ღმრთისმსახურება მართლმადიდებელ ეკლესიაში ორგანულად არის გაერთიანებული ერთ მთლიანობად და ევქარისტიით გვირგვინდება). ასევე, სრულიად განეშოროს ყოველგვარ მონაწილეობას ნებისიმიერ საეკლესიო ქმედებაში, რომელიც შეიცავს და გამოხატავს ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის უნიკალურ და განუმეორებელ ხასიათს - იმ ეკლესიისა, რომელიც ყოველთვის ერთიანია და ერთადერთი.


3

არ ერთიანდება რა მწვალებლებთან, სადაც არ უნდა იყოს მათი ცენტრი, ჟენევაში თუ რომში, წმიდა მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც მუდამ იმარხავს წმ.მოციქულთა და წმ.მამათა ერთგულებას, ამით უარს არ ამბობს თავის ქრისტიანულ მისიასა და სახარებით ნამცნებ მოვალეობაზე, ანუ იგი ყოველთვის სიმდაბლით, მაგრამ მტკიცედ და გაბედულად დაამოწმებს უზენაეს ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტ ღმერთკაცს და მართლმადიდებლობის ყოვლის მაცხოვნებელ და ყოვლის გადამასხვაფერებელ ძალას თანამედროვე მართლმადიდებელი თუ არამართლმადიდებელი სამყაროს წინაშე. ეკლესია, რომელსაც თვით ქრისტე ჰყავს წინამძღოლად, წმ.მამათა და ღმრთისმეტყველთა მეშვეობით მუდამ მზად იქნება პასუხი გასცეს ყველას, ვინც ამ პასუხს ეძიებს "თქუენ შორის სასოებისა მისთვის" (I პეტ. 3,15). ჩვენი სასოება კი ერთია უკუნითი უკუნისამდე: ღმერთი და კაცი იესო ქრისტე და მისი მისტიური სხეული, წმ.მოციქულთა და წმ.მამათა ეკლესია. მართლმადიდებელი ღმრთისმეტყველები "საერთო ეკუმენისტურ ლოცვებში" კი არ უნდა მონაწილეობდნენ, არამედ საღმრთისმეტყველო საუბრებში ჭეშმარიტების შესახებ, როგორც ამას წმიდა და ღმერთშემოსილი მამები აკეთებდნენ საუკუნეების მანძილზე. მართლმადიდებლობის ჭეშმარიტება და ჭეშმარიტი სარწმუნოება მხოლოდ "ცხონებულთა" ხვედრია (მე-2 მსოფლიო კრების მე-7 კანონი).

მოციქულთა ხარება ყოვლად ჭეშმარიტია: "განწმედა სულისა და სარწმუნოება ჭეშმარიტებისა" (2 თეს.2,13). ამ სარწმუნოების არსი არის ჭეშმარიტება, ერთადერთი სრული ჭეშმარიტება, ანუ ღმერთი და კაცი - იესო ქრისტე. ეს სარწმუნოება და ეს სიყვარული არის გული და ცნობიერება მართლმადიდებელი ეკლესიისა. მთელი ეს საგანძური სავსებით და შეურყვნელად მხოლოდ წმ.მამათა მოწამეობრივ მართლმადიდებლობაში ინახებოდა, და მართლმადიდებელი ქრისტიანები მოწოდებულნი არიან უშიშრად დაამოწმონ ეს დასავლეთის წინაშე, მისი ცრუსიყვარულისა და ცრუსარწმუნოების წინაშე.

წმ.იოანე ოქროპირის ხსენება, 13/26 ნოემბერი,
1974 წ. ჩელიეს წმიდა მონასტერი.

воскресенье, 24 июля 2011 г.

ეკუმენიზმის ისტორიის ძირითადი თარიღები


1910
ოქტომბერი
-
აშშ- ეპისკოპალური ეკლესიის წინადადებით შეიქმნა მოსამზადებელი კომისია მსოფლიო კონფერენციისათვისრწმენისა და ეკლესიის მოწყობასთანდაკავშირებით.
-
საერთაშორისო მისიონერული კონფერენცია ედინბურგში. თავმჯდომარე: ჯონ მოტი, მდივანი ჯოზეფ ოლდჰემი. მონაწილეები: ჩარლზ ბრენტი, ნათან სიოდერბლუმი, უილიამ ტემპლი.

1917
ოქტომბერი
-ჯონ მოტის მეთაურობით ამერიკული დელეგაცია ჩადის რუსეთში.
-
მოძრაობისცხოვრება და მოღვაწეობაწინასწარი სხდომა (უპსალა, შვეცია).

1920
იანვარი- კონსტანტინოპოლის პატრიარქიის მიმართვაყველგან მყოფ ქრისტეს ეკლესიებს“ (Koinonia ton Ekklesion), რომელიც ინსპირირებული იყო მელეტი მეტაქსასისისა და მისი თანამოაზრის არქიეპ. გერმანე ფეატირსკის მიერ.
აგვისტო-„მიმართვა ყველა ქრისტიან ხალხსმიღებულია ლამბეთის კონფერენციაზე, ინგლისის ეკლესიაში.
12-20
აგვისტო-მოძრაობისრწმენა და ეკლესიის მოწყობაპირველი საორგანიზაციო კონფერენცია (ლოზანა, შვეიცარია). თავმჯდომარე: ჩარლზ ბრენტი. მონაწილენი: მიტრ. ევლოგი (გიორგიევსკი), მიტრ. გერმანე ფიატირსკი, . ალევიზატოსი.

1922
22
ივლისი-აგვისტო
-
მელეტი მეტაქსასისი ატყობინებს კენტერბერიის არქიეპისკოპოსს, რომ კონსტანტინეპოლის საპატრიარქო აღიარებს ანგლიკანურ ხელდასხმას.
-
კონსტანტინეპოლის საპატრიარქო იუწყება ანგლიკანური ხელდასხმის აღიარების შესახებ.
                                                             

                                                                        
1923
10
მაისი -8 ივნისი
- "
საყოველთაო მართლმადიდებლური" შეხვედრა კონსტანტინოპოლში პატრიარქ მელეტი (მეტაქსასისის) მოწვევით, რომელზეც გადაწყდა ახალ სტილზე გადასვლა, რათა რელიგიური დღესასწაულები ერთდროულად აღენიშნათ დასავლეთის ,,ქრისტიანებთან".

1925
აგვისტო
-
მოძრაობის "ცხოვრება და მოღვაწეობა" კონფერენცია სტოკჰოლმში, წევრები: მიტრ. გერმანე ფიატირსკი, . . არსენიევი, ვისსერტ ჰუფტი და სხ.
-
კათოლიკე მონაზონი ლამბერ ბოდუენი შევეტონში აარსებს სამრევლოს, სადაც მსახურებას აღავლენს ბიზანტიური ტრადიციის შესაბამისად აღმოსავლეთ და დასავლეთ ეკლესიებს შერიგების მიზნით.

1926
31
მარტი - წმინდა იოანე ოქროპირის კათოლიკური საზოგადოების დაარსება.
                                                               

                                                                  
1927
აგვისტო
-
მოძრაობის "რწმენა და ეკლესიის მოწყობა" მსოფლიო კონფერენცია ლოზანაში. მონაწილენი: მიტრ. ევლოგი (გიორგიევსკი), მიტრ. გერმანე ფიატირსკი, მღ. სერგი ბულგაკოვი, .. არსენიევი, მღ. სტეფანე ცანკოვი და ..

1928
ბრიტანეთში არსდება წმ. ალბანისა და ღირსი სერგის მართლმადიდებლურ-ანგლიკანური თანამეგობრობა.

1930
ლამბერტის კონფერენცია ლონდონში. მართლმადიდებელთა წარმომადგენლობით დელეგაციას ხელმძღვანელობს ალექსანდრიის პატრიარქი მელეტი (მეტაქსასისი). მელეტი (მეტაქსასისი) ადასტურებს თავის აღიარებას ანგლიკანთა ხელდასხმის ქმედითობის შესახებ.

1933
გამომცემლობა YMCA-PRESS უშვებს კრებულის "ქრისტიანეთა შეერთება: ეკუმენური პრობლემა მართლმადიდებლურ ცნობიერებაში“. ავტორთა შორის: მღ. სერგი ბულგაკოვი, . . ბერდიაევი, მღ. ბასილ ზენკოვსკი, მღ. სტეფანე ცანკოვი, . ალევიზატოსი.
                                                                   

                                                                      
1937
მოძრაობისცხოვრება და მოღვაწეობაკონფერენცია ოქსფორდში. მოძრაობისრწმენა და ეკლესიური მოწყობაკონფერენცია ედინბურგში. მონაწილეთა შორის: მიტრ. ევლოგი (გიორგიევსკი), მიტრ. გერმანე ფიატირსკი, მღ. სერგი ბულგაკოვი, მღ. ბასილ ზენკოვსკი, მღ. გიორგი ფლაროვსკი, .. არსენიევი, . . ბერდიაევი, ვისსერტ ჰუფტი, . . ვიშესლავცევი, .. ზანდერი, . . ზერნოვი, . . კარტაშევი, .. ფედოტოვი.

1938
-
მოსამზადებელი კომიტეტის დაარსებამსოფლიო საეკლესიო საბჭოსშექმნასთან დაკავშირებით. გენერალური მდივანი ვისსერტ ჰუფი.

1940
-
დაარსდა ეკუმენური საზოგადოება ტეზე.

1946
თებერვალი - ჩამოყალიბდა ეკლესის საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტი მოსკოვის საპატრიარქოში.
ვისსერტ ჰუფტი ბოსეში (Bossey, შვეიცარია) აარსებს ეკუმენისტურ ინსტიტუტს, რათა მომზადდნენ კადრები ეკუმენური მოძრაობისთვის. თანხა ერთი მილიონი დოლარის რაოდენობით ამისათვის გაიღო ჯონ როკფელერმა.

1947
შეიქმნა ლუთერანთა მსოფლიო ფედერაცია.
                                                                             

1948
2 აგვისტო - 4 სექტემბერი - "მსოფლიო საეკლესიო საბჭოს" (WCC) დამფუძნებელი გენერალური ასამბლეა ამსტერდამში. არჩეული გენერალური მდივანი ვისსერტ ჰუფტი. საპატიო თავმჯდომარე - ჯონ მოტი.

1950
"
მსოფლიო საეკლესიო საბჭო" ცენტრალური კომიტეტის სხდომაზე ტორონტოში იღებს "ტორონტოს დეკლარაციას". მასში განმტკიცებულია, მსოფლიო საეკლესიო საბჭოში მონაწილე ეკლესიების სუვერენულობა, რომ მათ აქვთ უფლება უარყონ, არ მიიღონ საბჭოზე გამოთქმული ნებისმიერი წინადადებები და განცხადებები. საბჭოს ავტორიტეტი მთლიანად არის დამოკიდებული მისი ქმედებების თავისუფალ მიღებაზე ეკლესიების მიერ, თუ ისინი ამას თავიანთთვის მართებულად და სასარგებლოდ მიიჩნევენ. მსოფლიო საეკლესიო საბჭოს წევრობა არ მოიაზრებს და არ ავალდებულებს მასში მონაწილეებს აღიარონ სხვა ეკლესიები ეკლესიებად ამ სიტყვის სრული გაგებით. მონაწილენი: მიტრ. გერმანე ფიატირსკი, მღ. გიორგი ფლაროვსკი, . ალევიზატოს.

1951
კონსტანტინეპოლის პატრიარქის ათინაგორა I-ის მოწოდება მონოფიზიტურ ეკლესიებთან დიალოგისათვის. დიალოგის საფუძველს უნდა წარმოადგენდეს მონოფიზიტების რწმენის მართლმდიდებლურად აღიარება. ერთადერთი განსხვავება თითქოს მხოლოდ ტერმინოლოგიაში მდგომარეობს.

1954
15-31
აგვისტო - "მსოფლიო საეკლესიო საბჭოს" (მსს) გენერალური ასამბლეა ევანსტონში, აშშ

1955
პატრიარქი ათინაგორა I "მსოფლიო საეკლესიო საბჭოსთან" ქმნის კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მუდმივ წარმომადგენლობას . შამბეზში (შვეიცარია).

1955
7-9
აგვისტო - მსს და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელთა შეხვედრა უტრეხტში. მსოფლიო საეკლესიო საბჭოს დელეგაციას წარმოადგენდნენ: დოქტორი ფრანკლინ ფრაი, მსს- ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარე, ვისსერტ ჰუპტი და მალტის მიტრ. იაკობი (კონსტანტინოპოლის საპატრიარქო). რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას წარმოდგენდა კრუტიცკისა და კოლომენსკის მიტრ. ნიკოლოზი, ეკლესიის საგარეო განყოფილების თავჯდომარე, სმოლენსკისა და დოროგობუჟის ეპ. მიქაელი და მდივანი . . ბუევსკი.

პროკომუნისტური "მშვიდობიანი ქრისტიანული კონფერენციის" დაფუძნება.

საღვთისმეტყველო დიალოგები მართლმადიდებლურ და ანგლიკანურ ეკლესიებს შორის. მონაწილეთა შორის იმყოფებოდა სუროჯის მიტრ. ანტონი.

1959
ათინაგორა I ავალებს ცნობილ მოდერნისტს და ეკუმენისტს არქიეპისკოპოს იაკობს აწარმოოს მოლაპარაკება რომის პაპ იოანე XXIII. აუდიენცია შედგა 17 მარტს, რომელიც 1547 წლის შემდეგ წარმოადგენდა პირველ შეხვედრას კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წარმომადგენელსა და რომის პაპს შორის.

აგვისტო - მღ. ვიტალი ბოროვოი ჟენევაში ეცნობა მსს- მუშაობას და დამკვირვებლის სტატუსით ესწრება მორიგ მსს- ცენტრალური კომიტეტის სხდომას კუნძულ როდოსზე (საბერძნეთი).

ევროპის ეკლესიათა კონფერენციის დაფუძნება (ნიუბორგი, დანია).

დეკემბერი - პირველად მოსკოვში ჩადის მსს- ოფიციალური დელეგაცია ვისსერტ ჰუფტის ხელმძღვანელობით.

1960
"
მსოფლიო საეკლესიო საბჭოს" ცენტრალური კომიტეტის სხდომა სან-ენდრიუსში, შოტლანდია. დამკვირვებლები: მღ. ვიტალი ბოროვოი, .. შაშკინი.

5
ივნისი - პაპი იოანე XXIII ქმნის სამდივნოს (შემდგომში, საბჭო) ქრისტიანთა გაერთიანების ხელშეწყობისთვის, კარდინალ ბეას ხელმძღვანელობით.

მიტრ. ნიკოდიმ (როსტოვი) ინიშნება მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავჯდომარედ.

ნოემბერი - მსს- შტაბ-ბინაში, ჟენევაში, შედგა შეხვედრა ჰუტსა, მიტრ. ნიკოდიმ (როტოვსა) და მსს- მდივანს .. ბუევსკის შორის რუსეთის ეკლესიის მსს-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
                                                                     

1961
18
ივლისი - რიგგარეშე სინოდის სხდომაზე მიტრ. ნიკოდიმ (როტოვი) წარდგა მოხსენებით მსს-ში გაწევრიანების მნიშვნელობის, აუცელობლობის და დროულობასთან დაკავშირებით.

19
ნოემბერი - 5 დეკემბერი - მსს- გენერალური ასამბლეა ნიუ-დელში. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია გაწევრიანდა მსს-ში, ხოლო მიტრ. ნიკოდიმ (როტოვი) აირჩიეს ცკ- წევრად. ასამბლეის მონაწილენი: მიტრ. ანტონი სუროჟელი, არქიეპ. იოანე შახოვსკი, მღ. ვიტალი ბოროვოი.

კუნძულ როდოსზე, პირველი, სრულიად მართმადიდებელთა თათბირი იღებს გადაწყვეტილებას დაჩქარდეს მონოფიზიტურ ეკლესიებთან უნიის შექმნა.

25
დეკემბერი - პაპი იოანე XXIII იწვევს კათოლიკური ეკლესიის ვატიკანის მეორე კრებას.

1962
10
ოქტომბერი - რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა გადაწყვიტა მიეღო მიწვევა ვატიკანის მეორე კრებაზე თავისი დამკვირვებლების გაგზავნაზე. დელეგაციაში შედიოდნენ: არქიმანდრიტი ვლადიმერ (კოტლიაროვი) და მღ. ვიტალი ბორბოვოი.
იწყება ვატიკანის მეორე კრება. ქრისტიანთა ერთობის საბჭომ დამკვირვებლად მოიწვია: მღ. . შმემანი, მღ. . აფანასიევი, . . არსენიევი.

1963
ქრისტიანთა ერთობის საკითხებში წმიდა სინოდის კომისიის თავმჯდომარე ხდება მიტრ. ნიკოდიმ (როტოვი).


1964
6
იანვარი - პატრიარქის ათინაგორასა და რომის პაპის პავლე VI მეგობრული შეხვედრა იერუსალიმში.                                                         
                                                                                 
დაარსდა უნიატური ფონდი Pro-Oriente.
იწყება მართლმადიდებელთა არაფორმალური კონსულტაციები მონოფიზიტებთან, ორხუსი, დანია. მიღებულ იქნა განცხადება, რომ ქრისტეს შესახებ მართლმადიდებლური და მონოფიზიტური სწავლება ყოველმხრივ თანხვედრაშია, და თითქოსდა, მხოლოდ ტერმინოლოგიურ განსხვავებებში იმალება ერთიანი მრწამსი.
21
ნოემბერი - ვატიკანის მეორე კრების დეკრეტი ეკუმენიზმის შესახებ Unitatis redintegratio

1965
ფარული მოლაპარაკებების შედეგად ვისსერტ ჰუფტმა შეძლო სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მსს-ში გაწევრიანება, მისგან მსს- ძირითად დოკუმენტებზე ხელმოწერის აუცილებლობის და ამ საკითხის ეკლესიაში განხილვის გარეშე.
აშშ-ში ეწყობა მართლმადიდებელ და კათოლიკე ეპისკოპოსთა პერიოდული თათბირები.
28
ოქტომბერი - ვატიკანის მეორე კრების დეკლარაცია არაქრისტიანულ რელიგიებთან დაკავშირებით Nostra Aetate.
7
დეკემბერი - ვატიკანის მეორე კრების დეკლარაცია რელიგიური შემწყნარებლობის შესახებ Dignitatis humanae.
7
დეკემბერს, სტამბოლში პატრიარქი ათინაგორა I და რომში რომის პაპი პავლე VI აცხადებენ
1054 .-ის ანათემის ურთიერთისადმი მოხსნის შესახებ, თითქოსდა, ამ თვითნებური გადაწყვეტილებით ეს ფაქტი წაიშლებოდა ეკლესიის მეხსიერებიდან.


დეკემბერი - კარდინალ ბეას მოწვევით მიტრ. ნიკოდიმ (როტოვი) დაესწრო ვატიკანის მეორე კრების დახურვას.

1966
კარდინალი ბეა ქმნის კათოლოკებსა და იუდეებს შორის ურთიერთობის კომისიას და ხდება მისი თავმჯდომარე.
მსოფლიო კონფერენცია მსს- ეგიდითეკლესია და საზოგადოება“ (ჟენევა). მიტრ. ნიკოდიმ (როტოვი) წარდგა მოხსენებითდიალოგი რიმო-კათოლიკებთანთანამედროვე ქრისტიანული სოციალური აზრი
-
შამბეზში (შვეიცარია) ფუძნდება მსოფლიო საპატრიარქოს მართლმადიდებლური ცენტრი.
                                                                        

1967
დეკემბერი - პირველად გაიმართა საუბრები რიმოკათოლიკებსა და რუსეთის ეკლესიის წარმომადგენლებს შორის.
მართლმადიდებლებისა და მონოფიზიტების არაფორმალური კონსულტაციები ბრისტოლში (ინგლისი).

1968
4-20
ივლისი - მსს- გენერალური ასამბლეა უფსალაში, შვედეთი. მონაწილეები: მიტრ. ნიკოდიმ (როტოვი), მიტრ. ანტონი სუროჟელი, შემდგომში კონსტანტინოპოლის პარტიარქი ბართლომე.
კათოლიკური ეკლესია ხდება მონაწილე კომისიის, "რწმენა და საეკლესიო მოწყობა".

1969
16
დეკემბერი - რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა მიტროპოლიტ ნიკოდიმ (როტოვის) წინადადებით მიიღო გადაწყვეტილება: იყო შემთხვევები, როცასტოროობრიადცებიდა კათოლიკები მიმართავდნენ მართლმადიდებლურ ეკლესიას მათზე წმინდა საიდუმლოებების აღსრულებისთვის. განმარტებითად დადგინდა: არ იკრძალებასტოროობრიადცებისადა კათოლიკების მიმართვა მართლმადიდებლურ ეკლესიისადმი მათზე წმინდა საიდუმლოებების აღსრულებისთვის.

1970
მიტრ. ნიკოდიმ (როტოვმა), მოსკოვის სასულიერო აკადემიაში დაიცვა სამაგისტრო დისერტაცია პაპი იოანეს XXIII პონტიფიკატის შესახებ. თავისი ნაშრომის მიზანი მან შემდეგნაირად ჩამოაყალიბა: ავტორის ღრმად დარწმუნებულობამ პაპ იოანე XXIII განსაკუთრებული ისტორიული მნიშვნელობაში, აიძულა იგი, აეღო კალამი და წარმოეჩინა ღვაწლი ამ განმანათლებლისა, რომის ეკლესიისა. რუსეთის ეკლესია კეთილად ინახავს ხსოვნას ამ იერარქის შესახებ, მაგრამ ცხოვრება პაპ-მშვიდობისმყოფელისა, ამ სიტყვის სრული გაგებით, ცოტამ თუ იცის. სწორედ ამიტომ, ჩვენ შევეცადეთ შეძლებისდაგვარად ობიექტურად წარმოგვეჩინა ეს შესანიშნავი ადამიანი, ქრისტიანი, ქრისტეს მსახური, წარმომადგენელი რიმო-კათოლიკური ეკლესიისა.

მართლმადიდებლებისა და მონოფიზიტების არაფორმალური კონსულტაციები (ჟენევა).

1971
მართლმადიდებლებისა და მონოფიზიტების არაფორმალური კონსულტაციები (ადის-ბება).

1975
23
ნოემბერი - 10 დეკემბერი - მსს- გენერალური ასამბლეა ნაირობში. მიტრ. ნიკოდიმ (როტოვი) იქნა არჩეული მსს- ერთერთ პრეზიდენტად.

1976
11-15
ოქტომბერი - დაიწყო მუშაობა საღვთისმეტყველო დიალოგის კომისიამ კათოლიკურ და მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის (რომი).

1977
20-25
ივნისი - შამბეზში, შვეიცარია, მართლმადიდებლური მახარე იწყებს სხდომებს, კათოლიკურ და მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის საღვთისმეტყველო დიალოგთან დაკავშირებით. თავმჯდომარე: ეპ. პართენ კართაგენელი.

1978
29
მარტი - 1 აპრილი - კათოლიკურ და მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის საღვთისმეტყველო დიალოგთან დაკავშირებით გაიმართა ერთობლივი საერთაშორისო კომისიის პირველი მოსამზადებელი სხდომა. თანათავმჯდომარეები: ეპისკოპოსი პართენ კართაგენელი და ეპ. რამონ ტორელა.
5
სექტემბერი - რომში, იოანე-პავლე I -თან მიღების დროს გარდაიცვალა მიტრ. ნიკოდიმ (როტოვი).                                                       
                                                                         

1979
29-31
ოქტომბერი - იუდეურ-ქრისტიანული დიალოგის სესია ბუქარესტში, რუმინეთი. მონაწილეობდნენ: მიტრ. დამასკინი შვეიცაროვსკი, პატრიარქი იუსტინე რუმინელი, მღ. იოანე რომანიდესი.

1982
მსს- კომისიის "რწმენა და საეკლესიო მოწყობა" მემორანდუმი: "ნათლობა, ევქარისტია და მსახურება" ("ლიმის დოკუმენტი").
30
ივნისი - 6 ივლისი - კათოლიკურ და მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის საღვთისმეტყველო დიალოგთან დაკავშირებული ერთობლივი საერთაშორისო კომისია იღებს ერთობლივ დოკუმენტს: „ეკლესიის და ევქარისტიის საიდუმლო წმინდა სამების შუქზე“ (მიუნხენი).

1983
24
ივლისი - 10 აგვისტო - მსს- გენერალური ასამბლეა ვანკუვერში. განსხვავებული ქრისტიანული კონფესიების ერთობლივი ევქარისტიული მსახურება („ლიმის ლიტურგია“) ვანკუვერში, ასამბლეის დროს.

1985
შერეული, საღვთისმეტყველო კომისიის სხდომა საღვთისმეტყველო დიალოგთან დაკავ-შირებით მართლმადიდებლურ და აღმოსავლურ (მონოფიზიტურ) მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის (შამბეზი, შვეიცარია).
                                                                          

1986
მე -3 საერთო მართლმადიდებლური მოსამზადებელი სხდომა იღებს გადაწყვეტილებას, გაგრძელდეს მუშაობა მონოფიზიტებთან გაერთიანებისთვის.
27
ოქტომბერი - პაპ იოანე პავლე II მიერ ორგანიზებული რელიგიათშორისი "ლოცვა მშვიდობისათვის" ასიზში. მლოცველთა შორის: არქიეპ. მეთოდე ფიატირსკი (კონსტანტინეპოლის საპატრიარქო), ფილარეტ დენისენკო, კენტერბერიის "არქიეპისკოპოსი" როერტ რანსი, დალაი-ლამა, დედა ტერეზა კალკუტელი, იუდეველები, მახმადიანები, წარმართები: ინდუსები, სითხები, ბუდისტები, სინტოისტები, ინდიელი შამანები.
1987
9-16
ივნისი - კათოლიკურ და მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის საღვთისმეტყველო დიალოგთან დაკავშირებული შერეული საერთაშორისო კომისია იღებს ერთობლივ დოკუმენტს: „სარწმუნოება, საიდუმლოებები და ეკლესიის ერთობა“ (ბარი, იტალია).

1988
9-27
ივნისი - კათოლიკურ და მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის საღვთისმეტყველო დიალოგთან დაკავშირებული შერეული კომისია იღებს ერთობლივ დოკუმენტს: „მღვდლობის საიდუმლოს ადგილი ეკლესიის საიდუმლოთა შორის, აპოსტოლური მემკვიდრეობის განსაკუთრებული ხაზგასმით საღვთო ერის ერთობისა და განწმენდისათვის“.

1989
• -
მართლმადიდებლურ და აღმოსავლურ (მონოფიზიტურ) მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის საღვთისმეტყველო დიალოგთან დაკავშირებული შერეული კომისია იღებსპირველ საერთო განცხადებას და მიმართვას ეკლესიებისადმი“ (კოპტური მონასტერი ანბა ბიშპოი).
კომისიის თანათავჯდომარე: მიტრ. დამასკინ შვეიცარსკი. მონაწოლენი: მღ. იოანე რომანიდესი, ვლასიოს ფიდასი;
КЕЦ
ერთობლივი კომიტეტის წევრებისა და ევროპის საეპისკოპოსო კონფერენციების საბჭოს შორის შეხვედრა "ისლამი ევროპაში" 1989 . მღ. აუგუსტინ (ნიკიტინი);
მღ. ალექსანდრე მენი ატარებს ეკუმენურ შეხვედრას მოსკოვში, დევიზით "ისლამი - ქრისტიანობა: კონფრონტაცია თუ დიალოგი?"

1990
• -
მართლმადიდებლურ და აღმოსავლურ (მონოფიზიტურ) მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის საღვთისმეტყველო დიალოგთან დაკავშირებული შერეული კომისიისმეორე საერთო განცხადება და მიმართვა ეკლესიებისადმი“ (შამბეზი, შვეიცარია);
მსს- მიერ ორგანიზებული საერთაშორისო შეხვედრა თემაზე "სამართლიანობა, მშვიდობა და სამყაროს ერთიანობა".

1990
• 7-21
თებერვალი - მსს- გენერალური ასამბლეა კანბერაში. მომავალი პატრიარქი ბართლომე ხელმძღვანელობს "მართლმადიდებელ" ეკუმენისტთა დელეგაციას, სადაც იგი აირჩიეს მსს- ცენტრალური კომიტეტის და აღმასრულებელი კომიტეტის წევრად.

1992
პატრიარქი ბართლომეოს I აღიარებს .. "ეგვიპტურ დოკუმენტს" 1989 . ("პირველი ზოგადი განაცხადი და წინადადებები ეკლესიებს"), წინააღმდეგობის არ არსებობის დამადასტურებელს მართლმადიდებლებსა და მონოფიზიტებს შორის.

1993
პატრიარქ ბართლომეოს I ხელმძღვანელობით, ათენში, შედგა კონსულტაციები იუდაიზმის წარმომადგენლებთან. მონაწილეებს შორის: მღ. ვიტალი ბოროვოი.
• 23
ივნისი - "ბალამანის უნია". კათოლიკურ და მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის საღვთისმეტყველო დიალოგთან დაკავშირებული შერეული კომისია იღებს ერთობლივ განცხადებასუნიატობა, უნიის მიღწევის მეთოდები წარსულში და სრული კავშირის მიღწევის თანამედროვე ძიებანი“ (ბალამანდი, ლიბანი). განცხადებაში კათოლიკური ეკლესია აღიარებულია და-ეკლესიად და ლეგიტიმიზირებულია უნიატური, ლათინური ეკლესიების მოღვაწეობა. ხელმომწერთა შორის: მიტრ. გიორგი (ხოდრი), მიტრ. ამბროსი ჰელსინკელი.
კომისიის "რწმენა და საეკლესიო მოწყობა“, მსოფლიო კონფერენცია, სანტიაგო, ესპანეთი.
მართლმადიდებლურ და აღმოსავლურ (მონოფიზიტურ) მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის საღვთისმეტყველო დიალოგთან დაკავშირებული შერეული კომისიის სხდომა (შამბეზი, შვეიცარია). მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მართლმადიდებლებს და მონოფიზიტებს ყოველთვის ერთი და იგივე, ჭეშმარიტი, მართლმადიდებლური სწავლება ჰქონდათ ქრისტეზე. თანათავმჯდომარე: მიტრ. დამასკინ შვეიცარელი. მონაწილეთა შორის პიტირიმ (ნეჩაევი), მიტრ. გიორგი (ხორდი), მღ. იოანე რომანიდესი, მღ. ხეიკი ხუტენენი, ნიკოლოზ ზაბალოტსკი, ვლასიოს ფიდასი.

1994
ივნისი - საერთაშორისო კონფერენცია "ისლამური ცივილიზაცია XXI საუკუნის მიჯნაზე (ისლამის 600 წლისთავი ციმბირში)" ომსკში. კონფერენციის მსვლელობისას ორგანიზებული იყო "მრგვალი მაგიდა": "მაჰმადიან-ქრისტიანთა თანამშრომლობა, მიზნები, ფორმები და პერსპექტივები"
ნოემბერი - მსოფლიო რელიგიათშორისი კონფერენცია თემაზე: "რელიგია და მსოფლიო" რივა დელ გარდა, იტალია. ორგანიზატორი და მონაწილე - პატრიარქი ბართლომეოს I.

1995
პატრიარქს ბართლომეოს I ეწვია ეთიოპიის მონოფიზიტ პატრიარქს, რომლის დროსაც ერთობლივად იდღესასწაულეს ნათლისღება.
27-30
ივნისი - პატრიარქ ბართლომეოს I ვიზიტი რომში. პაპ იოანე პავლე II-სთან შეხვედრის დროს გამოცხადდა საპატრიარქოს გადაწყვეტილება, გაგრძელდეს ძმური ურთიერთობა და თანამშრომლობა კათოლიკურ ეკლესიასთან.
მოსკოვში დაარსდა იტალიურ-ავსტრიულ-რუსული ფონდი "რადიო მარია". პრეზიდენტი - მღ. იოანე სცირიდოვი. ამ ფონდის და ООО «Си эР Тэ эН» ბაზაზე მაუწყებლობას იწყებს მოდერნისტულ ეკუმენურიქრისტიანული ეკლესიურ-საზოგადოებრივი არხი“.
კათოლიკე არქიეპისკოპოს ილია (ზოგბას) მართლმადიდებლებისადმი შემოთავაზებულ ორ პუნქტიან აღიარებას: I. მე მწამს ყოველივე, რასაც ასწავლის აღმოსავლური მართლმადიდე-ბლობა; II. მე ვარ რომის ეპისკოპოსთან ისეთ ურთიერთობაში, როგორშიც მის უპირატესობასაც აღიარებდნენ პირველი ათასწლეულის წმიდა მამები, ეკლესიის გაყოფამდე. ხელი მოაწერა მიტრ. გიორგიმ (ხოდრ).

1996
15 აგვისტო - კათოლიკურ ღვთისმშობლის მიძინების დღეს მღ. ზენონის (თეოდორი) კურთხევით სპასო-მიროჟელის მონასტერში შესრულდა მესსა კათოლიკე მღვდელ რომანო სკალფისთან ერთად, რომლის დროსაც ეზიარა მღ. ზენონი და ზოგიერთი, მონასტრის საძმოდან.
28 ნოემბერი - მღ. ზენონზე და ძმებზე განხორციელდა დისციპლინარული ზომები (ფსკოვისა და ველიკოლუკის არქიეპისკოპოს ევსევის ბრძანებით მღ. ზენონს აეკრძალა ღვთისმსახურება). იგივე ბრძანებაში აღნიშნულია, რომ არქიმანდრიტი ზენონი აღარ ირიცხება ფსკოვის ეპარქიის კლიროსში.
ეგნატე კრეკშინი და . ავერინცევი მონაწილეობდნენ სართაშორისო ეკუმენურ შეხვედრაზეადამიანები და რელიგიებირომში, რომლის დროსაც სრულდებოდა ერთობლივი ლოცვა კათოლიკებთან, პროტესტანტებთან, მაჰმადიანებთან, იუდეველებთან, ბუდისტებთან და ..

1998
პატრიარქ ბართლომეოს I ხელმძღვანელობით ისრაელში ჩატარდა კონსულტაცია იუდეველებთან.
31
აგვისტო - საერთაშორისო შეხვედრა "ხალხი და რელიგია." ალექსანდრიის პატრიარქ პეტრეს პროგრამით გათვალისწინებული მიმართვა "ქრისტიანობა და ისლამი დიალოგში."
18
ნოემბერი - ეკუმენური შეხვედრა სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდალურ კომისიასა და ხორვატიის კათოლიკე ეპისკოპოსების კონფერენციას შორის. ზაგრები, ხორვატია. მონაწილეთა შორის-ეპ. ეგნატე მიდიჩი.
3-14
დეკემბერი - მსს- გენერალური ასამბლეა ხარარში.
ცნობილი მოდერნისტი და ეკუმენისტი ეგნატე კრეკშინი (ყოფ. იღუმენი ეგნატე) იღებს კათოლიციზმს.

1999
ცნობილი მოდერნისტი და ეკუმენისტი მარტირი ბარინი (ყოფ. იღუმენი მარტირი) იღებს კათოლიციზმს.

2000
ნოემბერი - ფუძნდება ასოციაცია დიალოგისთვის მართლმადიდებლებსა და მონოფიზიტებს შორის (პარიზი). ასოციაციის პრეზიდენტი-მღ. ბორის ბობრინსკი, ვიცე-პრეზიდენტი მიშელ სტავრუ.

2001
კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს ორგანიზებით ბრიუსელში შედგა შეხვედრაღვთის მშვიდობა მსოფლიოშიიუდაიზმის, ქრისტიანობის და ისლამის წარმომადგენლებს შორის.

                                                                       

2002
24
იანვარი - რელიგიათშორისი "ლოცვა მშვიდობისათვის" ასიზში, ორგანიზებული პაპი იოანე პავლე II მიერ. მლოცველთა შორის: პატრიარქი ბართლომეოს I, მიტრ. პიტირიმ (ნიჩაევი), მაჰმადიანები, იუდეველები, წარმართები: ინდუისტები, სითხები, ბუდისტები, ვუდუისტები.
11
სექტემბერი - მღ. . მენის მიმდევართა კონფერენცია "ქრისტიანობა და ისლამი. XXI საუკუნემოსკოვში.
კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს ორგანიზებით ბაჰრეინში ჩატარდა ისლამურ-ქრისტია-ნული კონფერენცია. შეხვედრაზე მონაწილეებმა მხარი დაუჭირეს ტოლერანტობის და ჰარმონიულობის ღირებულებებს და განაცხადეს ექსტრემიზმთან ბრძოლის აუცილებლობაზე ყველა რელიგიაში.

2004
23-27
ივნისი - "მართლმადიდებლურ"-კათოლიკური, წმ. ირინეოს ლიონელის სახელობის, სამუშაო ჯგუფის დაფუძნება. დამფუძნებელთა შორის: ეპ. ეგნატე (მიდიჩი), მღ. იოსებ (პუსტოუტოვი), მღ. იობ (გეჩა), მღ. ვიორელ იონიტა, პავლე მეიენდორფი.

2005
3
მარტი - მართლმადიდებლურ და აღმოსავლურ (მონოფიზიტურ) მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის საღვთისმეტყველო დიალოგთან დაკავშირებული შერეული კომისიის სხდომა (შამბეზი, შვეიცარია). მონაწილეთა შორის: ემანუილ ფრანგი, ვლასიოს ფიდასი.

11-13 სექტემბერი - საერთო მართლმადიდებელთა შეხვედრაზე სტამბულში მიტრ. იოანე პერგამელს ნიშნავენ კათოლიკურ და მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის საღვთისმეტყველო დიალოგთან დაკავშირებული შერეული კომისიის ხელმძღვანელად.

2006
14-23 თებერვალი - მსს- გენერალური ასამბლეა პორტუ-ალეგროში (ბრაზილია). მონაწილეებს შორის: ეპ. ეგნატე (მიდიჩი), ეპ. ილარიონ (ალფეევი).
მაისი - იორდანიაში გაიმართა ქრისტიანულ-მუსულმანური ფორუმი "ცივილიზაციათა დიალოგი." ფორუმის მუშაობაში მონაწილეობდნენ: ტაშკენტის მიტროპოლიტი ვლადიმერი, რუსეთის სულიერი მისიის ხელმძღვანელი იერუსალიმში, არქიმანდრიტი ელისე (განაბა), რუსეთის ევროპული ნაწილის მუსულმანთა სამმართველოს მოადგილე შეიხი ფარიდ ასადულინი. იორდანიის მხრიდან მონაწილეობდნენ პრინცი გაზი ბენ მუჰამედი, ფილადელფიელი მიტრ. ბენედიქტე და სხვანი.
29
ნოემბერი - 1 დეკემბერი. რომის პაპ ბენედიქტე XVI ვიზიტი სტამბოლში. პაპმა მონაწილეობა მიიღო ერთობლივ ლოცვაში პატრიარქი ბართლომე I-თან ერთად, დაესწრო საღვთო ლიტურგიას წმ. გიორგის ეკლესიაში, ფანარაში. პაპმა და პატრიარქმა ერთად ილოცეს, ერთმანეთს ეამბორნენმშვიდობის ამბორიდა აკურთხეს მლოცველები. ამავე ვიზიტის დროს პატრიარქი ბართლომე ესწრებოდა და ლოცულობდა კათოლიკურ მესაზე სული წმინდის ტაძარში, სტამბულში.
                                                                     

2007
8-14
ოქტომბერი - კათოლიკურ და მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის საღვთისმეტყველო დიალოგთან დაკავშირებული საერთაშორისო კომისიის სხდომა (რავენა, იტალია). მიღებულ იქნარავენის დოკუმენტი“ „ეკლესიოლოგიური და კანონიკური ძიება ეკლესიის საიდუმლო ბუნებასა და მის კრებსითობაში“. მონაწილეთა შორის: პერგამელი მიტრ. იოანე, ეპ. ეგნატე (მიდიჩი).
                                                                              
20-24
აპრილი - მიმართვაქრისტეს შეცნობა თავის ხალხშისიონიზმის მხარდასაჭერად წმინდა მიწაზე და იუდეველებთან ეკუმენური დიალოგის ხელშეწყობისთვის. ხელმომწერთა შორის: მღ. იოანე სვირიდოვი, მღ. ვლადიმერ ზელენსკი, ინოკენტი (პავლოვი), ვალენტინ ნიკიტინი.
19
ოქტომბერი - ელისტის და კალმიცკის არქიეპ. ზოსიმემ მონაწილეობა მიიღო ქალაქ ელისტის გარეუბანში, შრომა-გასწორების კოლონიის ტერიტორიაზე მეჩეთის გახსნაში.
                                                                                          
                                                                                                              
2008
22-23
იანვარი - მესამე საერთაშორისო კონფერენცია "თანაცხოვრება და მშვიდობის მყოფობაამანი (იორდანია). კონფერენციას ესწრებოდნენ მუსულმანი ლიდერები და ახლო აღმოსავლეთში არსებული ყველა ქრისტიანული კონფესიის წარმომადგენლები, მათ შორის მართლმადიდებლებიც: ანტიოქიის პატრიარქი ეგნატე. მონაწილეებმა აღიარეს, რომ ისინი - ქრისტიანები და მაჰმადიანები - როგორც ერთი ღმერთის თაყვანისმცემლები, თანხმდებიან: პატივი სცენ რწმენისა და რელიგიურ თავისუფლებას, პატივი სცენ ყველა მოციქულსა და წინასწარმეტყველს, წმინდა წიგნებს და რელიგიურ ტექსტებს, გაგრძელდეს დიალოგი და თანამშრომლობა ერებს შორის, სამართლიანობის, მშვიდობის, განვითარების და ღირსეული ცხოვრებისათვის, რომლისკენაც მოუწოდებს ზეციური რელიგიების ადამიანური და რელიგიური სწავლებანი.
2 ივნისი - პატრიარქის ბართლომეოს I ოფიციალური ვიზიტი ვატიკანში.
                                                                         
27
სექტემბერი - 4 ოქტომბერი - კათოლიკურ და მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის საღვთისმეტყველო დიალოგთან დაკავშირებული საერთაშორისო კომისიის სხდომა (კრეტა). მომზადდა სამუშაო დოკუმენტი "რომის ეპისკოპოსის როლი ეკლესიის ერთიანობაში პირველ ათასწლეულში".
ოქტომბერი - პატრიარქ ბართლომეოს I ილოცა პაპთან ერთად სიქსტის კაპელაში კონფესიათშორისი შეხვედრის დროს, რომლის მოწვევის თემაც იყო ფუნდამენტალიზმთან ბრძოლა და რელიგიური შემწყნარებლობა.
სტავროპოლის ეპარქიასა და ყაბარდო-ბალკანეთის მუსულმანთა სულიერ მმართველობას შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას თანამშრობლობაში, ახალგაზრდობის ტრადიციულ ფასეულობებზე აღზრდასთან დაკავშირებით, აგრეთვე სოციალურ და კულტურულ სფეროებში თანამშრომლობას.

11-13
დეკემბერი - სამ დღიანი სემინარი ათენში "დიალოგი ქრისტიანობასა და ისლამს შორის" შეხვდა მორწმუნეთა პროტესტი მართლმადიდებლობის გამყიდველთა წინააღმდეგ. სემინარი ორგანიზებული იყო კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს და World Islamic Call Society მიერ. ერთერთი ძირითადი მოქმედი პირი - მაჰმადიანებთან ურთიერთობის კომიტეტის თავჯდომარე მიტრ. ემანუელ ფრანგი.

                                                                        

2009
ოქტომბერი - კათოლიკურ და მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის საღვთისმეტყველო დიალოგთან დაკავშირებული შერეული საერთაშორისო კომისიის სხდომა (პაფოსი, კვიპროსი). მონაწილეებს შორის: პერგამოს მიტრ. იოანე, არქიეპ. ილარიონ (ალფეევი).
12
ნოემბერი - სამეცნიერო კონსულტაციები მართლმადიდებლებსა და იუდეველებს შორის, ათენი. შეხვედრა შედგა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ინიციატივით, ელადის ეკლესიისა და საბერძნეთის მთავრობის მხარდაჭერით. შეხვედრაზე, სახელწოდებით "მსოფლიო კრიზისში: ზნეობრივი საკითხები და რელიგიური პერსპექტივები" მონაწილეობდნენ წარმომადგენლები ყველა მართლმადიდებელი ეკლესიიდან, გარდა ბულგარეთის და ფინეთის და იუდაიზმის 13 წარმომადგენელის, ძირითადად - ისრაელის პროფესორები.